ბარ-რესტორანი ბუდა ბარი

ბუდა ბარი

ბარ-რესტორანი

ჩვენ შესახებ

ბუდა–ბარი

ბუდა–ბარი თბილისში წარმოადგენს საქვეყნოდ ცნობილ კაფე–ბარების ქსელს (ბუდა–ბარი). ის შეიძლება ადვილად იპოვოთ რიყის მოედანზე მშვიდობის ხიდთან ახლოს. მისი გახსნა შედგა 2012 წლის 29 მარტს, ხუთშაბათს.

ბუდა–ბარის მზარეული წარმოშობით ფრანგია. იგი სთავაზობს სტუმრებს დააგემოვნონ 100მდე სხვადასხვა ტიპის კერძი. გახსნას ბევრი ქართველი ცნობილი სახე და შეძლებული პირები ესწრებოდა, მათ შორის იმყოფებოდა თბილისის მერი გიგი უგულავა. მისი თქმით, ფრანგული ბრენდის კაფე „ბუდა–ბარი' გაზრდის ჩამოსული ტურისტების რიცხვს დედაქალაქში და ასევე მოსახლეობის დასაქმებას. ისევე როგორც მოცემული ბრენდის დანარჩენ კაფეების დაწესებულებებში დგას ბუდას ქანდაკება. ბევრი სტუმარი „ბუდა–ბარის" ვიზიტს ადარებს SPA-ს, რადგანაც დაწესებულება აღსავსეა დადებითი ენერგიით.

თუ გსურთ მთლიანად დაიტვირთოთ დახვეწილი სიამოვნების სამყაროთი და ისიამოვნოთ მშვიდი ატმოსფეროთი, მაშინ უნდა მოხვიდეთ აქ. ბუდა ბარი - ეს არ არის მხოლოდ ვახშამი ვარსკვლავების ქვეშ, ეს არის ბიზნეს ლანჩი უზადო სერვისით, ამოუცნობი აღმოსავლური აურითა და და საუცხოო კერძებით. რესტორანში ასევე მოქმედებს დრეს–კოდი, რომელიც კრძალავს სტუმრების შესვლას სპორტული და პლაჟის ტანსაცმლით. ეს საჭიროა იმისათვის, რომ სტუმრების დასვენება უფრო სასიამოვნო გავხადოთ.

მენიუ შეიცავს აზიურიეგზოტიკის ელემენტებს თანამედროვე ევროპულ ვარიაციებში. ყოველი კერძი მომზადებული ფრანგი მზარეულის ხელმძღვანელობით ასახავს კულინარიული ხელოვნების ნიმუშს. გარდა აღმოსავლური სამზარეულოსი, ასევე არის ფრანგული და ტრადიციული სამზარეულო, რომელიც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ნებისმიერ დროს. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ისეთი კერძები როგორიცაა: ქათმის სალათა, შემწვარი ღორის ნეკნები სოიოს სოუსით, საფირმო ცხელი ლაფშა „ბუდა–ბარი" , ისიამოვნოთ სუშის მრავალფეროვნებით ან ფუნთუშებით.

რესტორნების ქსელი „ბუდა-ბარი" მოქმედებენ ისეთ ქალაქებში როგორებაცაა: პარიზი,ლონდონი, სანკტ–პეტერბურგი, დუბაი, პრაღა და სხვა. ეს არ არის უბრალოდ დროებითი, არამედ უკვე პოპულარული და ამოქმედებული ბრენდია.