რესტორანი / ბარი გუსტო

გუსტო

რესტორანი / ბარი
    • ვერა, კოსტავას, 37/39
      • +995 32 290 80 88
    • 11:00 მდე 01:00 (ბოლო სტუმრის წასვლამდე)   ორშაბათი-კვირა

ჩვენ შესახებ

გუსტო

 

თბილის ერთერთ ცენტრალურ რაიონში განლაგებულია ერთერთი ყველაზე სტილური რესტორანი, საკონცერტო დარბაზის ახლომახლო. ეს ადგილი იდეალურად მოუხდება როგორც საქმიან მოლაპარაქებებს ასევე წყნარი ვახშამისთვის ოჯახის წრეში, მეგობრებთან ან მეუღლესთან ერთად.

დაწესებულების მენიუ შედგება იტალიური სამზარეულოს კერძებისგან, სალათების ფართო არჩევანის, ცხელი კერძების, საუკეთესო პიცის და ორიგინალური დესერტების ჩათვლით. სამწუხაროდ მზარეულები აქ არ ამზადებენ პიცას ანჩოუსებით, მაგრამ მის მაგივრად შეგიძლიათ იგემოთ საფირმო პიცა "გუსტო". ყოველდღიურად 11-15 საათამდე შეგიძლიათ შეუკვეთოთ ოთხიდან ერთერთი ნოყიერი ბიზნეს-ლანჩი, რომლების ფასების თამაშობს 12 დან 18 ლარამდე. ბიზნეს ლანჩების შემადგენლობაში შედის სუპები, სალათები, ცხელი კერძები პასტა და ასევე წვენი ან ლიმონათი (არჩევანი თქვენზეა). ასევე რესტორანი "გუსტო" შემოგთავაზებთ კოქტეილების და უალკოჰოლო სასმელების კარგ არჩევანს. დიპლომატებისთვის აქ გათვალისწინებულია ფასდაკლებათა რიგი.

 

დაწესებულების ორი ფართო და ნათელი დარბაზი იტევს ერთდროულად ოთხმოცდაოთხ ადამიანს. თბილი განათება და ელეგანტური ავეჯი ღია ფერის ხისგან ქმნიან რესტორანში მშვიდ ატმოსფეროს, ისევე როგორც მსუბუქი საფონო მუსიკა. სტუმრებს აქვთ საშუალება მოახდინონ ანგარიშსწორება პლასტიქური ბარათის მეშვეობით, ისარგებლონ უფასო Wi-Fi. რესტორან-ბარი არის უბრალოდ მარგალიტი მათთვის ვინც დაიღალა ტრადიციული სამზარეულოსგან და ეძებს კულინარულ მრავალფეროვნებას დედაქალაქში.