ბრიოშ დორე
-
-
ვაკე, ი. ჭავჭავაძის, 33
-
- +995 599 03 83 88
-
09:00 მდე 22:00 ორშაბათი-კვირა
-
-
სამზარეულო
-
ფუნქციები მენიუდან
-
Wi-Fiარსებობს
-
გადახდა საკრედიტო ბარათითარსებობს
-
ჩვენ შესახებ
ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქსელმა ფრანგული საცხობისა 500 ფილიალით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როგორც იქნა მოაღწია თბილისამდეც. 1976 წელს გახსნილ იქნა პირველი დაწესებულება საფრანგეთში, 2012 წელს ვაკის რაიონში გაჩნდა პირველი საფუნთუშე ქსელი. ეს იდეალური ადგილია პურ-ფუნთუშეულის, ფრანგული ტკბილეულისა და სენდვიჩების, სალათების, წვნიანების, ყავისა და ამაღლებული განწყობის მოყვარულთათვის.
კერძები შეიძლება დააგემოვნოთ დაწესებულების მყუდრო ვერანდაზე, დარბაზში (გათვლილი 60 ადამიანზე) ან საკუთარ სახლში - საფუნთუშე ასევე მუშაობს „to go" რეჟიმში. „ბრიოშ დორ"-ში საუზმედ ან სადილად დარჩენისას სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ ჩაეფლონ პარიზის მოდური ადგილების ატმოსფეროში. კაფეს ინტერიერი შესრულებულია თეთრ და წითელ ტონებში საინტერესო ავეჯისა და დარბაზებში ტიხრის გამოყენებით. საქართველოს უმეტესი დაწესებულებებისაგან განსხვავებით აქ არის ზონა არამწეველი სტუმრებისათვის.
ინტერნაციონალური კომპანიის მრავალწლიანი ისტორია იძლევა ხარისხის გარანტიას, ისევე როგორც მზარეულებისა, რომლებმაც გაიარეს სწავლების კურსი ქალაქ რენში. საფუნთუშე აკეთებს არჩევანს ჯანსაღ საკვებზე, ანუ არ იყენებს საკვებ დანამატებს. „ბრიოშ დორში" აღმოჩენისას, იღბლიანებმა აუცილებლად უნდა დააგემოვნონ ადგილობრივი შოკოლადის დესრტი ალუბლითა და ნაღებით, ასევე ერთი ტრადიციული ფრანგული სენდვიჩი.
დაწესებულებაში ხშირად ატარებენ ბანკეტებსა და ფურშეტებს, კორპორატიულებსა და თემატურ წვეულებებს. სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო Wi-Fi-ით და პარკირებით. არის შესაძლებლობა გადაიხადოთ უნაღდო ანგარიშსწორებით. საფუნთუშე მუშაობს ყოველ დღე დილის 9 საათიდან საღამოს 10-მდე.