მაჰარაჯა
-
-
ვერა, ახვლედიანის, 24
-
- +995 32 299 97 99
-
12:00 მდე 00:00 ორშაბათი-კვირა
-
-
სამზარეულო
-
ფუნქციები მენიუდან
-
Wi-Fiარსებობს
-
გადახდა საკრედიტო ბარათითარსებობს
-
სამსახური ფუნქციები
-
ჩვენ შესახებ
ერთ-ერთი ისტორიული შენობის მძიმე მუხის კარის უკან, თბილისის ცენტრალურ რაიონში, განთავსდა რესტორანი ეგზოტიკური ინდური სამზარეულოთი. რესტორან „მახარაჯას" სტუმრები გადაყავს ინდოეთსა და უდიდესი აღმოსავლეთის მეფეების სამყაროში. საქართველოს დედაქალაქში ცოტა თუ მოიძებნება მსგავსი დაწესებულება, ამიტომაც რესტორანი ითვლება მარგალიტად თავის სფეროში.
სტუმრები გრძნობენ სიმყუდროვეს შიდა ინტერიერის მუქი ხისგან დამზადებული ავეჯის, ფერადი დივნების, ფარდაგითა და აღმოსავლური ავეჯის დახმარებით. მკრთალი განათება, წითელი და მწვანე კედლები ქმნის სასიამოვნო ატმოსფეროს სტუმრებისთვის, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ დაისვენონ ერთ-ერთ მთავარ დარბაზში ან VIP ოთახში. რესტორანი გათვლილია 40 სტუმარზე.
კერძების უმეტესობას აქ სთავაზობენ მწარე სოუსითა და სუნელებით, რაც ასეთი დამახასიათებალია ინდური სამზარეულოსათვის. სტუმრებმა აუცილებლად უნდა დააგემოვნონ ქათამი სოუსით „ტიკა მასალა" - კერძი, რომელმაც მოიპოვა პოპულარობა არა მარტო აღმოსავლეთ ქვეყნებში, არამედ მთელ მსოფლიოში. დაწესებულებაში ტრადიციული ჩაის დიდი არჩევანია: შავი, მწვანე, ხილის, რძიანი, ჩაი სანელებლებით და ა. შ. ამას გარდა, ბევრი სტუმარი არ უშვებს ხელიდან შესაძლებლობას ტრაპეზის შემდეგ მოწიოს ხარისხიანი ნარგილა. მენიუს ფასი არ აღემატება დედაქალაქისათვის საშუალო დონეს: სადილი ერთ პერსონაზე ჯდება 30 ლარი.
მიუხედავად იმისა, რომ კედძების მომზადებას სჭირდება დიდი დრო, პერსონალი ემსახურება სტუმრებს მაღალ დონეზე. კვალიფიცირებული ინდოელი მზარეულები პასუხისმგებელნი არიან თავისი რეპუტაციის ხარისხზე. სტუმრებს აქვთ წვდომა უფასო Wi-Fi-სთან, და ასევე შესაძლებლობა გადაიხადონ პლასტიკური ბარათებით და შეუკვეთონ საჭმელი სახლისთვის. „მახარაჯა"-ს კარი ღიაა ყოველ დღე 12:00 საათიდან ბოლო სტუმრის წასვლამდე.