პროცედურა "ექიმი თევზები" ("გარა რუფაა") Fish Spa

Fish Spa

პროცედურა "ექიმი თევზები" ("გარა რუფაა")
    • ვაკე, ფალიაშვილის, 6
      • +995 22 214 80 904,
      • +995 599 267 367
    • 10:00 მდე 19:00   ორშაბათი-კვირა

ჩვენ შესახებ

 ფიშ-სპა


პროცედურის დროს კლიენტები ფეხებს უშვებენ მტკნარ და თბილ წყლიან აკვარიუმში, რომელშიც დაცურავენ ათობით უკბილო თევზები. ისისნი რბილად აღრღნიან აქერწლილ და მკვდარ კანს. როგორც ამბობენ ამ პროცედურის შემდეგ თავს გრძნობ გამხნევებულად და ჯანმრთელად. 

გარრა რუფა - ასევე ცნობილი როგორც ექიმი თევზი - საოცარი თევზია. მისი ბინადრობის გარემო არის ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აღმოსსავლეთის წყაროები, ძირითადად თურქეთში, ირანში, ერაყში, და ომანში. 

პედიკურ გარრა რუფას აქვს დადებითი და ადამიანის გამოცდილებით გამოცდილი ისტორია. არც ისე დიდი ხნის წინ თურქეთში იყო მიღებული ზომები ამ თევზის საპასუხისმგებლო ექსპორტის მიმართებაში, რაც არ დაუშვებს ამ უნიკალური თევზის ჭარბ დაჭერას. თურქეთის მაცხოვრებლებმა იცოდნენ ამ თევზის სამკურნალო და კოსმეტიკური თვისებები, სანამ მეცნიერები მას სახელს მიანიჭებდნენ. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან დაწყებული, ქვეყნის სხვადასხვა რაიონებიდან მოდიოდნენ ეგზემით და ფსორიაზით დაავადებული ხალხი იმ წყაროებთან სადაც ეს თევზი იყო. დღეს გარრა-რუფუ ინტეგრირებულია სანატორულ-კურორტულ მკურნალობაში, სადაც ის იკვებება ფსორიაზით დაავადებული ადამიანის კანით. 

1959-1960 წლებში აშენდა რამდენიმე კურორტი რომლებიც არეკლამებდნენ თავის ახლო მდებარეობას იმ წყაროებთან სადაც არის ექიმი-თევზი. მთელ მსოფლიოდან თურქეთში გაექანენ ტურისტები სპეციალურად ფსორიაზის განსაკურნებლად. არცერთი საცხებელი და სანელებელი არ ეხმარება ადამიანს ისე როგორც ექიმი თევზი: შვება ფსორიაზის სიმფტომებისას, გაღიზიანებისას, ქავილისას და კანის გაწითლებისას. 
თურქეთის და მისი მეზობელი ქვეყნების გარეთ, აზიატური ქვეყნები იყვნენ პირველები ვინც დაიწყო ექიმი თევზის ექსპორტი სპა სალონებში და სილამაზის სალონებში გამოყენებისთვის. აღმოსავლურ კულტურებისთვის სილამაზის და ჯანმრთელობის საკითხებში ბუნებრივ გადაწყვეტილებებს ყოველთვის ქონდა პრიორიტეტული მნიშვნელობა.

ფიშ-სპა თერაპია სთავაზობს ბევრ შესაძლებობებს. გარრა-რუფა ასტიმულირებს სისხლდენას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აცილებს ბაქტერიებს, არასასიამოვნო სუნს, შველის მიკოზის დროს. ნათქვამია რომ ფეხის კანი მკურნალობის შემდეგ ხდება რბილი და გლუვი. გარდა ამისა თევზი ასტმულირებს აკუპუნქტურულ წერტილებს, ნერვიული სისტემის დარეგულირებაში ეხმარება, საერთო განტვირთვას ანიჭებს სხეულს. 

იმის წინ სანამ კლიენტი დააპირებს აკვარიუმში, სადაც გარრა-რუფა დაცურავს, ფეხის ჩადებას, გათვალისწინებილია ჰიგიენის ერთგვარი ზომები. კოსმეტოლოგი ამოწმებს კლიენტის ფეხებს, მათზე არ უნდა იყოს ღია ჭრილობები ან რაიმე ინფექცია, რათა არიდებული იყოს რაიმე დაავადების გადადების რისკი. ყველაზე ნაკლები 24 საათი უნდა მოიცადოს ადამიანმა დეპილაციის ან ფეხის გაპარსვის შემდგომ, სანამ ამდაგვარ პოცედურას მიიღებს. წყალი აკვარიუმებში იცვლება რეგულარულად, გამოიყენება უფ-ფილტრები (ერთერთი ყველაზე ეფექტური ბაზარზე), რათა გაიწმინდოს წყალი მიკროორგანიზმებისგან.