ქართული იარაღ-საჭურველი
ექსპოზიცია „ქართული იარაღ-საჭურველი" დამთვალიერებელს აცნობს XVII საუკუნიდან XX საუკუნის მეორე ნახევრამდე ქართული იარაღის სახეობების მნიშვნელოვან ნაწილს. ყურადღება გამახვილებულია იარაღის განსაკუთრებით გავრცელებულ სახეობებზე, რომლებიც ქართულ-კავკასიური ტექნოლოგიით არის დამზადებული.

გამოფენაზე წარმოდგენილია 150-ზე მეტი ეთნოგრაფიული ექსპონატი, რომლებიც სხვადასხვა დროს შემოვიდა მუზეუმის ფონდებში, ესენია: ხმლები, ხანჯლები, თოფები, დამბაჩები და სხვადასხვა სახის შემტევი და თავდასაცავი იარაღის უმნიშვნელოვანესი კოლექცია.

ექსპოზიციაზე მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ასევე მეფე-მთავართა მემორიალური ტიპის ექსპონატებსა და მე-18 საუკუნის თბილისში ჩამოსხმულ ზარბაზანს.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი 3.