ჰანგარი

პაბი

ჩვენ შესახებ

ირლანდიელები - ეს ყველაზე მხიარული და ადვილად ამყოლი ხალხია. ირლანდიიდან 4000 კილომეტრით დაშორებითაც კი, ავთენტური პაბი საქართველოს დედაქალაქის ცენტრში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ ადგილად. შესანიშნავი განლაგება ძველი თბილისის ცნობილ ღირსშესანიშნაობებთან ახლოს იზიდავს აქ დიდი რაოდენობით ტურისტს. აქ შეგიძლიათ იხილოთ მრავალი ბრიტანელი, ამერიკელი და ევროპელი, როგორც წესი საკმაოდ მეგობრულები და საუბრისთვის გახსნილები.

ყველა დასავლეთის სამზარეულოს მოყვარული კმაყოფილია ბარ „Hangar"-ის მენიუთი. ეს ხომ შერეული ირლანდიული , ამერიკული და იტალიური სამზარეულოა. ნამდვილი ხახვის რგოლები, რომელიც ძნელია იპოვო თბილისში, ყველა გემოვნების ბურგერების ფართო არჩევანი, ფახიტასი, ცივი ჩამოსასხმელი ლუდი. ყველა კერძი მზადდება ახალი ინგრედიანტებით, რაც მთავარია, ყოველივე ეს - მისაღებ ფასად.

დაწესებულების მფლობელი - მეგობრული ამერიკელია, რომელიც იღებს უცხოელ სტუმრებს თავის მშობლიურ ენაზე. მომსახურეობა დაწესებულებაში ძალიან თავისუფალია, ამიტომაც ადგილი ითვლება იდეალურად არაოფიციალური ვახშმისა და მეგობრებთან დასვენებისთვის. პარასკევობით აქ შეგიძლიათ მოუსმინოთ ცოცხალ მუსიკას. გარდა ამისა, „Hangar"-ი ხშირად იქცევა სპორტული გულშემატკივრების შეკრების ადგილად: დიდ ეკრანებზე აქ იმართება ტრანსლაციები საერთაშორისო მატჩებისა, რაგბსა და ფეხბურთში. განსაკუთრებით პოპულარულია ეს ადგილი დასავლეთის დღესასწაულებისას, ისეთი როგორებიცაა ჰელოვინი და წმინდა პატრიკის დღე, როდესაც ბარში ეწყობა ხმაურიანი წვეულებები.

უნდა აღინიშნოს, რომ „Hangar"-ი ითვლება ერთ-ერთ იმ მცირე ადგილად დიდი ირლანდიის საზღვრებს გარეთ, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ნამდვილი ირლანდიური პაბი. დაწესებულება მუშაობს ყოველ დღე ბოლო სტუმრის წასვლამდე.