ისთ ფოინთი
-
-
სამგორი, თვალჭრელიძის, 2
-
- +995 322 93 00 07
-
10:00 მდე 22:00 ორშაბათი-კვირა
-
-
ჩვენ შესახებ
კახეთის გზატკეცილზე საქართველოში ყველაზე მასშტაბური სავაჭრო და გასართობი ცენტრი "ისთ ფოინთი" გაიხსნა. ობიექტი საზეიმოდ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ გახსნეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცენტრში სპეციალური გასართობი პროგრამა, გათამაშებები, სიურპრიზები და აქციები მოეწყო.
"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ჩვენს დედაქალაქს გრანდიოზული, ახალი ობიექტი შეემატა. "ისთ ფოინთში" სასიამოვნო გარემო და ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ აქ მოსული ადამიანი გაერთოს და დაისვენოს. რაც უფრო მეტი ასეთი დიდი პროექტი განხორციელდება ჩვენს ქვეყანაში, ეს მით უფრო მისასალმებელია", – განუცხადა ჟურნალისტებს ცენტრის გახსნის შემდეგ კახა კალაძემ.
საღამოს საზეიმოდ ნინო ქათამაძე და ჯგუფი "ინსაითი" დახურავს, ასევე დაუკრავს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
საზეიმო გახსნამდე გუშინ, მედიის წარმომადგენლებისთვის, ცენტრის გარშემო საინფორმაციო ტური გაიმართა.
როგორც "ისთ ფოინთის" მარკეტინგის დირექტორმა, თეიკო ლომინაძემ განაცხადა, "ისთ ფოინთი" იქნება დასვენების, შოპინგის და გართობის ქალაქი. მისი თქმით, სტუმრებს სთავაზობენ 150-ზე მეტ დასახელების ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების მაღაზიას.
85,000 მ2-ზე განლაგებულ საერთაშორისო სტანდარტების მქონე კომპლექსში განთავსებულია კავეას 10 კინო დარბაზი და რეგიონში პირველი IMAX ტექნოლოგიის კინო, 12-ხაზიანი პროფესიონალური ბოულინგი კონცეპტუალური კაფე & რესტორნით, რეგიონში ყველაზე დიდი "ზარა", "მანგო", "მასიმო დუტი", "სტრადივარიუსი" და "ბერშკა", პირველი DIY (Do It Yourself) ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ყველაფერს სახლისა და რემონტისათვის. ასევე კვების ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორიც არის "მაკდონალდსი", "ვენდისი", "დანკინ დონატსი". ასევე იხსნება მსოფლიოში ცნობილი ბრენდების, "დეფაქტო", "გლორია ჯინსისა" და "ინგლოტის" პირველი მაღაზიები საქართველოში. საერთო ჯამში, "ისთ ფოინთი" მომხმარებელს 150-ზე მეტ ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიას და სწრაფი კვებისა და რესტორნების ფართო არჩევანს სთავაზობს.
"ისთ ფოინთის" მიერ დანიშნულია უფასო ტრანსპორტი, რომელიც ყოველდღე, 15 წუთის განრიგით სამგორის მეტროდან (ზედა გასასვლელი) – "ისთ ფოინთის" მიმართულებით იმოძრავებს. ასევე დამატებულია რუსთავი – "ისთ ფოინთი" სპეციალური მიკროავტობუსი.
წლის ბოლომდე "ისთ ფოინთში" გაიხსნება ჰიპერმარკეტი კარფური, 3,500 მ2-ზე განთავსებული ბავშვთა გასართობი ცენტრი "ფოკუს-მოკუსი", რომლის ანალოგი რეგიონში არ არსებობს, ელექტროტექნიკის დიდი მარკეტი, სადაც საქართველოში ყველა წამყვანი ოპერატორი ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი და ახალი, თანამედროვე 3,500 მ2-ზე განთავსებული ავეჯის იტალიური ბრენდი.
პროექტს Quadrum Global-ი ახორციელებს, რომელიც საქართველოში ოპერირებს მისი შვილობილი კომპანიის – შპს CBD Development-ის სახელით. "ისთ ფოინთის" საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. პროექტის ფარგლებში 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.