ფეხსაცმლის მაღაზია Skechers Georgia

Skechers Georgia

ფეხსაცმლის მაღაზია
    • ვაკე, ჭავჭავაძის, 33, Shopping Mall Karvasla
      • +995 599 888 761
    • 10:30 მდე 21:00   ორშაბათი-შაბათი
      11:00 მდე 21:00   კვირა-კვირა

ჩვენ შესახებ

სკეჩერსები

 

სპორტიული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი Skechers იყო წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე 2014 წელს International Corporation ICR - მიერ. 1992 წელს ბრენდი სათავაზობს სპორთულ და საყოველდღეო ფეხსაცმელს პრაქტიკულად ასაკის ყველა კატეგორიას. Skechers - ის საქონელი იყიდება 120 ქვეყანაზე მეტში მთელს მსოფლიოში. Memory Foam, Relaxed Fit, Go Performance - ინოვაციური ტექნოლოგიები რომლის წყალობითაც ბრენდი უშვებს მშვენიერ ფეხსაცმელს რომელსაც ადამიანი ყოველდღე იცმევს და სპორთისთვისაც იყენებს.

 

თბილისში დღესდღეობით არის ორი მაღაზია Skechers.

 

სპორტიული ტანსაცმლის სხვა პოპულარული ბრენდებისგან განსხვავებით, Skechers, რომელსაც დებიუტი ქონდა ოთხმოცდაათიანების დასაწყისში არის ახალბედა სპორტიული ფეხსაცმლის და "ქეჟუალ" -ის სცენაზე. თავისი სათავე ოფისით რომელიც იმყოფება ლოს-ანჟელესში, ბრენდი ცნობილია თავისი თამამი სტილითა და თავისუფალი ფლირტით კულტურის ხალხთან, შოუ-ბიზნესის და კინოს ვარკვლავებთან, რომლებიც არეკლამებენ Skechers - ის საქონელს. სამი ათწლეულის განმავლობაში ის ავიდა დიდ სიმაღლეზე, და შევიდა მსოფლიოში საუკეთესო სპორტიული ფეხსაცმელის ბრენდების ხუთეულში.

 

დაფუძნებული 1992 წელს, Skechers USA, Inc. არის შეერთებული შტატების ფეხსაცმლების კომპანიებთაგან ერთერთი სწრაფად განვითარებადი. ის მთავარ აქცენტს აკეთებს სტილზე "ქეჟუალ" და ორიენტირებულია პირველ რიგში 19-40 წლამდე ასაკის მამაკაცებზე და ქალბატონებზე. 1998 წლიდან კომპანია ამუშავებს დიზაინს, 900 ზე მეტ სხვადასხვა სტილის ფეხსაცმელებს დიდ უნივერმაღრბში, როგორიც არის Macy's, Nordstrom, და ასევე 39 საკუთარ ბუტიკში. სკეჩერსის ფეხსაცმელი იწარმოება ჩინეთის, მექსიკის, ბრაზილიის და რუმინეთის ქარხნებში. ეს აძლევს კომპანიას საშუალებას დახარჯოს შემოსავლის უმეტესი წილი და შემოქმედებითი ენერგია ბრწყინვალე სარეკლამო კომპანიებზე. ეს არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგია, რომელიც აძლევს კომპანიას წარმატებისა და ზრდის საშუალებას, და ასევე მისი არსებობის მანძილზე პოზიციების დაუთმობლობის საშუალებას.

 

1990 წელს ახალგაზრდა ამერიკელ გოგონებს შორის გაყიდვის ჰიტი იყო LA Gear (L.A. Gea) -ს პროდუქცია, რომელიც ეკუთვნის მის შემქმნელს, ვეტერანს საცალო გაყიდვების სეგმენტში, რობერტ გრინბერგს. დაფუძნებული 1979 წელს ლოს-ანჟელესის ფეხსაცმლის კომპანია LA Gear, 1990 წლებში კრეფდა 900 მილიონ დოლარს გაყიდვებზე ნეონის კეტების წყალობით. ისეთი შთაბეჭდილება იბადებოდა თითქოს ვერაფერი დაანგრევს მათ წარმატებას და ურყევ მდგომარეობას დარგში. მაგრამ რამოდენიმე მცდარი ნაბიჯების შემდგომ LA Gear - მა დაიწყო პოპულარობის დაკარგვა. 1992 წელს რობერტ გრინბერგი თავისი ვაჟიშვილის ერთად დარჩა უმუშევარი და იძულებული იყო დაეტოვებინა კომპანია რომელიც მან თვითონ შექმნა.

 

 

საცალო გაყიდვების სამყაროს ცვალებადობამ ვერ შეაშინა გრინბერგი. თავისი კარიერა მან დაიწყო სამოცდაათებში როდესაც ყიდდა პარიკებს ბოსტონის სილამაზის სალონებში. სამოცდაათიანებში ის გადაირთო დიზაინერული ჯინსების იმპორტზე Filene's და Jordan Marsh ის უნივერმაღებისთვის. სამოცდაათიანების მიწურვისას ის გადავიდა ლოს-ანჟელესში, სადაც დააფუძნა სასრიალო ციგურების მაღაზიების ქსელი. ამგვარად მან გააკეთა პირვრლი ნაბიჯი ფეხსაცმლის მრეწველობაში.

მისი პირველი დიდი წარმატება მოვიდა 1982 წელს, როდესაც გრინბერგმა მიიღო ფილმი "უცხოპლანეტელის" სახის ლიცენზია. ეს სტივენ სპილბერგის ფილმია. მისი წარმატება მოვიდა ფეხსაცმლის ზონრებზე, რამაც მოუტანა 3 მილიონი დოლარი ორ თვეზე ნაქლებ მანძილის განმავლობაში. გრინბერგმა მოიპოვა საცალო გაყიდვების სფეროში ურყევი გავლენა, რა თქმა უნდა იმის გათვალისტინებით რომ მან დააარსა LA Gear.

 

გრინბერგმა LA Gear - დან წასვლის შემდგომ 1982 წელს, ხელათვე დააარსა Skechers. თავდაპირველად იგულისხმებოდა რომ კომპანია გახდება Dr. Martens -ის საკულტო ფეხსაცმლის დისტრიბუტორი. მაგრამ წელიწადის განმავლობაში გრინბერგი ფოკუსირდება საკუთარი ბრენდის შექმნაზე და მარკეტინგზე. იყენებდა რა LA Gear - ში მოგროვებულ გამოცდილებას, მან დაიწყო Skechers - ის მარკეტინგი, რომელიც პირველ რიგში იყო ორიენტირებული ახალგაზრდა პუბლიკაზე. თუმცა ამჟამად აქცენტი იყო გაკეთებული LA Gear - ისგან განსხვავებით, არა ქალბატონების სპორტიულ ფეხსაცმელზე, არამედ მამაკაცების "ქეჟუალ" სტილზე. მიუხედავად იმისა რომ ნაიქები მტკიცედ იდგნენ მამაკაცის სპორტიული ტანსაცმლის წარმოების პოზიციაზე, არ იყო არც ერთი მსხვილი კომპანია რომელსაც მაშინ შეძლებოდა გაეწია კონკურენცია სკეჩერსისთვის, "ქუჩის" ფეხსაცმლის სეგმენტში. ამან მისცა გრინბერგს შესანიშნავი საშუალება შეექმნა და განევითარებინა ბაზარზე ახალი ზრდადი ნიშა.

იმის გარდა რომ სკეჩერსი არის 1992 წელს Dr. Martens boots უმსხვილესი დისტრიბუტორი, მას ასევე ეკუთვნის ბრენდი Cross Colours, რომელმაც დაეხმარა მას დაეჭირა მტკიცე ადგილი "ქუჩის ტანსაცმლის" საცალო გაყიდვების რუკაზე. ასევე მას ეკუთვნოდა Karl Kani და So. ...

 

მიუხედავად იმისა რომ ამ სამი ბრენდის პროდუქცია სარგებლობდა მომხმარებლის დიდი მოთხოვნით, გრინბერგი ხედავდა უფრო დიდ ფინანსურ შესაძლებლობებს საკუთარი ლეიბლის განვითარებაში. მან გააკეთა ყველა თავისი რესურსების კონსოლიდაცია იმისათვის რომ დაფოკუსირებილიყო სკეჩერსებზე. 1995 წელს, მან შეწყვიტა Karl Kani და So. გამოშვება. ...რამოდენიმე წლის შემდეგ კი წარმოებიდან მოხსნა Cross Colours - იც.

 

წელიწადის განმავლობაში სკეჩერსი აწერს სალიცენზიო მოლაპარაკებას R. Griggs Ltd., ინგლისურ ფირმასთან- რომელიც აწარმოებდა Dr. Martens boots. მაგრამ ორმა კომპანიამ წაიჩხუბა, სკეჩერსმა დაადანაშაულა R. Griggs Ltd. რომ ის ვერ ასრულებდა მის შეკვეთებს ყველაზე პოპულარულ საქონლის მიმართებაში. სკეჩერსმა სარჩელი შეიტანა მის წინააღმდეგ მოლაპარაკების დარღვევისთვის, რის შემდგომაც წამოვიდა საპირდაპირო სარჩლები. 1993 წლისთვის სულ ერთი წლის შემდგომ რაც ორმა კომპანიამ ჩამოაყალიბა პარტნიორობა, სკეჩერსი უკვე აღარ იყო Dr. Martens -ის დისტრიბუტორი. გადარჩენისთვის მხოლოდ საკუთარი თავის და მისი ბრენდის იმედი უნდა ქონოდა.

პირველი დიდ გრღვევა საკუთარი ლეიბლით მოხდა 1993 წელს, ისეთი დიზაინის შეყვანით რომელიც ცნობილია როგორც "Chrome Dome". მოდელი მიმზიდველი როგორც მამაკაცებისთვის ასევე მანდილოსნებისთვის, რომელიც ძალზე მოთხოვნადი გახდა იმის გამო რომ ახალგაზრდებს შორის პოპულარული იყო სტილი გრანჟი. მოკლე ყელიანი ჩექმები "Chrome Dome" იყო დამზადებული ძალზე გულმოდგინედ, ხარისხიანად, და შესანიშნავად გამოიყურებოდა მოხარშულ ჯინსებთან შერწყმაში და გახეულ ჯინსებთანაც ასევე, ეს ჯინსები ძალზე პოპულარული იყო იმ დროს. ასეთი კომპლექტი იდეალურად ასახავდა მაგარ ანდროგინურ სახეს. დიზაინმა "Chrome Dome" აჩვენა კომპანიას თუ როგორი აუცილებელია იყო გათვითცნობიერებული ახალგაზრდა მომხმარებლების უპირათესობებში რომელბის ტენდენციების სწრაფად იცვლება. მოდელი ძალიან მალე გახდა ბესტსელერი ისეთ მაღაზიებში როგორიც არის Foleys და Nordstrom.

1995 წელს სკეჩერსი იყო მტკიცე, განვითარებადი კომპანია, რომელშიც აისახებოდა გენერალური დირექტორის რობერტ გრინბერგის და კომპანიის პრეზიდენტის მაიკლ გრინბერგის მრავალწლიანი რიტეილერული გამოცდილება.

 

ამავე წლის მარტის თვეში კომპანია იყო მზად გაფართოვებისთვის და მოაწერა ლიცენზიური ხელშეკრულება კომპანიებთან Genova Incorporated და Signal/American ახალგაზრდული ტანსაცმლის ქეჟუალის სტილში წარმოების ხათრით. მარკა სკეჩერსის ქცვეშ შექმნილი, სამოსი იყო ორიენტირებული იმავე კლიენტურაზე რომელიც იცვამდა კომპანიის ფეხსაცმელს - სტილური, კომფორტული, გამძლე. ტანსაცმლის ასორტიმენტი აერთიანებდა პირველ როგში ფლისის ტოპებს, მაისურებს, ჯინსებს რომლებიც იყიდებოდა მსხვილ უნივერმაღებში და მაღაზიებში. (ტანსაცმელი იწარმოებოდა საზღვერგარეთ და ქვეყნის შიგნით Genova Incorporated და Signal/American). ორი წლის შემდეგ სკეჩერსმა გააფაეთოვა კლიენტების ბაზა საზღვარგარეთის ბაზარზე გასვლის მეშვეობით.

 

1997 წლიდან კომპანია ყიდდა ფეხსაცმელს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სადაც სხვათაშორის აწარმოებდნენ სკეჩერსის პროდუქციის უმეტეს ნაწილს. ამ დროს კომპანია ყიდდა ფეხსაცმელს ასევე აღმოსავლეთ ევროპაშიც. თავიდანვე კომპანია ინარჩუნებს ლიდერობას მსოფლიო ბაზარზე იმის წყალობით რომ ფხიზლად აკვირდება ახალგაზრდული მოდის ახალ ტენდენციებს. 1998 წლისთვის დაარსებიდან სულ რაღაც ექვსი წლის შემდეგ, სკეჩერს აქვს 2200 ანგარიში, Genesco Federated, the May Company, Dayton-Hudson, Dillard's, Nordstrom, Woolworth Corporation, Foot Action, Finish Line ჩათვლით. გახსნილია ოცდაათზე მეტი მაღაზია, თუმცა კომპანია კვლავ ფოკუსირებლია ნაციონალურ უნივერმაღებში გაყიდვებისგან შემოსავალზე.

პროდუქციის მოთხოვნილება იყო ფრიად მაღალი, მაგრამ სკეჩერსი არაჩვეულებრივ გადაწყვეტილებას ღებულობს, ანუ აჩერებს ახალი ანგარიშების გახსნას და მთელს ძალისხმევას მიმართავს ხარისხის კონტროლზე და გაფართოვებაზე. იმის ჩათვლით რომ კომპანიამ უკვე დატოვა თავისი წაუშლელი კვალი მანდილოსნების ფეხსაცმელში, ის აქტიურად აფართოვებს ქალბატონების ტანსაცმლის ხაზს, ფანკ ხაზს, სანდალები მაღალ "პლატფორმაზე", და ჩექმები რომელიც არა მხოლოდ მოზარდებს მოეწონებათ არამედ დიდი ქალაქების მაცხოვრებლებსაც. თავისი ახალი ხედვით ქალბატონების ფეხსაცმელზე, და საბავშო ხაზის შექმნით საპროექტო ჯგუფმა გაზარდა ფეხსაცლის წარმოება 600 სტილიდან 900 მდე სულ ერთი წლის განმავლობაში.

1998 წლის აპრილის თვეში კომპანიას უკვე შეეძლო დაენახებინა რომ აქვს უნარი გაუწიოს კონკურენცია ისეთ მძიმეწონიან ფირმებს როგორიც არის ნაიქი და რიბოქი. კონგრესცენტრში World, ატლანტაში, (რომელიც ადრე ნაიქს ეკავა) იყო აღებული იჯარით უდიდესი საგამოფენო მოედანი. ეს სივრცე იყო გამოყენებული საინტერესო სპორტიული ფეხსაცმლის დემონსტრაციისთვის, რომელშიც აისახა თანაბრად ყველა ახალგაზრდული დინება, ჰიპ-ჰოპი, ქუჩის ტანსაცმელი და სპორტიული ტანსაცმელი. სკეჩერსის ექსპოზიცია გახდა უდიდესი გამოფენაზე იმ წელიწადში. კომპანიამ დახარჯა ორი მილიონი დოლარი სინათლის შოუზე, მოცეკვავეებზე. მოდელებზე, რომლებიც ატარებდნენ სკეჩერსის პროდუქციას, ვიდეოეკრანებზე რომლებიც აჩვენებდა სკეჩერსის ლოგოტიპს.

საინტერესო ის არის რომ იმ წელიწადში ნაიქი არსად გამოჩენილა. აშკარა იყო რომ მის წარმოებაში აქცენტების გადაადგილება ხდებოდა სპორტიული ფეხსაცმლისგან სასტილო ფეხსაცმელზე. სკეჩერსი კი აწარმოებდა მეტწილად სპორტულ ფეხსაცმელს. სკეჩერსი არ მალავდა იმას რომ სპორტული ფეხსაცმელი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა მომხმარებლებს შორის. ათწლეულის დასასრულს სკეჩერსი წარმოუდგენლად ცნობილი კომპანიაა ფეხსაცმლის მრეწველობაში, რომელსაც აქვს უდიდესი, ფეხსაცმლის პორთფოლიო და ნაირგვარი სტილის მამაკაცის ქალების და ბავშვების ტანსაცმლის პორტფოლიო. 1998 სექტემბერში ის იყო უკვე საკმაოდ წარმატებული იმისათვის რომ შეეთავაზებინა Macy's - თვის აეღო იჯარით საკუთარი სივრცე ნიუ-იორკის ცენტრალურ უნივერმაღში. სკეჩერს, ქონდა რა საკუთარი საშუალო ზომის ბუტიკი ამდაგვარი უნევერმაღის მიდამოებში, იყო რეზერვირებული ისეთი გიგანტებისთვის როგორებიც არიან Coach და Fendi.

ასეთი დაუჯერებელი წარმატებებისა და გაყიდვების გამო, რომლებიც სულ უფრო და უფრო იწევდა ზემოთ, კომპანია შეხვდა გაუთვალისწინებელ პრობლემებს. მათი ცნობადობისა და პოპულარობის გამო მათ გაუჩნდათ ბევრი მიმბაძველი რაც საფრთხეს უქმნიდა კომპანიის შემოსავალს. თავისი ლეიბლის და დიზაინის ორიგინალის დასაცავად სკეჩერსმა დაიკავა პრო-აქტიური აგრესიული ტაქტიკაც კი. ნათელი იყო რომ კომპანია არ აპირებდა თავისი ნოვატური როლის დათმობას საცალო გაყიდვების დარგში, და რომ მას შეუძლია იბრძოლოს რათა შეინარჩუნოს ის. 1998 წელს იყო შეტანილი ორი სარჩელი Candies და Payless Shoe Source წინააღმდეგ, სკეჩერსის ორიგინალი დიზაინის კოპირების გამო.

 

კომპანია დასაწყისშივე მიყვებოდა ინოვაციურ, ძალზე აქტიურ მარკეტინგის პოლიტიკას. ამდაგვარი პოლიტიკა იყო შემუშავებული უმეტესწილად რობერტ და მაიქლ გრინბერგების მიერ, სწორედ ის იყო დიდი წარმატების და სწრაფი განვითარების მნიშვნელოვანი შემადგენელი. Footwear News ინტერვიუში მაიქლ გრინბერგმა თქვა: "თუ ჩვენ მარკეტინგზე ვხარჯავთ წელიწადში მილიარდ დოლარს ეს არ არის ზედმეტობა. ბრენდის შექმნისთვის არ არსებობს საზღვრები". სკეჩერსი ყიდულობს სატელევიზიო რეკლამას და ძალზე ბევრ სივრცეს მასმედიაში (განცხადებები მოდურ ჟურნალებში და პერიოდულ გამოცემებში)ისინი ხარჯავენ კონკურენტებთან შედარებით გაცილებით მეტს. ინოვაციური სარეკლამო კომპანიები სთავაზობდნენ უსასყიდლოდ პეიჯერებსა და ბარათებს თავის კლიენტებს. რეკლამაში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი ადამიანები როგორიც არიან ბრიტნი სპირსი და კიმ კარდაშიანი.

კომპანიის წარმატების შემდგომ რომელიც მოხდა 1998 წელს, გამოფენაზე ატლანტაში, როდესაც სკეჩერსმა გადააქცია გამოფენა ღამის კლუბად, უფრო მეტად ვიდრე ექსპოზიციურ მოედნად, კომპანიამ ჩამოაყალიბა პარტნიორობა Nordstrom და Sprint - თან, იმ გაფართოვების გამო რომელიც ორიენტირებულია მოზარდებზე.

უფროსმა გრინბერგმა მისი უზარმაზარი გამოცდილებით საცალო გაყიდვის სფეროში კარგად იცის, რომ მიუხედავად პროდუქტის ხარისხისა და ორიგინალობისა, ძალზე რთულია მისი გაყიდვა და მთავარია რომ ვერ იცოცხლებ ამ მუდმივ კონკურენტთა ბრძოლაში. კომპანიის მარკეტინგს კარგად ასახავს ფრაზა რომელიც თავად გრინბერგებმა მოიფიქრეს «Unseen, untold, unsold», რაც დაახლოვებით ნიშნავს არ დანახული, არ მოყოლილი, არ გაყიდული.

 

მათი ძირითადი კონკურენტები არიან Nike, Inc.; R. Griggs Ltd.; The Timberland Company.