კალა

კაფე
    • ძველი თბილისი, ერეკლე II, 8/10
      • +995 599 79 97 37
    • 10:00 მდე 02:00   ორშაბათი-კვირა

ჩვენ შესახებ


კალა

 გასული წლის 11 ივნისიდან კაფე კალა, თავისი თვალისმომჭრელი განსაკუთრებული ინტერიერითა და ექსტერიერით შევიდა თბილისის ცნობილ კაფეების სიაში. კაფეს განლაგება და დასახელებაც დაკავშირებულია ისტორიასთან. ადრე ადგილს, სადაც ახლა კაფე კალა მდებარეობს ერქვა "კალა უბანი" (კალას რაიონი). ამიტომ მოცემული დასახელება გულისხმობს ამ რაიონის გარშემო მხატვრული შეხედულების აღწერას. რესტორნის ინტერიერის და ექსტერიერის ავტორი იყო გუგა კოტეტიშვილი, რომელიც არის დიზაინის დარგში ერთერთი წამყვანი სპეციალისტი. სივრცე გამოვიდა მყუდრო და თბილი იმ ელემენტების ხარჯზე, რომელიც ავტორმა გამოიყენა.

აქ უნდა აღვნიშნოთ რომ ბევრმა შენიშნა მსგავსება და ბევრს ასოციაცია გაუჩნდა ამ ადგილთან მიმართებაში მოსკოვის არბატის დაწესებულებებთან. ასე თუ ისე ეს ვითარება არის ამ რესტორანის პლიუსი, რადგან სტუმრებისთვის უფრო ადვილი იქნება ქალაქის ტრადიციების მიღება ნაცნობ გარემოში. თუმცა როგორც არ უნდა ემსგავსებოდეს არბატის დაწესებულებებს, ყოველივე ცალკეულს გააჩნია თავისი განუმეორებლობა და თავისი სტილი.

 

კაფე კალაში სუფევს სადღესასწაულო გარემოება, რადგან მოცემული დაწესებულება ავსებულია ცოცხალი მუსიკის ისეთი სტილებით როგორიც არის ჯაზი, ჯაზ-როკი, ბლუზი და სამბა. აქ გამოდიან საქართველოს ცნობილი ანსამბლები და ჯგუფები, და ასევე ამომავალი ვარკვლავები და არტისტები. აქ არის უფასიო Wi-Fi ზონა, მათთვის ვინც ყოვეთვის ქსელში უნდა იყოს. ღვინის მოყვარულთათვის აქ რა თქმა უნდა მოინახება ღვინის ბარათი, რომელშიც თავმოყრილია ქართული ღვინის ყველა სახე.

 

კალას სამზარეულო არის მისი სიამაყე, რადგან აქ მოგაწოდებენ ქართულ დახვეწილ კერძებს, რომლების მომზადებულია პროფესიონალი მთავარი მზარეულის მიერ, რომელსაც გააჩნია მუშაობის დიდი გამოცდილება. ტრადიციული ნაციონალური კერძების გარდა აქ ამზადებენ თანამედროვე ევროპული სამზარეულოს კერძებს. კალა კაფეს პერსონალი არის მეგობრული და მაღალკვალიფიცირებული. მომსახურეობა ბუკვალურად მომენტალურია, ყოველი სტუმარი კმაყოფილი დარჩება, და უდაოდ აქ კიდევ დაბრუნდება.

 

კაფე კალას გააჩნია ყოველივე რასაც კლიენტი ამდაგვარი დაწესებულებისგან მოელის.