„დები გოგოჭურების“
შატილში 15 აგვისტოს საპატრიარქოსთან არსებული ანსამბლის „დები გოგოჭურების“ კონცერტი „კიდევაც ვნახავ ხევსურეთს“ გაიმართება.
კონცერტი ორი ნაწილისგან შედგება. პირველი - თეატრალიზებული ნაწილი შატილის კოშკებში 16:00 საათზე დაიწყება. „დები გოგოჭურები“ ძველ ფოლკლორულ სიმღერებს შეასრულებენ. ასევე, ლექსებს წაიკითხავენ ახალგაზრდა პოეტები: თორნიკე ნაროზაული, გიორგი არაბული, მერაბ არაბული, ირაკლი ჭინჭარაული, თემო არაბული.
„გალაკონცერტი კი, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება, სცენაზე გაიმართება. მომღერლები შეასრულებენ როგორც ძველ, ისე ახალ სიმღერებს. ასევე, შედგება სიმღერის პრემიერა.
კონცერტზე დასწრება თავისუფალია. ღონისძიების მხარდამჭერია ტურისტული კომპანია „შატილი ტური“.
www.ghn.ge/com/news/category/9