კვლევამ აჩვენა: გამოუძინებელი მამაკაცები გადაჭარბებულად აფასებენ ქალების დაინტერესებას სექსუალური ურთიერთობისადმი


მამაკაცებო, თუ თქვენ უძილო ღამის შემდეგ გრძნობთ რომ ძალაგამოცლილი ხართ და გეჩვენებათ, რომ აი ეს ქალბატონი ნამდვილად გეფლირტავებათ, არ იჩქაროთ გააკეთოთ დასკვნები, რადგან არსებობს იმის ალბათობა, რომ თქვენი გამოუძინებელი ტვინი თქვენვე გასულელებთ.

 

კვლევამ აჩვენა: გამოუძინებელი მამაკაცები გადაჭარბებულად აფასებენ ქალების დაინტერესებას სექსუალური ურთიერთობისადმი

 

ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევებმა ნათელი გახადა რომ მამაკაცმა, რომელმაც გაატარა უძილოდ ერთი ღამეც კი, მიდრეკილია არასწორად მიიჩნიოს, თითქოს და ქალისაგან წამოსული სიგნალები.

 

ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებდა 60 სტუდენტი (31 ვაჟი და 29 გოგონა). ფსიქოლოგებმა ჩაატარეს გამოკითხვა რათა გაერკვიათ, რამდენად (როგორც მათ გონიათ) საპირისპირო სქესის წარმომადგენლები დაინტერესდებიან იმაში რომ გააბან ინტრიგები ან დაიწყონ სერიოზული ურთიერთობები. თანაც გამოკითხვას ატარებდნენ როგორც უძილო ღამემდე, ასევე მის შემდეგაც.

 

კითვებს შორის, მაგალითად, იყო ასეთიც: „თუ ქალი მიდის ბარში, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მან განიზრახა იპოვოს სექსუალური პარტნიორი ღამისთვის?“
როდესაც, კარგად დასვენებუილი და ძალ–ღონით სავსე ახალგაზრდები, პასუხობდნენ კითხვებს– დამოუკიდებლად სქესისა - ისინი აფასებდნენ კაცების მიერ სექსისადმი დაინტერესებას უფრო მეტად, ვიდრე ქალის დაინტერესებას.

 

მაგრამ როდესაც ჩვენ მათ კითხვებს ვუსვამდით უძილო ღამის შემდეგ, სულ სხვაგვარი მდგომარეობა ისახებოდა – ყველა მამაკაცი უფრო მეტად აფასებდა ქალების მზადყოფნას სექსუალური ურთიერთობისადმი. რაც შეეხება სერიოზულ ურთიერთობებს, აქ, მიუხედავად რესპოდენტების დაღლილობისა, შეფასება რჩებოდა უცლელი. მკვლევარებმა აღნიშნეს რომ ძილის უკმარისობა მოქმედებს ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც პასუხობს გადაწყვეტილელების მიღებაზე, მიახლოებით ისევე როგორც ალკოჰოლი.