სტილი მოდერნი თბილისში
ქალაქში კულტურული ექსკურსიის ჩატარებისას, უდაოდ შეგიძლიათ შემოიაროთ და დაათვალიეროთ მისი ყველა ძირითადი ღირსშესანიშნაობა, რომელიც აღნიშნულია საგზურში, მაგრამ გარკვეულ დონეზე ეს იქნება ზედაპირული შეხედვა. საგზურებში ხომ ვერ ნახავ ხსენებას ზოგიერთ დაფარულ განძის შესახებ - არქიტექტურულ მარგალიტებს, რომლებითაც ასე მდიდარია თბილისი.
შენობა ფან-დე-სიეკლ (ლეონიძეს ქუჩა)
საქართველოს დედაქალაქი უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ ძველი ეკლესიები, საგალარეო სახლები და გოგირდის აბანოები. და ხშირად სწორედ ჭეშმარიტი შედევრი რჩება სათანადო ყურადღების გარეშე.
ქართველები მშვენიერი ადამიანებია, ძალზე სტუმართმოყვარე და კეთილმსურველი. ეს უკვე დიდი ხანია არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს. მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს რომ ბევრი სადარბაზო რჩება ღია და ყველას აქვს საშუალება შევიდეს და შეისწავლოს იქ დანახული. ფრიად საინტერესოა ძველებური სახლების სადარბაზოების ინტერიერის დათვალიერება. ყველას აქვს შესაძლებლობა წააწყდეს შედევრს, როგორიც არის მაგალითად დიდებული ფრესკა, თუგინდ გამოხუნებულიც რომ იყოს, დეკადენტურ ინტერიერში.
მოდერნის მემკვიდრეობა თბილისში, ასევე ცნობილი როგორც "რუსული მოდერნის სტილი" მართლაც შთამბეჭდავია. მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოს პოლიტიკა კონტროლდებოდა იმპერიის დედაქალაქიდან, სანქტ-პეტერბურგიდან. ამიტომაც რუსული მოდერნის გავლენა ასე ნათელია. მაგრამ მიუხედავად ამისა, თბილისის პრივილირეგირებულმა ადგილმდებარეობამ, ქალაქი-ხიდი, რომელიც აერთიანებს აზიასა და ევროპას, შემოიტანა ამ სტილში ინტერნაციონალიზმისა და თანამედროვეობის უცილობო სახე, რომელსაც ეწოდება საქართველოს თანამედროვე სტილი. ამის გარდა თანამედროეობის სურვილი აისახა ასევე იმ ეპოქისთვის უახლეს მასალებზე და სამშენებლო მეთოდებზე. საუბარი მიდის ნაჭედ რკინაზე და ცემენტზე. ესენი შემოვიდა ახალ ფორმებთან ერთად. ამავ დროს საქართველოში ეს არ ხდებოდა როგორც ევროპული სახის უბრალო კოპირება, ეს იყო არქიტექტურასა და დეკორში ბევრი ადგილობრივი კულტურული ელემენტების ჩართვა.
შესაძლოა გაგიძნელდეთ იმ ადგილების მოპოვება სადაც შეგეძლებათ დაინახოთ ხელოვნების ნამდვილი ნაწარმოები, რადგამ ბევრი მათგანი არის დახურული ან იმყოფება რესტავრაციის პროცესში (ზოგიც სამწუხაროდ განადგურებულია). მაგრამ ზოგიერთ სახლებში ეს ნაწარმოებები შენარჩუნებულია, თუმცაღა განადგურების ზღვარზე არიან. უმეტესობა ამ შენობებისგან არის საცხოვრებელი სახლები. თუმცა ბევრიც საზოგადოებრივი შენობაა. ესენი არიან სკოლები, ბანკები, საავადმყოფოები, საწარმოო ობიექტები, პატარა მაღაზიები, კინოთეატრები (ცნობილი აპოლო), და თეატრები, ასევე გასართობი ცენტრები.
სხვა მხრიდან იმის აღნიშვნაც ღირს რომ სოციალურ ცხოვრებაში ფართოდ იყენება დეკორეტიული და თანდართული ხელოვნება: ავეჯი, დეკორეტიული ხელწერა, რკინის ნაჭედი ნამუშევრები და ა შ.
(აპოლო რესტავრაციამდე და რესტავრაციის შემდგომ)
არქიტექტორი რომელიც საუკეთესოდ წარმოადგენს ქართული მოდერნის მოძრაობას, არის სიმონ კლდიაშვილი. ის არის ზოგიერთი ელექტური მოდერნი შენობის ავტორი, ისინი განლაგებულია თბილისის ცენტრში.
მთაწმინდის რაიონი ყველაზე კარგი ადგილია საიდანაც სჯობს მოდერნის ეპოქაში ექსკურსიის დაწყება. აქ შენობებზე და ქუჩებზე არის ძლიერი ევროპული გავლენა ისინი მორთული არიან ძნელი მოტივებით.
ჭონკაძეს ქუჩაზე არის შენობა რომელშიც განლაგებულია სამხატვრო აკადემიის ნაწილი, ფრესკით საბჭოთა სურეალისმის სტილში. (ყოველ შემთხვევაში ასეთი აღწერის სურვილი ჩნდება).
მხატვრობის აკადემია თბილისში - ლეგენდარული ადგილია, ძალზე ლამაზი, სარკიანი კედლებით, სპარსული მოტივებით რომლებითაც პირველი სართული არის მორთული. ინტერიერები იყო შემუშავებული ირანელი ოსტატების მიერ (ქაჯარულ სამხატვრო სტილში). ეს კავკასიურ რეგიონში არის ერთ ერთი მცირე რიცხვიდან რომლებსაც ასეთი დეკორი გააჩნიათ, რომლებიც ხაზს უსვამენ ისტორიულ კავშირს ირანთან. (მეორე შენობა არის ირანის საელჩო ჭონქაძეს ქუჩაზე და შენობა "ფირუზა " ბორჯომში).
ბევრი შენობა მოდერნის სტილში განლაგებულია მარჯანიშვილის ქუჩაზე, საერთოდაც მარჯანიშვილის ქუჩა არის ქალაქის სურეალისტური ცენტრი, ის არ გავს ქალაქის სხვა ნაწილებს. აქ არ არის კავკასიური ეკლესიები და ქალაქის სახლები დანგრეული აივნებით, პირიქით, ეს არის ჭეშმარიტი ოაზისი ვრცელი ბულვარებითა და დიდებული არქიტექტურეული ფონით.
კოტე მარჯანიშვილის თეატეის შენობამ დაიწყო თავისი არსებობა როგორც ერთ ერთმა სახალხო სახლმა მეოცე საუკუნის დასაწყისში. და წარმოადგენს არ-ნუვოს კლასიკურ მაგალიც, თან ძლიერი ფრანგული გავლენით.
კოტე მარჯანიშვილი - თეატრის და კინო რეჟისორი, ის იყო ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმატორი რომელიც წარმოადგენდა პოსტრევოლუციურ საქართველოს, ქართულ რუსულ და საბჭოთა თეატრს. მისი შემოქმედება წარმოადგენს უდიდეს საუნჯეს, მემკვიდრეობას, სხვა რა ითქმის უკვე მის მჭიდრო ურთიერთობაზე თაეტრალურ რეჟისორთან და დეკორეტორთან პეტრე ოცხელთან, რომელიც გახლავთ ქართული არ - დეკოს სიმბოლო.
მოდერნის მემკვიდრეობა თბილისში ფრიად დიდია, და შეუფასებელი. არც ისე დიდი ხანია რაც მისი აღდგენა დაიწყეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის საკმარისი სამწუხაროდ მისი ღრმა მეცნიერული გამოკვლევა. ბევრი შენობა ჯერ კიდევ ცუდ მდგომარეობაში იმყოფება.
ამის ორი მიზეზი არსებობს. როგორც ცნობილია საბჭოთა ეპოქაში მოდერნის სტილი არ იყო საკმარისად აღიარებული ასე ვთქვათ მისი ბურჟუაზული ბუნების გამო. მეორე მიზეზი კი ის არის რომ საქართველოში უმეტესწილად დიდ ყურადღებას აქცევენ რეგიონის შუასაუკუნის ძეგლებს.
აგრეთვე იხილე: