გრინვიჩის მარაოს მუზეუმი (ლონდონი)
ლამაზი საგნებისადმი ლტოლვა არაფრით არ ნიშნავს თანამედროვე დროის ფენომენს. მითოლოგიის ქალღმერთებისგან არისტოკრატიული საზოგადოების ლამაზნმანებამდე მარაო ყოველთვის დემონსტრირებდა მანდილოსნების მისწრაფებას ესთეთიკურ სრულქმნილებისადმი.
ორ შესანიშნავ შენობაში რომლებიც აშენებულია გეორგიანულ სტილში გრუმს-ჰილზე, აშენებული 1721 წელს, ახლო-მახლო ისტორიული საზღვაო გრინვიჩის ტურისტულ "ქაოსთან", დგას მომხიბლავი მუზეუმი.
მარაოს მუზეუმი, ერთად ერთი მსოფლიოში, ის იყო დაფუძნებული 1991 წელს, დიკი და ჰელენ ალექსანდრის მიერ.
მუდმივი გამოფენა ილუსტრირებს მარაოს ისტორიას. დაწყებული შუა საუკუნეების ბრტყელი ფორმის მარაოდან მე 18-19 საუკუნეების საუცხოო დიდებულ მარაომდე. კოლექციაში არის 3500 მეტი საგანი. ყველაზე ძველი მარაო არის მეათე საუკუნისა.
მუზეუმში იმართება თემატური გამოფენები, რომლებისთვისაც სხვა კოლექციის ექსპონატები ჩამოაქვთ, რომლებიც მიძღვნილია მარაოს სამყაროს რაიმე განსაკუთრებულ ასპექტისადმი: ისტორიულ, სოციალურ ან კომერციულ. (მარაო - როგორც სტატუსის სიმბოლო, სარეკლამო მარაოები, მუსიკალური სამყაროს მარაოები, ზღვაზე დამსვენებლებისთვის განკუთვნილი მარაოები და ა შ). ყველაფერი არის გაფორმებული დახვეწილი გემონებით და ძალიან ლამაზად. ყველა მარაო არის განთავსებული შუშის ვიტრინებში.
არა საგამოფენო დარბაზები სხვადასხვა გვარად გამოიყენება. არის საგანმნათლებლო დისპლეი რომელიც მოგითხრობთ სხვადასხვა ტიპის მარაოების ისტორიას და მათი წარმოების ისტორიას. ელეგანტურ ორანჟერეაში რომელიც შემკულია ფრესკებით, სამშაბათობით და კვირაობით 15:00 საათზე შეგიძლიათ ეზიაროთ ჩაის სმას. ჩაისთან მოგართმევენ ფუნთუშებს და ნაირგვარ ნამცხვრებს.
ბაღში არის მარაოს ფორმის მეტალოკონსტრუქციები, საპირფარეშოში - კაფელი მარაოების გამოხატულებით, საპონიც კი მარაოს ფორმისაა.