სპეციალიზებული კაფე Fashion Coffee

Fashion Coffee

სპეციალიზებული კაფე

ჩვენ შესახებ

Fashion Coffee - შვეიცარული მაღაზიაა, რომელიც ვაჭრობს ყავის ყველა ცნობილი უმაღლესი ხარისხის სორტებით. ერთი პაჩკის ფასი (250 გრამი) თოთხმეტი ლარიდან იწყება. ყველაზე ძვირფასთაგან ერთერთი არის - Blue Mountain.
 
Jamaican Blue Mountain Coffee (ან Jamaica Blue Mountain Coffee) - არაბიკის სორტია, რომელსაც ზრდიან იამაიკის ცისფერ მთებში. ყავა Blue Mountain - ის ყველა სახეობა გამოიყოფა რბილი გემოთი, და მას არ გააჩნია არანაირი სიმწარე. Blue Mountain ას წელზე მეტია რაც მსოფლიოში ყველაზე ძვირი და ყველაზე მოთხოვნადი ყავაა (ოთხმოც პროცენტზე მეტი ექსპორტირდება იაპონიაში).
 
ექსპერტების აზრით Blue Mountain -ს გააჩნია მდიდარი გემო და არაჩვეულებრივი არომატი, მას აქვს დაშვებული დონის სიმჟავე და ის ფლობს ყავის იდეალის მოთხოვნების თვისებებს. 
ცისფერი მთები, რომლებიც განლაგებულია ქინგსთონის და პორტ-ანტონიოს შორის, ერთერთი ყველაზე მაღალია კარიბის ზღვის რეგიონში. თავისი ფერი და დასახელება მათ მიიღეს ნისლის გამო რომელიც მუმივად მოიცავს მათ. გრილი კლიმატი, უხვი ატმოსფერული ნალექები, მდიდარი ნიადაგი - საუკეთესო გარემოა მსოფლიოში საუკეთესო ყავის გაზრდისთვის. 
 
Fashion Coffee -ში შეგიძლიათ შეხვიდეთ ყავის დასალევად (ერთი ფინჯანი ყავა3 ლარი ღირს შემდეგ შესაბამისათ სორტისგან ფასი იზრდება) ლამაზი საფონო მუსიკის თანხლებით, რომელიც ქმნის რომანტიულ განწყობას. ყავას მოგართმევენ ლამაზ საყავე სერვიზებში. სერვიზების ყიდვა აქვე შეგიძლიათ თუ სურვილი გაგიჩნდათ მათი შეძენისა. ასევე აქ შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა სერვიზის ატრიბუტები. 
 
ყავა Fashion Coffee - ში არა მხოლოდ სასმელია არამედ დარბაზის დიზაინის ნაწილი.