ავანტი

კაფე

ჩვენ შესახებ

ავანტი! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იტალიური სამზარეულოს სამყაროში და ჩვენი კაფეს ევროპულ ატმოსფეროში.

დატკბით ჭეშმარიტი იტალიური საჭმელით, ახალ მომზადებული სალათებით, მაკარონებისგან დამზადებული კერძებით, და პიცით რომელიც მომზადებულია ყველა არსებული კანონის თანახმად, და გასაოცარი დესერტებით. ჩვენი კაფეს საფირმო კერძები რომლის წინაშეც განიარაღებულნი დარჩებით - შინნაკეთი ტალიატელლე ბოლონიეზეს სოუსით და ტრადიციული რეცეპტებით დამზადებული ტირამისუ.

 

აპირებთ კორპორატიული საღამოსი ან რაიმე ღონისძიების ჩატარებას? "ავანტი" ყველა "ბინძურ" საქმეს თქვენს მაგივრად გააკეთებს, და ყველაფერი იქნება უმაღლეს დონეზე. თქვენ დაგრჩებათ მხოლოდ თქვენი საყოველდღეო საზრუნავების კაფეს კარებს გარეთ დატოვება, მოგიწევთ მხოლოდ განტვირთვა, მხიარულობა და ამ ცხოვრებით დატკბობა. ჩვენი კაფე საუკეთესო ადგილია მეგობრებთან შეხვედრისთვის, რომლებთანაც ძალზე სასიამოვნოა განსაკუთრებული დაუვიწყარი საათების გატარება, უგემრიელესი ტრაპეზით, შესანიშნავი ღვინით, "ცოცხალი მუსიკის" მოსმენით.

 

შეგიძლიათ ჩვენთან პიცის დაკვეთა და ჩვენ მოგაწოდებთ მას თბილისის ნებისმიერ კუთხეში ნახევარი საათის (ან ცოტა მეტის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე) განმავლობაში. ადგილზე მიტანა არის უფასო.