რით გავერთოთ ბათუმში მაშინ როდესაც არ არის სეზონი
ბათუმი აჭარის დედაქალაქია. ის მოიზიდავს ტურისტებს უფრო თანამედროვე არქიტექტურით ვიდრე ისტორიული ნაგებობებით. ქალაქი მდებარეობს შავი ზღვის ნაპირზე. ზაფხულში აურაცხელი ტურისტები სეირნობენ კილომეტრიან ბულვარში, სადაც ზღვის ხედი ესალმება მათ მზერას. ასევე პლაჟები ფრაქტიკულად ოკუპირებულია ტურისტების მიერ. ბუნების სხვა პერიოდში მხოლოდ ზღვის მზერით თუ დატკბებით და მისი თეთრქოჩორა ღელვებით. რა თქმა უნდა ვერ იბანავებთ მაშინ როდესაც გარეთ +10 +15 გრადუსია.
უპირველეს ყოვლისა აჭარული ხაჭაპური უნდა გასინჯოთ, რომელსაც ბათუმში, აჭარის დედაქალაქში, ამზადებენ მისი წესების მიხედვით. ხაჭაპურში, რომელსაც ნავის ფორმა აქვს, დებენ უმ კვერცხს და ასევე კარაქის ნაჭერს, რომელიც მყისვე დნება ყველის სატენში. ფრთხილად იყავით ულუფა ძალზე დიდია!
დღისით შეგიძლიათ ქირით ველოსიპედებით ისარგებლოთ. გადასახადს ღებულობენ სპეციალურ ინფოცენტრებში. ველოსიპედების სადგომები კი მთელს ქალაქშია მოფენილი.
ასევე მუშაობს საბაგირო გზა "არგო" რომელიც ავსტრიულმა კომპანიამ გახსნა 2013 წელს. გზის სიგრძე ზღვის სადგურიდან მთა ფერიამდე არის - 2600 მეტრი, ყველაზე მაღალი წერტილი - 252 მეტრი, სიჩქარე 5მ/წ. იქ არის კაფე ბათუმის არაჩვეულებრივი ხედით. ქალაქის მზერით დატკბობა შესანიშნავია როგორც დღისით ასევე მზის ჩასვლისას. ამ კმაყოფილების ღირებულობა არის 5 ლარი (ორი გზის) რაც ორ დოლარზე ცოტა მეტია.
სადილის საუკეთესო ვარიანტი არის თევზის ბაზარზე გავლა. აქ შეგიძლიათ იყიდოთ ახალდაჭერილი სკუმბრია, ორაგული და სხვა თევზი. სიმბოლურ ფასად მოგიმზადებენ ამას ყველაფერს მეზობელ კაფეში ამასთან თევზთან საწებელს მოგართმევენ და მჭადებს. რა თქმა უნდა თეთრ ღვინოსთან ერთად. ასეთი სადილი ადამიანზე ღირს 10 ლარი.
ბათუმში შეუჩერებლად ანუ სეზონისდა მიუხედავად მუშაობენ მუსიკალური შადრევნები. აქვე ახლო მახლო ნინოშვილის ქუჩაზე შეგიძლიათ შეიაროთ პატარა ზოოპარკში. ან დაათვალიეროთ 130 მეტრიანი ალფაბეტის კოშკი. გაერთოთ ეშმაკის ბორბალზე. სამწუხაროდ თავად კოშკი თავისი რესტორნით ბოლო სართულზე დაკეტილია ტურისტებისთვის აი ორი წელია რაც.
უცილობლად არ ღირს ძველი ქალაქის დავიწყება თავისი ორსართულიანი სახლებით. მუზეუმების მოყვარულთათვის მუშაობს აჭარის ნაციონალური მუზეუმი. ასევე არქეოლოგიური და მხარეთმცოდნეობის მუზეუმები. აჭარის დედაქალაქში არის ასევე ყინულის სახლი და დელფინარიუმი.