თვითმყოფადი ბავარია
ბავარია განლაგებული გერმანიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, არის უდიდესი მიწის ფართი, რომელიც ღრმად არის ჩაფლული თავის კულტურის სიმდიდრეში და ტრადიციებში. ბავარიის მოსახლეობის უმრავლესობა თავს უპირველეს ყოვლისა ბავარიელს და მხოლოდ შემდეგ გერმანელს უწოდებს.
საინტერესო, ნაირფეროვანი ისტორია და კულტურა - ბავარიის სინონიმებია. ის იზიდავს თავისკენ მისი მშვენიერი ბავარიის ალპებით, რომელსაც გააჩნია ველური ბუნების სიუხვე და ბრწყინვალე ყინულოვანი ტბები. ჩამომსვლელები ტკბებიან მეგობრული ატმოსფეროთი, სტუმართმოყვარე სულით, ცნობილ რომანტიულ გზაზე მოგზაურობისას აღფრთოვანებულნი არიან შუასაუკუნეების ქალაქების სილამაზით, აღტაცებაში მოდიან იდილურ რომანულ კოშკებისგან.
მიწა მდიდარია ბუნებით, ბრწყინვალე არქიტექტურით, ისტორიულად ნაირფეროვანია, და შეუძლებელია არ მოგიყვანოთ აღფრთოვანებაში და უდაოდ ეს უნდა იყოს ერთერთი აუცილებლად მოსანახულებელი ადგილი გერმანიაში.
ბავარიის ისტორია იწყება მეექვსე საუკუნეში, საგერცოგოსგან, რომელიც იკავებდა ოლქს მდინარე ლეხისა და ენსის შორის. ის განლაგებული იყო მთა ფიხტელ და ტრიდენტის ალპებს შორის. პირველ ჰერცოგს, ჰარიბალდ პირველს, ქონდა რეზიდენცია რეგენსბურგში. საუკუნეების მანძილზე ბავარიამ განიცადა მრავალი გაყოფები, სანამ ოფიციალურად არ იყო გამოცხადებული მე 19 საუკუნეში როგორც ბავარიის სამეფო. მეფე ლუდვიგ მეორეს მმართველობის დროს, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც "Maerchenkoenig" (რაც თარგმნით ნიშნავს ზღაპრული მეფე), მან განასახელა ბავარია საოცარი ციხესიმაგრეებით, სამეფო გახდა გერმანული იმპერიის ნაწილი (1871).
ვეიმარის რესპუბლიკის შემადგენლობაში
(1919-1933) - ფედერაცია. მაგრამ ნაციონალ სოციალისტებთან 1933-1946 მან დაკარგა თავისი დამოუკიდებლობა, და კვლავ თავისუფალი გახდა 1946 წელს. ბავარიის მთელ ტერიტორიაზე განლაგებულია მრავალი არქიტექტურული შედევრი, რომლებშიც ასახულია ყველა სტილი - რენესანსი, ბაროკო, როკოკო, კლასიციზმი.
რა ჩამოვიტანოთ ბავარიიდან?
ბავარიაში შოპინგი - უდიდესი სიამოვნებაა. განსაკუთრებით ისეთ დიდ ქალაქებში როგორც მიუნხენი, ნიურბერგი, რეგენსბურგი, სადაც მაღაზიებში ნახავ ყოველივეს რასაც მოისურვებ, საყოფაცხოვრებო ნივთებიდან დაწყებული დიდებული ფუფუნების ნივთებამდე მისული. პროვინციულ ქალაქებში და სასოფლო რაიონებშიც არის ორგანიზებული მაღაზიების შესანიშნავი არჩევანი, სადაც შეგეძლებათ დატკბეთ მშვიდი ატმოსფეროთი. ხანდახან შოპინგი უფრო მეტია ვიდრე ნადირობა კარგი ტანსაცმელისთვის ან კარგი ნივთისთვის. მსოფლიოში კარგად ცნობილ მაქსიმილიანშტრასეზე მიუნხენში, ყველა საშუალო შეძლების მყიდველს როდი შეუძლია ფულის დახარჯვა. მაგრამ გული ნუ გაგიტყდებათ. მაქსიმილიანშტრასე არის ცოცხალი, მხიარული ადგილი, სადაც სასიამოვნო იქნება თუნდაც უბრალოდ გასეირნება, და დიდებულად გაფორმებულ ვიტრინების დათვალიერება.
სხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს როგორც წესი ეძებ საყიდლად ტიპიურ პროდუქტებს. რომლებიც ყველაზე უკეთესად შეგახსენებს გატარებულ დროს. ბავარია უცილობოდ არ არის ამაში გამონაკლისი, მითუმეტეს რომ ის ძალზე ტრადიციული რეგიონია, რომელიც მკვეთრად განსხვავდება დანარჩენი გერმანიისგან თავისი კულტურით და პრაქტიკით.
ბავარიელები ამაყნი არიან თავისი მკვეთრი ტრადიციებით, რომლის ცენტრშიც არის ბავარული ნაციონალური კოსტუმი, ცნობილი მთელს მსოფლიოში ტრახტენი. ბავარიული სტილის ტანსაცმელი (დირნდლ, ლედერხოზენ...), აქსესუარები (ქუდები ბუმბულით, გეტრები...), სქელძირიანი ფეხსაცმელი იყიდება ბევრ სპეციალიზირებულ მაღაზიაში, ყველა დიდ ქალაქში.
ხეზე ამოჭრილი ნაკეთების ყიდვა ყველაზე უკეთესია ობერამერგაუში - "ალპიური მარგალიტი", ასე უწოდებენ ამ ადგილს. ობერამერგაუში არის ხეზე ამოჭრის ოსტატობის სკოლა. ქალაქის ცენტრალური ქუჩა მოფენილია მაღაზიებით, რომლებშიც შეიძლება ხის ნაკეთობების ნაირგვარი ობიექტების ყიდვა, საკულტო ობიექტებიდან დაწყებული სათამაშოებამდე და სასაცილო გამოსახულებებამდე მისული. კერამიკის და დეკორატიული შუშის ყიდვას გირჩევთ კერამიკულ ბილიკზე, ჩრდილოეთ-აღმოსავლურ ბავარიაში. ტიპიური ბავარიული სუვენირები (ლუდის კათხები და თექის ქუდები) შეგიძლიათ იყიდოთ ნებისმიერ ქალაქში.