თქვენი გადასახედიდან რომელი ბრენდების ნაკლებობაა თბილისში, იმისათვის რომ გრძნობდეთ თავს ბოლომდე ბედნიერად?
ანი ქაჯაია პროექტების მენეჯერი | ია სუხიტაშვილი მსახიობი | ||
![]() | ![]() | ||
თავდაპირველად რაც მახსენდება, თუ რა ბრენდი არ არის თბილისში და რისი არსებობაც ალბათ ყველას და მათ შორის მეც ძალიან გამახარებდა ეს არის Starbuсks და H&M. განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში სხვადასხვა ხასიათის მრავალი მაღაზია გაიხსნა თბილისში და ეს ძალიან კარგია, როცა ყველას აქვს საშუალება შეარჩიოს საკუთარი გემოვნების შესაბამისად ტანისამოსი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ა.შ. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ თბილისელებისათვის ალბათ წარმოუდგენელი იყო ისეთი ბრენდების შემოსვლა, როგორებიცაა, Zara, Massimo Dutti, Bershka, ასე რომ, ვიმედოვნებ, რომ სულ მალე მათ რიცხვს Starbuсks და H&M-იც შეემატება. | “ჩემი ფავორიტი ვივიენ ვესტვუდია , მაგრამ ალბათ აქ არასდროს გაიხსენბა ან ისეთი ძვირი იქნება რომ აზრი არ ექნება. ჩაციკლული არაფერზე არ ვარ , ვყიდულობ იმას რაც მიხდება . ოღონდ ბაზრობაზე ნამდვილად არ დავდივარ : )))” |
თამუნა ჯანაშია სტუდენტი | ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალისტი | |
![]() | ![]() | |
თბილისში ასე თუ ისე ჩემთვის საინტერესო ყველა ბრენდია . თუმცა casual სამოსი არ არის ჩემთვის აქ და კარგი იხსნდება თუ გაიხსნება H&M , ოღონდ რა თქმა უნდა ოფიციალურად რომ მოხდეს ფასების დარეგულირება. | ზარა ჩემი ფავორიტია, რომელიც უკვე არის საქართველოში, მაგრამ H&M უფრო. თბილისსში ვისურვებდი ასევე COMME DES GARÇONS და COS :) ნანუკა ჟორჟოლიანი |
Елена Рак Экспат | რუსო გიგინეიშვილი სარეკლამო სააგენტოს დირექტორი | |
![]() | ![]() | |
Я совершенно не брендовый человек. Я просто люблю "шариться" по магазинам, смотреть и потом покупать вещь, которая ни с чем не сочетается. Умудряюсь на рынке покупать и обувь и одежду и совсем не парюсь по этому поводу. А вот Starbucks мне нехватает в Тбилиси по-настоящему. Да, во многочисленных кафе и ресторанах всегда можно выпить вкуснейший кофе по-турецки, или холодный кофе с мороженым. Starbucks же дает возможность познакомиться со всем разнообразием лучшего кофе в мире, попробовать различные наполнители и сочетания. | თბილისში ძალიან გამახარებდა Ikea–ს მაღაზია, რადგან ავეჯის არჩევანი ჩვენს ქალაქში მცირეა. კარგი იქნებოდა გახსნილიყო Starbucks და H&M–იც, თუმცა ბრენდებზე ბევრად მეტად თბილისში კარგი სერვისის არარსებობას განვიცდი. მეტი თავშეყრის ადგილი ჭირდებათ არამწეველებს. სწრაფი, მაგრამ ჯანსაღი კვებისთვის განკუთვნილი კაფეები ოცნებად მექცა. სუფთა, დიდი ზომის, mainstream აუზი მგონი დავიმსახურეთ :) Apple-ის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნება ნეტა ჩვენთან? :) |