ნაიკი
სპორტული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი
-
-
ვაკე, ჭავჭავაძეს, 48
-
- +995 32 225 21 12
-
11:00 მდე 20:00 ორშაბათი-პარასკევი
-
-
ჩვენ შესახებ
Nike, Inc. - მსოფლიოში ცნობილი ამერიკული კომპანია, წამყვანი მეწარმე დიზაინერი, მარკეტოლოგი და სპორტული ფეხსაცმელის და ტანსაცმელის, სპორტული აქსესუარებისა და მრავალი სპორტის სახეობის და ფიტნესის აღჭურვილობის დისტრიბუტორი, ერთერთი ყველაზე მაღალფასიანი და პრესტიჟული სავაჭრო მარკა სპორტულ ინდუსტრიაში. კომპანიის სათავე ოფისი განლაგებულია ქალაქ ბივერტონთან ახლოს (შტატი ორეგონი). კომპანიის ფილიალები Nike:Converse Inc., შეამუშავებს, აწარმოებს და ყიდის სპორტულ ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და აქსესუარებს. Hurley International LLC - ახალგაზრდული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, აქსესუარები, რომლებსაც საფუძვლად უდევს სპოфრტული ცხოვრების წესი. Cole Haan – დიდებული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები.
ბრენდის ისტორია
1950 – 1959
თავისი პირველი ჩასუნთქვა Nike - მა გააკეთა ორი მამაკაცის წყალობით, რომლებსაც ძალზე მდიდარი ფანტაზია ქონდათ, მათ შეძლეს რევოლუციის მოხდენა სპორტულ მრეწველობაში.
ბილ ბაუერმან - ნაციონლური დონის პატივცემული მწვრთნელი მსუბუქ ათლეტიკაში ორეგონის შტატის უნივერსიტეტში. ის ეძებდა სხვადასხვა საშუალებებს, რომლებიც მისცემდა მის სპორცმენებს კონკურენტულ უპირატესობას. ის მუდმივად ექპერიმენტებს ატარებდა სპორტულ ფეხსაცმელთან.
ფილ ნაით - ნიჭიერი მსუბუქი ათლეტი პორტლენდიდან, საშუალო დისტანციაზე მორბენალი, რომელმაც ინსტიტუტში ჩააბარა 1955 წლის შემოდგომაზე. მონაწილეობდა ბილ ბაუერმანის სპორცმენების ადაპტაციის პროგრამაში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ ბილმა ნაითმა მიიღო სტენფორდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ფინანსურ დარგში. იქედან ის წერილებს წერდა აზიატ მწარმოელებს, რომელშიც ამბობდა რომ ხარისხიანი ბოტასები, რომლებიც კონკურეციის უნარიანები იქნება, და კონკურენციას გაუწევს ავტორიტეტულ გერმანულ ბრენდებს, შეიძლება წარმოებული იყოს იაპონიაში. მაგრამ მისი წერილები პასუხის გარეშე დარჩა. და მაშინ ნაითმა გადაწყვიტა გაერისკა. მან გააკეთა ერთი ცივი ზარი Onitsuka Tiger (დღეს ASICS), კობეში, და დაარწმუნა ფეხსაცმლის მწარმოებელი გაეხადა ის მისი კომპანიის დისტრიბუტორი შეერთებულ შტატებში. როდესაც ფეხსაცმლის პირველი პარტია მოვიდა, ნაითმა რამდენიმე წყვილი ბილ ბაუერმანს გაუგზავნა, იმედოვნებდა მათ გაყიდვას. მარამ თავზარდაცემული დარჩა როდესაც ბაუერმანმა შესთავაზა მას გამხდარიყო მისი პარტნიორი და შეეთავაზებინა მისი სადიზაინერო იდეები TIGER- თვის.
Nike დამაარსებლები ბილ ბაუერმანი და ფილ ნაითი.
1960 – 1969
ჩამოართვეს რა ერთმანეც ხელი ფილ ნაითმა და ბილ ბაუერმანმა დააარსეს Blue Ribbon Sports. ცალკეულმა მათგანმა კომპანიაში ჩადო 500 დოლარი. 1964 წლის იანვარში ისინი შეუდგნენ ფეხსაცმლის პირველი პარტიის რეალიზაციას - 300 წყვილი. ნაითი ყიდდა ფეხსაცმელს პირდაპირ თავისი ავტომანქნის, მწვანე ფერის Plymouth Valiant საბარგულიდან. ბაუერი კი Tiger -ს "ტვინს უდუღებდა", იმის იმედით რომ მათ გაეუმჯობესებინათ სპორტული ფეხსაცმელი.
მან "გადაიბირია" მისი უნივერსიტეტების მორბენალები, რომ ეტარებინათ მისი შემოქმედება ტესტირებისთვის. ფაქტიურად მაშინ შეიქმნა იმის ბაზა რასაც მოგვიანებით ეწოდება Nike. მაგრამ ახლა ბაუერმანი ჯერ კიდევ შრომობს ორეგონის შტატის უნივერსიტეტში, ნაითი კი პორტლენდის საბუღალტრო ფირმაში.
მაგრამ მათ უნდა ემართათ შესაბამისად Blue Ribbon Sports - ის მოთხოვნები, რომელიც უფრო და უფრო იზრდებოდა. კომპანიის მმართველი გახდა ჯეფ ჯონსონი 1965 წელს, რომელსაც ნაითი სტენფორდში შეხვდა. მმართველის სრული სამუშაო დღით, ის ძალიან მალე გახდა ფასდაუდებელი დამაკავშირებელი რგოლი Blue Ribbon Sports და სტარ-აპ კომპანიაში.
ფილ ნაით
ჯეფ ჯონსონ
1970 - 1979: ბრენდ Nike - ის დაბადება.
ჯონსონმა შექმნა პირველი სარეკლამო ბროშურები, ბეჭდავდა განცხადებებს და მარკეტინგულ მასალებს, კომპანიის კატალოგებისთვის აკეთებდა ფოტო სურათებს. ის არის Nike ფეხსაცმლის რამოდენიმე ადრეული ნიმუშის ავტორი, მანვე მოიფიქრა დასახელება Nike 1971 წელს. Nike - სწრად წარმოითქმება "ნაიქი", ეს სახელი მოდის ბერძნული მითოლოგიის, გამარჯვების ქალღმერთის, ნიკის სახელისგან.
ბილ ბაუერმანი
დაახლოვებით ამ დროს გაწყდა ურთიერთობა BRS და Onitsuka - ს შორის. ნაითი და ბაუერმანი მზად იყვნენ გაეკეთებინათ
დამოუკიდებელი ნახტომი. ფეხსაცმლის დისტრიბუტორობიდან საკუთარ სპორტული ფეხსაცმლის ბრენდის პროექტირებისკენ და წარმოებისკენ. მათ აირჩიეს ლოგოტიპი "სვუშ" დღეს მთელს მსოფლიოში ცნობილი. ის იყო შექმნილი პორტლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტის გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტის, ქეროლინ დევიდსონის მიერ. ნაიქის ნიშანი ასახავს ფრთოსანი ქალღმერთის სულს, რომელიც ცივილიზაციის განთიადისას შთააგონებდა ყველაზე თამამ გმირობებზე.
ნაიქის ახალი ხაზის დებიუტი მოხდა 1972 წელს. სწორედ ამ დროს ტარდებოდა შეჯიბრებები მსუბუქი ათლეტიკის სასირბილო სახეობებში, (Track & Field) ქალაქ იუჯინში, სადაც იყო წარმოდგენილი სიახლე. ნაიქის ბოტასების ვაფლისებური ძირის დიზაინი, ანიჭებდა ფეხსაცმელს ძლიერ სიმსუბუქეს (ამ იდეაზე ბაუერმანი შთააგონა მისი მეუღლის სავაფლემ).
BRS -ს სჭირდებოდა სპორცმენი, რომელიც მხარს დაუჭერდა და აიყვანდა ხაზს ახალ დონეზე, და მათ ნახეს ასეთი სპორცმენი. ახალგაზრდა მამაკაცი ზღვისპირეთის ქალაქიდან კუს-ბეი (შტატ ორეგონი) სახელად სტივ პრეფონტეინი. დღეს ეს სახელი ასოციირდება ლეგენდასთან, გრძელი დისტანციების და საშუალო დისტანციების მორბენალი, რომელსაც არ ყავდა ბადალი ამერიიკის შეერთებული შტატების სასირბილო ბილიკზე. მან ცნობადობა მოიპოვა ამერიკის ყველა კუთხე-კუნჭულში, Sports Illustrated ჯურნალების ყდაზე არსებულ მისი ფოტოსურათების წყალობით, და ასევე იმით რომ დაიკავა მეოთხე ადგილი 1972 წელს 5000 მეტრის დისტანციაზე, მიუნხენში. პრეფონტეინი გახდა BRS და Nike -ს განსაკუთრებული ელჩი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ის ხშირად გამოდიოდა BRS - ის სახელით, არეკლამებდა ფეხსაცმელს და უგზავნიდა მათ სპორცმენებს საკუთარი შექების თანხლებით. ტრაგიკულმა სიკვდილმა საავტომობილო კატასტროფაში, 24 წლის ასაკში, 1975 წელს, შეწყვიტა მისი სიცოცხლე, სავსე განათებული იმედებით და მომავალი გამარჯვებებით. ბევრი თვლიდა რომ სიკდილის მომენტისთვის მას არ ყავდა ბადალი. მან დაადგინა შვიდი ამერიკული რეკორდი 2000 მეტრის დისტანციებზე, 10 000 მეტრამდე. ამბობენ რომ პრეფონტეინის ცეცხლოვანი სული აქამდე ცოცხლობს ნაიქში. ნაითს უყვარს იმის გამეორება რომ პრე - არის "ნაიქის მშვინვა".
1980 – 1989
გარდამავალი პერიოდი და ახალი მიძღვნის წლები. 1980 წლებში Nike განიცადა აფრენა Nike Air Max - ის ჩანერგვის გამო. 1980 წლის დასასრულს ნაიქმა დაასრულა თავისი აი-პი-ო (პირველი საზოგადოებრივი განთავსება) და გახდა ოფიციალური კომპანია. ფილ ნაითი გადადგა პრეზიდენტის პოსტიდან, რომელსაც ის წლის განმავლობაში იკავებდა (1983-1984), მაგრამ დარჩა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ და გენერალურ დირექტორად. 1980 შუალედში ნაიქის ლიდერობა სპორტულ დარგში ოდნავ შეირყა. მაგრამ 1985 წელს კრიტიკულ მომენტში ნაიქის პოზიციების გამაგრება შეძლო ახალი ფეხსაცმლის დებიუტმა რომელსაც წარმოადგენდა ნბა ს ახალბედა მაიქლ ჯორდანი.
1987 წელს Nike მოამზადა ძირითადი პროდუქცია და მარკეტინგული კომპანია, რომელიც მოწოდებული იყო აეღორძინებინა სამეწარმეო ლიდერობა და გაეკეთებინა ბრენდის დიფერენცირება კონკურენტებისგან. საკოორდინაციო ცენტრი იყო Air Max. პირველ ბოტასებს ქონდა საჰაერო ბალიში, რომელიც განლაგებული იყო მოდელის ქუსლზე, რომელიც წარმოადგრნდა გამჭირვალე ჰაერით სავსე ბალონს. ეს ფეხსაცმელი გახდა სტილის კლასიკა და ბოტასებს დასახელება მიანიჭეს ინოვაციური ტექნოლოგიის სასახელოდ Nike AirMax. კომპანიას ქონდა სამახსოვრო სატელევიზიო რეკლამის მხარდაჭერა, 1987 წელს მაიქლ ჯორდანის და ჯონ მაქინროის მონაწილეობით. მასში გამოყენებული იყო ბითლზის სიმღერა «Revolution». ერთი წლის შემდეგ იყო გაშვებული ფართო სარეკლამო კომპანია დევიზით «Just do it», ახალგაზრდა და ძალზე პერსპექტიული სპორცმენის ბო ჯექსონის მხარდაჭერით, და ეს სარეკლამო კომპანია დაუჯერებლად პოპულარული გახდა. დღეს ნაიქი ცნობილია როგორც ერთერთი უმნიშვნელოვანესი რეკლამის მიმცემი, რომელიც დიდ აქცენტს აკეთებს ტელერეკლამაზე მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით.
ათწლედის დასასრულს Nike - მა მყარად აღადგინა თავისი პოზიციები მრეწველიბის ლიდერობის სახით, გახდა პირველი და ერთედერთი კომპანია რომელმაც ასეთი სამრეწველო გმირობა ჩაიდინა. ამის შემდგომ მას არასოდეს უარყია ლიდერობა.
1990 – 1999
წარმატებულ გამოშვაბათა რიგზე და მარკეტინგულ კომპანიაზე დაყრდნობით, Nike შედის 1990 წლებში შესანიშნავ შტაბ-ბინაში პორტლენდის გარეუბანში. 1990 წლის ნოემბერში პორტლენდი გახდა სახლი რითეილერი Niketown-თვის, სავაჭრო მოედანი რომელმაც მოიხვეჭა მრავალი ჯილდო არქიტექტურასა და დიზაინში -Retail Awards. ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში გაიხსნა ათზე მეტი მაღაზია Niketown. ამავე დროს ნაიქმა შეიმუშავა ფეხსაცმელი და ტანსაცმელი გოლფის და ფეხბურთის თამაშებისთვის, ამით მან აღნიშნა მიმართულება 1990 წლის შუალედში, რომ სწორედ ამ სპორტის სახეობებში აპირებდა ჭეშმარიტი წარმატების მიღწევას.
1994 წელს Nike მიაღწია შეთანხმება ბრაზილიის გუნდის ნაკრების რამოდენიმე ცალკეულ მოთამაშესთან, რომლებსაც უნდა ეთამაშათ მსოფლიო თასის მათჩებში. 1995 წელს Nike უკვე მთელი გუნდი მოაწერა, და დაიწყო გუნდისთვის განსაკუთრებული ფორმის პროექტირება. Nike ხელი მოაწერა შეთანხმებებს ნაციონალური ფეხბურთის გუნდებთან, მამაკაცების და ქალების გუნდებთანაც, და ასევე მთელს მსოფლიოში ათობით ნაციონალურ გუნდების ნაკრებებთან. 1996 წელს Nike Golf პატიჟებს ახალგაზრდა გოლფის მოთამაშეს სახელით ელდრიქ ტონტ (თაიგერ) ვუდსი, და მისცა მას 5000 000 დოლარი წელიწადში. კონკურენტები დასცინოდნენ და ირონიზირებდნენ კომპანიის ამ "სულელურ" სვლას, სანამ "თაიგერმა" გაიმარჯვა მასტერსი 1997 წელს (სარეკორდო 12 დარტყმა).
2000 - ახლანდელი დრო.
ახალ ათასწლეულში Nike შემოვიდა ფეხსაცმლის ამორტიზაციის ახალი ტექნოლოგიით Nike Shox, დებიუტი სიდნეიში მოხდა 2000 წელს - ეს იყო თხუთმეტწლიანი მიზანმიმართულობის და შეუპოვრობის პერიოდის კულმინაცია. ეს ოქროს სტანდარტია. 2002 წლის კომპანია «Secret Tournament» გახდა ნამდვილად გლობალური საკომპლექსო მარკეტინგული საქმიანობა. განუდგა რა ტრადიციულ ფორმულას «big athlete, big ad, big product» Nike შექმნა მრავალწახნაგოვანი მომხმარებელთა გამოცდილება, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მხარდასაჭერად. «Secret Tournament» აერთიანებდა რეკლამას, ინტერნეტს, საზოგადოებასთან კავშირს, საცალო გაყიდვებს, მომხმარებელთა მოვლენებს...
ეს ახალმი კომპლექსური მიდგომა გახდა ქვაკუთხედი მარკეტინგში და კავშირებში ნაიქისთვის.
და დღესაც კომპანია აგრძელებს ახალი ინოვაციური გზების ძიებას, და ქმნის უცხო შემოქმედებით მეთოდებს, შესანიშნავ სპორტულ საქონელს, და ყოველთვის მზად არის პირდაპირი ურთიერთობისთვის მომხმარებელთან. კომპანია ფართოვდება საერთაშორისო ბაზარის ახალ პირობებში, ითვალისწინებს რა ეკონომიურ ზრდას ისეთ ქვეყნებში როგორც მაგალითად ჩინეთია. 2012 წელს Nike გახდა NFL - ის ოფიციალური სპონსორი.