ფეხსაცმელი, აქსესუარები, ტანსაცმელი ალდო

ალდო

ფეხსაცმელი, აქსესუარები, ტანსაცმელი
    • დიდი დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი, 16th kilometre, Tbilisi Mall
      • +995 32 220 15 19
    • 10:00 მდე 22:00   ორშაბათი-კვირა

ჩვენ შესახებ

 ალდო

 ყველასათვის არის ცნობილი ბრენდი "Aldo". მაგრამ ვინ დგას ამ იმპერიის უკან? 
ალდო ბენსადუნი, დღეს ცნობილი როგორც ფეხსაცმლის მსოფლიო გიგანტი, მან დაიწყო თავისი იმპერიის აშენება მონრეალში. ბენსადუნის უკვე მეოთხე თაობა აგრძელებს ტრადიციას რომელიც დაიწყო მათმა ბაბუამ ალდომ (ის იყო მეწაღე ალჟირში მისი მამა კი იყო ფეხსაცმლის გამყიდველი მაროკოში და საფრანგეთში) 
 
ქსელი დაარსდა 1978 წელს მონრეალში. ALDO Group -ის დამფუძნებელი და შემსრულებელი დირექტორი - ალბერტ (ალდო) ბენსადუნი დაიბადა კასაბლანკაში (მაროკო) ებრაელების ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ გადასახლდა შეერთებულ შტატებში, სადაც კორნელის უნივერსიტეტში სწავლობდა, კანადაში გადასახლებამდე. მონრეალში მან დაამთავრა მაკგილის უნივერსიტეტი 1964 წელს, მუშაობდა Yellow Shoes - ში. 
 
სანამ გლობალური კორპორაცია გახდებოდა ( მთელს მსოფლიოში თითქმის 1600 მაღაზია, მეწარმეს ოთხი მარკით, ALDO, Call It Spring/Spring, Little Burgundy და GLOBO), ფეხსაცმელი ალდო იყო ხელმისაწვდომი მხოლოდ ბუტიკებში Le Château (სენ კატრინის ქუჩა, მონრეალი).
 
ისტორია დაიწყო პირველი ბუტიკის დაარსებიდან 1972 წელს. პირველი მაღაზია გაიხსნა 1978 წელს, შემდეგ კი გავიდა 15 წელი სანამ Aldo გადაწყვიტავს მაღაზიის გახსნას საზღვარგარეთ - ბოსტონში. 
 
კანადის, შეერთებული შტატების და ირლანდიის მაღაზიები მიეკუთვნება Aldo Group -ს. სხვა საერთაშორისო ფრანშიზები კი (საფრანგეთი, იტალია) მიეკუთვნებიან ჯგუფ MIM-ს. მისი მიღწევებისთვის ალდო ბენსადუნი დაჯილდოვებულია ქვებეკის ორდენით.