«Tiffany and Co» საინტერესო დაწვრილებები

   

«Tiffany and Co» საინტერესო დაწვრილებები

დიზაინერული იუველირული სამკაულები დიდი ხანია უკვე გახდნენ ჩვენი კულტურის ნაწილი, და შესაძლოა  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საიუველირო ბრენდი არის «Tiffany and Co», რომელიც აწარმოებს ეფექტურ და ამაღელვებელ ძვირფას სამკაულებს 1845 წლიდან. 

   ეს საიუველირო კომპანია დაარსდა 1837 წელს ჩარლზ ლუის ტიფანისა და ჯონ ფ. იანგის მიერ. მანხეტენში, ბროდვეის 259, გაიხსნა არაჩვეულებრივი მაღაზია მაღალხარისხოვანი საქონელით, საჩუქრები, საკანცელარო ნივთებით, და ეს მაღაზია ხელათვე გამოიყო სხვა მაღაზიების რიგიდან. 
 
სხვა მაღაზიებისგან განსხვავებით ტიფანში იყო მკაფიოთ დადგენილი ფასები, და მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორება. პირველივე წელიწადში მაღაზიამ მიიღო  სტილი "ცისფერი ტიფანი ", რაც სიმბოლოა საუკეთესო ხარისხისა, გემოვნებისა და ტიფანის სტილისა.
   1841 წელს ტიფანისა და იანგის პარტნიორი გახდა ჯ.ლ. ელისი და იმ დროიდან შესაბამისად მაღაზიის დასახელება გახდა Tiffany, Young and Ellis.
 
«Tiffany and Co» საინტერესო დაწვრილებები
   
1845 წელს ეს უკვე ძალზე წარმატებული ბიზნესი იყო. მაღაზიაში იყიდებოდა ძვირფასი სამკაულები, საბეჭდი ქაღალდი და 1847 წელს დაემატა ვერცხლეულობა. მაგრამ ძირითად პუნქტებთან დამატებით იყიდებოდა ბრინჯაოს ნაკეთობები, სუნამოები, სადილის მოწყობილობა, საფერფლეები ქამრები და სხვა ტყავის ნაწარმი, ბევრი წვრილმანი და ჩინური პროდუქტი. 
 
   კომპანია გახდა Tiffany and Co როდესაც ჩარლზ ტიფანიმ გამოისყიდა თავისი პარტნოირების წილი და დაიწყო კომპანიის დამოუკიდებლად მართვა 1853 წლიდან. მრავალი წლის განმავლობაში Tiffany and Co იყო ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის ხელშეუვალი ნაწილი, დაწყებული მისი მოზიარეობიდან სამოქალაქო ომისადმი. 
 
    1862 წელს Tiffany and Co აწოდებდა კავშირის არმიას ქირურგიულ ინსტრუმენტებს, მახვილებს და სხვა საჭირო აღჭურვილობებს. 
 
   1885 წელს კომპანიის მიერ იყო მოდერნიზებული ამერიკის შეერთებული შტატების დიდი სახელმწიფო ბეჭედი, და ასევე მის მიერ იყო შექმნილი ფაიფური პირველი ლედისათვის ბერდ ჯონსონისთვის 1969 წელს. ტიფანის დიზაინი შეგხვდებათ ამერიქის ერთდოლარიან კუპიურაზე და ზოგიერთ სახელმწიფო დოკუმენტზე. 
 
«Tiffany and Co» საინტერესო დაწვრილებები
 
 ტიფანის ობიექტებისაგან ყველაზე ცნობილი შეიძლება ითქვას არის ყვითელი ალმასი, შეუდარებელი ძვირფასი თვალი რომელიც ჩარლს ტიფანიმ შეიძინა სამხრეთ აფრიკაში. თავდაპირველად ალმასი იწონიდა 287.42 კარატს და შეიცავდა 82 წახნაგს. 
ტიფანის ბრილიანტი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და  შესანიშნავი ქვა, ტიფანის ბრწყინვალე დიდების სიმბოლო. ეს ბრილიანტი ამ დრომდე მხოლოდ ორ ადამიანს აქვს გაკეთებული, მისიზ შელდონ უაითჰაუზს 1957 წელს «Tiffany Ball» -ზე, და ოდრი ხეპბერნს, ფილმისთვის "საუზმე ტიფანისთან". 
 
«Tiffany and Co» საინტერესო დაწვრილებები
   ტიფანის ბრილიანტებს ბევრი ამერიკელი მილიონერების ოჯახები ანიჭებდა უპირატესობას, ასტორები, მორგანები, ვანდერბილთები, ასევე ჰოლივუდის ვარკვლავები, ცნობილი სპორცმენები და რა თქმა უნდა ევროპის მაღალი საზოგადოება. მრავალი მუზეუმები ძალიან მაღალ შეფასებას აძლევდა ტიფანის ბრილიანტების მხატვრულ დახვეწილობას. არ დეკოს და არ ნუვოს სტილიდან თანამედროვე დიზაინერთა გადაწყვეტილებებამდე. 
 
«Tiffany and Co» საინტერესო დაწვრილებები
 
 1866 წელს ტიფანის მიერ იყო შექმნილი განთქმული დიზაინი  "ტიფანის ბუდე", რომელიც იმის გარანტიას უზრუნველყოფს რომ ბრილიანტი ან სხვა ძვირფასი თვალი გამოიყურება თავის მაქსიმალურ ბრწყინვალებაში და სილამაზეში უბრალო მოკრძალებულ ელეგანტურ ბუდეში(ოთხი ან ექვსი კბილი რომელსაც საიმედოდ უჭირავს ძვირფასი თვალი). ამდაგვარი ბუდე რომელიც რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სტილად საქორწინო ბეჭდებში,  თან ქმნის ილუზიას იმისა რომ თვალი უფრო დიდია ვიდრე ის სინამდვილეში არის.