ფრანგული საკონდიტრო კაფე La Boulangerie

La Boulangerie

ფრანგული საკონდიტრო კაფე

ჩვენ შესახებ

La Boulangerie, რომელიც ოფიციალურად წარმოადგენს კომპანიას Davigel, ქალაქის ერთ ერთი საუკეთესო ფრანგული საკონდიტროა. გულწრფელი ატმოსფერო, გემრიელი ნამცხვრები, არომატული გამონაცხობი და საუკეთესო ყავა - ამ ყველაფერმა გახადა ის თბილისის მაცხოვრებლებისა და სტუმრების ფავორიტად. უნდა ვაღიაროთ რომ ცნობილი ეკლერების კრუასანების ან ფრანგული შოკოლადიანი ფუნთუშის შეკვეთისას ზოგიერთ კაფეტერიებში, ყოველთვის გულუბრყვილოდ ელოდები რომ ისინი გაკეთებულია იმავე დონეზე რაც საფრანგეთის კაფეტერიებში გაგისინჯიათ, მაგრამ სამწუხაროდ როგორც წესი იმედი გიცრუვდებათ. ტკბილეულის მოყვარულების სასიხარულოდ La Boulangerie არ მიეკუთვნება მათ კატეგორიას.

La Boulangerie ჭეშმარიტად საუკეთესო ადგილია, ფრანგული ნამცხვრების დეგუსტაციისათვის. იქ გამომცხვარ ნამცხვრებს ნამდვილად ფრანგული გემო ახასიათებს. La Boulangerie - ში შეგიძლიათ მობრძანდეთ მეგობრებთან და ბავშვებთან ერთად, მითუმეტეს რომ საკონდიტრო-კაფეტერიის სტუმრებს ხშირად ელოდებათ სასაჩუქრო აქციები და ფასდაკლებები.(ივლისში მოქმედებს 20 პროცენტიანი ფასდაკლება ხილის და კენკრის ნამცხვრებზე). 

შოკოლადის ხილის და კენკრის ნამცხვრებთან დამატებით კაფეს მენიუში არის ნესტლეს ნაყინის ფართო არჩევანი. (არა ნაკლებ 8 სახეობისა), ასევე მსუბუქი სალათები და სენდვიჩები.