ლაშა ბერაიას პერსონალური გამოფენა

 

  ლაშა ბერაიას პერსონალური გამოფენა

6 ოქტომბერს, 19.00 საათზე გალერეა “ვერნისაჟი” გიწვევთ ლაშა ბერაიას პერსონალური გამოფენის გახსნაზე.

ლაშა ბერაია არის გამომცემლობა “ლოგოს პრესის” დამფუძნებელი. 20-წლიანი საგამომცემლო საქმიანობის განმავლობაში ითავსებდა მთავარი რედაქტორისა და მთავარი დიზაინერის ფუნქციებს, თავად აქვს გაფორმებული რამდენიმე ასეული წიგნის ყდა.გამოცემული აქვს მხატვრული, სამეცნიერო, საბავშვო, სასკოლო, სახელოვნებო წიგნები. თავის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ და წარმატებულ პროექტად მიიჩნევს მსოფლიო ბესტსელერის, ერნსტ გომბრიხის “ხელოვნების ამბის” ქართული გამოცემის განხორციელებას.

ხელოვნებისადმი პირველი ინტერესი ფოტოთი გატაცებას უკავშირედება. 2013 წლიდან ქმნის დიგიტალურ გრაფიკას (აიფონისა და აიპედის ეკრანებზე თითით შესრულებული ნახატები), 2014 წელს კი დაიწყო ტილოზე ხატვა ზეთითა და აკრილით. 

გამოფენაზე 50-მდე ფერწერული ტილო, 30-ზე მეტი გრაფიკული და ფოტონამუშევარი იქნება წარმოდგენილი.

გამოფენა 12 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.