ნინო ყიფშიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

 

ნინო ყიფშიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

3 დეკემბერს, 18:00 საათზე გალერეა „ბაია“ ნინო ყიფშიძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. დამთვალიერებელს საშუალება ექნება, ხელოვანის ქსოვილებსა და აპლიკაციებში შესრულებული ნამუშევრები იხილოს. ნინო ყიფშიძის საგამოფენო სივრცე „ბაია“ გალერეაში 13 დეკემბრამდე დარჩება.