გარდენია შევარდნაძე - და ყოველთვის აქტუალური ტრენდი - ყვავილის დიზაინი

 

 ყვავილების დიზაინი - არის ყვავილებისგან და მცენარეებისგან ლამაზი პეიზაჟის შექმნის ხელოვნება, სახლის შიგნით და სახლგარეთ. ფლორისტიკა არის ყვავილების დიზაინის ერთერთი ტენდენცია. ფლორისტიკის სრულყოფილი შემეცნება, და ამას გააჩნია მტკიცებულებაც, ძველი ეგვიპტეს გამოჩენილი კულტურის ერთერთი წახნაგია.

 

ის უნდა გვახსოვდეს რომ ყვავილების დიზაინი არ არის შემოფარგლული მხოლოდ სახლების ყვავილებითა და მცენარეებით შეკაზმვით, ითვალისწინება ბევრი რამ - რეგიონის დიზაინი, სახლის არქიტექტურული სტილი, რათა ყველაფერი ჰარმონიულად ჩაეწეროს გარემოში. ამიტომაც არ არის გასაკვირი როდესაც ყვავილების და ლადშაფტის დიზაინს უწოდებენ ხელოვნების ფორმებს.

 

ყვავილისა და ლანდშაფტის დიზაინის ისტორია ითვლის არანაკლებ 4000 წელს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1500 წლის დასაფლავების გამოსახულებებზე - დეკორატიული მებაღეობისა და ლანშაფტის დიზაინის ერთერთი ნაადრევი ნიმუშებია. პირამიდების ნახატებში გამოსახულია გუბურები ლოტოსებით, სიმეტრიულად გარემოცული აკაციების და პალმების რიგებით. მსოფლიოს სხვა ნაწილი ძველ სამყაროში, რომელსაც გააჩნდა ყვავილის დიზაინის განვითარებული ტრადიცია არის სპარსეთი. საკმარისია მოვიყვანოთ ყველასათვის ცნობილი მაგალითი - ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ მეორეს ქონდა ბაბილონის ჩამოკიდული ბაღები, რომელიც არის მეშვიდე მსოფლიო სასწაული ძველ ქვეყანაში.

 

დღევანდელ დღეს ყვავილის დიზაინი არის შესაძლოა ყველაზე ეფექტური საშუალება იმისათვის რომ მორთო საცხოვრებელი ფართი. რადგან ყოველთვის არ არის მისაწვდომი ახალი სტილის ავეჯის ყიდვა ან ახალმოდური სტანდარტების მიხედვით რემონტის გაკეთება. ამის ათასი მიზეზი არსებობს - რატომ. ყვავილის დიზაინი კი შესძენს ფართს სრულიად ახალ და საღ ხედვას. თუ ზოგიერთ მცენარეს გარკვეულ ადგილას დადგამთ შეგეძლებათ სივრცე გამოუცნობლად შეცვალოთ.

 

ხელოვნება იწყებოდა რამოდენიმე პატარა თაიგულებით საყვავილეში ან ვაზაში, რომლებიც იყო განლაგებული სახლის ირგვლივ. შუასაუკუნეებში ქალებს მოეთხოვებოდა ყოფილიყვნენ არა მხოლოდ წარჩინებული დიასახლისები, არამედ ქონოდათ მებაღეობის ცოდნა. მონასტრებში აგრძელებდნენ მებაღეობის მეთოდების განვითარებას. სამონასტრო ბაღების ტიპებს წარმოადგენდა ყანები, საავადმყოფოების ეზოები, სასაფლაოს ბაღები, ვენახები და შიდა ეზოების ბაღები. ცალკეულ მონასტრებს ქონდათ მიწის ნაკვეთი ბალახითა და ხეებით, სადაც ცხენები იძოვებოდნენ და თითქმის ყოველთვის ქონდათ სამკურნალო ბაღები ან იმ მღვდლების კერძო ბაღები, რომლებსაც მონასტრებში მაღალი ჩინი ეჭირათ.

 

პირველი ზამთრის ბაღი ააშენეს 1240 წელს, კელნში, რათა მისალმებოდნენ ნიდერლანდების (ჰოლანდიის) მეფეს. ეს იყო არც ისე დიდი შენობა ავსებული მწვანე ხეებით და აყვავებული მცენარეებით, თუმცა მეფის ჩამოსვლა დაემთხვა ზამთრის პერიოდს. რეგულარული ზამთრის ბაღები გაჩნდნენ მე 17 საუკუნიდან მე 19 საუკუნეში კი თავაზნაურობა აშენებდა დიად ორანჟერეებს, რათა შეენახათ იქ ეკზოტიკური მცენარეები, ჩამოტანილი ცხელი ქვეყნებიდან. ბევრი ორანჟერეა იყო შეერთებული სასახლეებთან, და მშენებლობის დროს ითვალისწინებოდა რომ ორანჟერეაში უნდა ყოფილიყო ადგილი სტუმრებისთვის.

 

დღევანდელ დღეს ყვავილის და ლანდშაფტის დიზაინს აქვს სპეციალური მნიშვნელობა. სილამაზესთან და გარემოს გაკეთილშობილების გარდა მცენარეები ჰაერს წმინდავენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. ამასთან არასოდეს არ უნდა გვავიწყდებოდეს ესთეთიქური მნიშვნელობის შესახებ, როდესაც ბუნების სუნთქვა გამუდმებით იგრძნობა ამ ძალზე ინდუსტრიულ სამყაროში.

 

თბილისის ზოგიერთი ყვავილის მაღაზია გვთავაზობს ცოცხალი და ხელოვნური ყვავილების აქსესუარებს, ექსკლუზიურ საჩუქრებს, კოლაჟებსა და ცალკეულ ყვავილების კომპოზიციებს, რომლებიც უმშვენიერესად მორთავს თქვენი ბინის ინტერიერს ან ოფისებს.

 

შესანიშნავი ადგილი რომელსაც გირჩევთ მოინახულოთ ყვავილების დეკორატიული მცენარეების და საერთოდ ბუნების მოყვარულებს არის - გარდენია შევარდნაძე. ლამაზი, მოვლილი ბაღი, გაფორმებული დიდი გემოვნებითა და ორიგინალურობით, სადაც იზრდება ყვავილების და მცენარეების უამრავი ნაირფერობა, (ადგილობრივი სახისა და სორტის), რომელიც ეკუთვნის ზურაბ შევარდნაძეს, ბიოლოგ-ბოტანიქოსს განათლებით. ის ყველასთვის ღიაა. აქ შეგიძლიათ იყიდოთ ყვავილები, მცენარეები, ბაღის სკულპტურები, ფლორისტებს კი შეეძლებათ კონსულტაციის მიღება. უფრო მეტიც გარდენია შევარდნაძეს ტერიტორიაზე არის მშვენიერი კაფე სოფლის სტილში, სადაც სასიამოვნოა მეგობრებთან ერთად დასვენება, ან თუგინდ მარტოც. აქ შეგიძლიათ არაჩვეულებრივი ყავის ან ჩაის მირთმევა და უგემრიელესი ნამცხვრის მიყოლება ზედ. აქ შეგეძლებათ დატკბეთ ბუნებით და ისუნთქოთ მისი საოცარი დამამშვიდებლი არომატებით.