რესტორან-პაბი ბერლინი

ბერლინი

რესტორან-პაბი
    • საბურთალო, ალ.ყაზბეგის, 26
      • +995 32 239 96 55
    • 11:00 მდე 02:00 (სამზარეულო ღიაა: 11:00-01:00)   ორშაბათი-კვირა

ჩვენ შესახებ

რესტორანი ნამდვილი გერმანული სამზარეულოთი განთავსდა ცოტათი მოშორებით დედაქალაქის ხმაურიანი ცენტრისგან, საბურთალოს რაიონში. გერმანიის ავთენტური დაწესებულების ატმოსფერო იქმნება ტრადიციული ინტერიერის ხარჯზე ოულდ-სტაილის სტილში და რა თქმა უნდა უმაღლესი კატეგორიის მზარეულისგან.

რესტორანი „ბერლინი" იღებს თავის სტუმრებს ერთ დარბაზში 58 ადამიანის ტევადობით. მასიური ხის მორები ჭერის ქვეშ, მაგიდები და ტიხრები მუქი ხისაგან, აგურით ნაშენების იმიტაცია შესაძლებლობას ქმნის აღმოჩნდეთ ნამდვილი ბერლინის ატმოსფეროში.

დაწესებულება გვთავაზობს ტრადიციულ გერმანულ კერძებს, მათ შორისაა დელეკატესები კურდღლისგან, ნეკნები, თევზი და ასევე რიგი საფირმო კერძები. ბარს შეუძლია იამაყოს ნამდვილი ლუდით ბავარიიდან, არყით რუსეთიდან და უკრაინიდან და შოტლანდიური ვისკით. მენიუში ფართოდაა წარმოდგენილი ნაციონალური საკონდიტრო ნაკეთობები და დესერტები. აუცილებელია ავღნიშნოთ, რომ ანგარიშში ჩართულია გასამრჯელო (10 %), ხოლო მუდმივ სტუმრებს სთავაზობენ ფასდაკლებებს. საშუალო ჩეკი ერთ ადამიანზე შეადგენს 60 ლარს.

ყოველ ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს აქ შეგიძლიათ მოუსმინოთ „ცოცხალ" მუსიკას საღამოს 8 საათიდან. გარდა ამისა, ხშირად ეწყობა სპორტული ღონისძიებების ჩვენება. „ბერლინი" დაკავებულია ბანკეტების, ფურშეტებისა და კორპორატიულების ჩატარებით.

სტუმრებს შეუძლიათ Wi-Fi-ს გამოყენება და ასევე ანგარიშის გადახდა პლასტიკური ბარათებით. რესტორანი მუშაობს ყოველ დღე, დილის 11 საათიდან ბოლო სტუმრამდე.