გრუზბეკი
-
-
ძველი თბილისი, ერეკელე II, 3
-
- +995 790 77 09 60
-
11:00 მდე 00:30 (ბოლო სტუმრის წასვლამდე) ორშაბათი-კვირა
-
-
სამზარეულო
-
ფუნქციები მენიუდან
-
საზაფხულო ტერასაარსებობს
-
Wi-Fiარსებობს
-
გადახდა საკრედიტო ბარათითარსებობს
-
სამსახური ფუნქციები
-
სისტემის ფასდაკლებაარსებობს
-
ჩვენ შესახებ
დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ადგილას ძველ ქალაქში განთავსდა ტრადიციული უზბეკური სამზარეულოს რესტორანი. ის მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მშვიდობის ხიდიდან, XVI საუკუნის ისტორიულ შენობაში, რომელიც მორთულია აღმოსავლური ორნამენტებით. დაწესებულების ტერასიდან იშლება ამაღელვებელი ხედი თბილისის ძირითად ღირსშესანიშნაობებზე.
რესტორანი „გრუზბეკი" იღებს თავის სტუმრებს ორიდან ერთ-ერთ ძირითად დარბაზში, VIP დარბაზში და ვერანდაზე. რესტორნის მთლიანი ტევადობა შეადგენს 180 ადამიანს. დაწესებულება იქნა გარემონტებული და დეკორირებული ხელოსნების მიერ ბუხარიდან.
მენიუ შედგება უზბეკური სამზარეულოს კერძებისაგან, რომლებიც ოსტატურად იქმნება ოთხი მზარეულის მიერ უზბეკეთიდან. გარდა ამისა, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ შეუკვეთონ რამოდენიმე პოზიცია ქართული სამზარეულოდან, ისეთი როგორიცაა ფხალი და ბადრიჯანი ნიგვზით. ყველაზე პოპულარულ კერძებს შორის გამოირჩევა ფლავი, მწვადი, ჩუჩვარა, ლაგმანი და ფახლავა. საშუალოდ ვახშამი ორ კაცზე ჯდება 25 ლარი, ხოლო ტურისტებისთვის და დიპლომატებისთვის ვრცელდება 18%-იანი ფასდაკლება.
რესტორანში იქმნება მშვიდი ატმოსფერო, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დაისვენონ, მოწიონ ნარგილე ან ჩაატარონ შეხვედრა. ყოველ დღე ორშაბათის გარდა აქ შესაძლებელია უყუროთ მუცლის ცეკვას. დაწესებულებაში ტარდება კორპორატიულები და დაბადების დღეები, სადაც სტუმრებისთვის შესაძლოა მოხდეს „ცოცხალი" მუსიკის უზრუნველყოფა.
სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო უკაბელო ინტერნეტითა და პარკირებით. რესტორანი იღებს გადახდისთვის ყველა სახის საბანკო ბარათს. „გრუზბეკი" ღიაა ყოველ დღე დილის 11-დან ბოლო სტუმრამდე.