მაღაზია სპორტული ფეხსაცმელი 4ALL

4ALL

მაღაზია სპორტული ფეხსაცმელი
    • საბურთალო, პეკინის, 25
      • +995 574 25 44 44
    • 11:00 მდე 21:30   ორშაბათი-კვირა

ჩვენ შესახებ

 მაღაზია "4ALL"-ი, რომელიც 2015 წლის 15 აპრილს გაიხსნა, მდებარეობს ქ.თბილისში, პეკინის ქუჩა #25-ში, სადაც წარმოდგენილია ქალის, ბავშვისა და მამაკაცის სპორტული სტილის ისეთი აღიარებული ბრენდის ფეხსაცმელები, როგორებიცაა: "Adidas" "Yohji Yamamoto" "Nike" "Puma" "New Balance" "Lacosta" "Asics" და სხვა.

 

თავად სახელიც მიანიშნებს, რომ "4ALL"-ში შესაძლებელია ნებისმიერი ასაკის, სქესისა თუ შესაძლებლობის მქონე ადამიანმა შეარჩიოს თავისთვის სასურველი ფეხსაცმელი. პროდუქციის ხარისხი, არჩევანის მრავალფეროვნება, კომფორტული გარემო, მომსახურების მაღალი სტანდარტები, ხელმისაწვდომი ფასი, რომელიც 50-დან 250 ლარის ფარგლებში მერყეობს ის უპირატესობებია, რაც საშუალებას იძლევა კიდევ უფრო გაიზარდოს მომხმარებლის ლოიალურობის და კმაყოფილების მაჩვენებელი.

 

"4ALL"-ის მიმართ მზარდი მოთხოვნის გამო, მომავალი წლიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იგეგმება ქსელის გაფართოება. ასევე ინერგება ონლაინ შოპინგის სისტემა და უახლოეს მომავალში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს სასურველი ფეხსაცმელი სახლიდან გაუსვლელად.

"4ALL"-ი მომხმარებელს ბევრ სურპრიზს, სიახლესა და მუდმივად განახლებად კოლექციას ჰპირდება.