სტილი Hugo Boss

დღეს არავის აკვირვებს ის ფაქტი რომ ქალბატონებმა "გახადეს" მამაკაცებს და უდიდესი სიამოვნებით ჩაიცვეს პერანგები Hugo Boss , რამეთუ ის არის მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი. გერმანული კომპანია გვთავაზობს ნაირგვარ კოლექციებს , ჩასაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებსა და სუნამოებს. Hugo Boss ის პერანგები და მაისურები პოპულარულია მამაკაცებს შორის, ქალბატონებს კი მაგნიტივით მიიზიდავს თავისკენ, მისი დიზაინის მაღალი ხარისხის და ელეგანტურობის გამო. 
 
სტილი Hugo Boss
 
Hugo Boss არის "მძიმე წონა" მოდური სამოსის სამყაროში. განსაკუთრებული ყურადღება ეკუთვნის პერანგებს, რადგან ისინი გათვალისწინებულია ყოველნაირ გემოვნებაზე. პერანგების ერთ ერთ სტილს ქვია Hugo Boss Clifford Shirt – ბამბის პერანგი, რომელიც მოუხდება ნებისმიერ სიტუაციას და რაც მთავარია მოსავლელად ძალზე ადვილია. 
 
არსებობს Hugo Boss - ის პერანგების ორი ლეიბლი - Orange და Black. ლეიბლ "Black" – ს ახასიათებს რთული კლასიკური სტილი. ლეიბლ "Orange "არის სპორტული, უფრო მსუბუქი სტილი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში "ბლექიც" და "ორინჯიც" ეს არის პერანგების უდიდესი ნაირფერობა. გრძელი და მოკლე სახელოებით, განკუთვნილი განსაზღვრული დასაქმიანობისთვის, ოფიციალური და ა შ. 
 
სტილი Hugo Boss
 
ძირითადი ქსოვილები რომელიც გამოიყენება პერანგების შესაკერად არის ბამბა და ტილო. Black Hugo Boss პერანგები როგორც წესი ერთი ფერისაა (ლურჯი, ფირუზის ფერი, ვარდისფერი, შავი, ბეჟი,იის ფერი,კლასიკური შავი და თეთრი ფერი). Orange Hugo Boss ისთვის დამახასიათებელია ყველა სიგანის ზოლები, მაგრამ არა აუცილებლად. 
 
სტილი Hugo Boss
 
კაბებსა და პერანგებს გააჩნიათ ერთგვარი გამანსხვავებელი დეტალები, როგორიც არის სამკერდე ჯიბე, კნოპები, სამაჯე. ერთი რამ არის უდავო, ყოველი მამაკაცი და ყოველი მანდილოსანი შეძლებს აირჩიოს თავისთვის პერანგი ან კაბა რომელიც გახდება "მისი".
 
არაოფიციალური შეხვედრებისთვის ან სასეირნოთ გასასვლელად შესაძლებელია ავირჩიოთ პერანგები ან მაისურები - პოლო. პოლო პერანგების ყველაზე პოპულარული ფერებია შაბიამნის ფერი, ბეჟი, ცისფერი, შავი, თეთრი და ფორთოხლის ფერი. მისაწვდომია ორ ლეიბლში Orange და Green, რომლებიც ასევე იცვლება სტილის მიხედვით. V -სებური საყელო, მრგვალი საყელო, უსაყელო, დაუგვირისტებელი კიდეებით. 
პოლოს პერანგები და მაისურები ძირითადად ასი პროცენტიანი ბამბის ქსოვილისგან იკერება, ზოგიერთ შემთხვევაში 5 % ელასტანის დამატებით. 
 
სტილი Hugo Boss
 
არა ნაკლებ საყვარელი არის მომხმარებლებისთვის მაისურები - Hugo Boss Orange, Hugo Boss Athletic და Hugo Boss Basics.
სტილი Hugo Boss