ფრანგული რესტორანი კაფე ლა ფრანსი

კაფე ლა ფრანსი

ფრანგული რესტორანი

ჩვენ შესახებ

კაფე ლა ფრანსი - კომფორტული ატმოსფეროს და ინტერიერის ელეგანტური დიზაინის გამო - მშვენიერი არჩევანია მეგობრული შეხვედრებისათვის, საქმიანი შეხვედრებისათვის და რომანტიული შეხვედრებისათვის. 

ეს არის ადგილი სადაც თავს იგრძნობთ თითქოს ნამდვილ პარიზის კაფეში იმყოფებით. იგემებთ რა საფრანგეთის სამზარეულოს განთქმულ კერძებს, დატკბებით ფრანგული კულტურის უმაღლესი ფორმით, საუბრის ოსტატობით, ჩაის ფინჯანით დახვეწილად მორთულ დესერტებით, თქვენ აუცილებლად განიმსჭვალებით საფრანგეთის სულით. 

მართალია გამოთქმა რომ საფრანგეთში ყოველ ადამიანს შეუძლია იგრძნოს თავი როგორც საკუთარ სახლში. იქნება ეს ხელოვნება თუ ბუნება თუ საჭმელი, საფრანგეთი არის ადგილი მათთვის ვისაც სიცოცხლე უყვარს. ასეთივეა ჩვენი დაწესებულების ფილოსოფიაც - იცხოვრეთ სავსე ცხოვრებით, თავისუფლად, ნუ გაქვთ საკუთარი თავისადმი ძალინ სერიოზული დამოკიდებულება, ანებივრებთ რა ერთმანეთს ნუ დაგავიწყდებათ საკუთარი თავი!
 
ასეთი მჭიდრო დამოკიდებულება საჭმლისა და ცხოვრების წესის შორის საფრანგეთის გარდა მეტი არც ერთ ქვეყანაში არ არის. საჭმელი და ღვინო რომლებსაც ფრანგები მთელი ვნებით და სიამოვნებით მიეცემიან, მათი ცხოვრების შეუფასებელი ნაწილია. ყოველდღიური ტრაპეზის აქტიც კი მოირთობა განსაკუთრებული მნიშვნელობით, რაც უბრალო კვების საზღვრებს გარეთ გადის. საინტერესო და უჩვეულო ურთიერთობის ფორმირებაში, საჭმელი არის დამაკავშირებელი რგოლი დედამიწის ადამიანების და ტრადიციების შორის.
 
კაფე ლა ფრანს ში ჩვენ გვჯერა რომ საჭმელი არის სოციალური და საზოგადოებრივი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ განსაზღვრული კერძების შეთავაზება. 
 
ჩვენს დაწესებულებაში სტუმრები გარე სამყაროს პრობლემებს კარს გარეთ ტოვებენ, და რამოდენიმე ხნის განმავლობაში უბრალოდ ტკბებიან ცხოვრებით. სუფთა ფრანგული გამოცდილებაა, როდესაც დაძაბული დღის შუაგულს, მოდიან ჩვენთან როგორც საკუთარ სახლში, რათა წაიხემსონ მშვიდ ატმოსფეროში. 
 
ჩვენს მენიუში არის ღვეზელები, ნამცხვრები, კრუასანები, ორიგინალური სალათები, ბუტერბროდები, სუპები, ბლინები და პურის რამოდენიმე სახეობა. ყველაფერი დამზადებული იქნება საღი ახალი ინგრედიენტებისგან. ჩაი, ყავა, ღვინო, ლუდი, მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები...
 
გირჩევთ "სომონ ო ლიზ" ს - ორაგულის ოქროსფერ ნაჭრებს, რომელიც შემწვარია სუფთა ზეითუნის ზეთზე, მოხარშული ბრინჯით მწვანე ხახვითა და სეზამით. სალათი "ცეზარი" - კაფე ლა ფრანსში მას ამზადებენ ძალიან უჩვეულოდ და გემრიელად. სალათი "ლოტრეკი" - უქონო ღორის ხორცის ნაჭრები, პამიდორი ჩერი, სალათის რამოდენიმე სახეობა, ყველით გაუდა, და ეს ყველაფერი შენელებული ლიმნის წვენით. სალათი "ლეზონ" - სალათის რამოდენიმე სახეობა, წითელი გრეიფრუტი, ზეითუნი, სიმინდი, კიტრი, მზესუმზირის შემწვარი მარცვლები და ნიგოზი. საუზმეზე შეუკვეთეთ "ლანკრე": ხრაშუნა ტოსტი ფრანგული პურისაგან, კარაქის სამი სახეობა, და ნაზი ხბოს პაშტეტი.