სამკურნალო–გამაჯანსაღებელი კურორტი ნუნისი

ნუნისი

სამკურნალო–გამაჯანსაღებელი კურორტი
    • საბურთალო, ცინცაძის, 79
      • +995 32 247 52 02,
      • (790) 22 55 80,
      • (599) 22 55 80,
      • (+995 32) 32 99 32

ჩვენ შესახებ

გამაჯანსაღებელი და ბუნების სილამაზით სახელგანთქმული ბალნეოლოგიური კურორტი ნუნისი, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში, ლიხის ქედისმთისწინეთში, ზღვის დონიდან 900 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. კურორტს კვეთს მდინარე ნუნისის წყალი.

 

კურორტი არსებობს 1856 წლიდან. ნუნისი ოდითგანვე ცნობილია სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური (ბალნეოლოგიური) წყლებით. აქ დასვენება განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც კანისა და ნერვულ ნიადაგზე გამოწვეული დაავადებები აწუხებთ. აქ შესაძლებელია ზვარეს მინერალური წყლის დალევაც. ზვარეს წყალი ასევე სამკურნალოა და ის დაბალ მჟავიანობას აბალანსებს.

 

გაზაფხულზე, ფიჭვებისა და ნაძვების ყვავილობის დროს, ნუნისის ჰაერს საოცარი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს, ამ დროს ჰავა დამათრობელია. ნუნისის ჰავა განსაკუთრებით მარგებელია ფილტვებისა და ბრონქებისათვის.

 

ყველაზე კარგი დრო გამაჯანსაღებელ სანატორიუმში დასასვენებლად ჩამოსვლისთვის არის გვიანი გაზაფხული ზაფხულის დასაწყისი. მაგრამ მინერალური წყლების ეფექტურობა არ არის დამოკიდებული ჰავის ტემპერატურაზე, ამიტომ იმერეთის ამ უნიკალური ადგილის მონახულების ყოველ მსურველს შეუძლია ჩამოვიდეს აქ ნებისმიერ დროს.