ყველაზე საუკეთესო ბამბა

  

  ყველაზე საუკეთესო ბამბა
   
ბამბა ყოველთვის ითვლებოდა პრივილეგირებულ არჩევნად ქსოვილებს შორის თავისი კომფორტაბილურობის, სუნთქვის უნარის და შეხებაში სასიამოვნი შეგრძნების გამო...
   
   
ღინღლიანი ბოჭკო, ჯიში - Gossypium, რომელიც აღმოიცენება ბამბის მცენარის სათესლე კოლოფში. ბოჭკოს ნართში ან ძაფში რთავენ, იმით რომ შემდგომში წარმოქმნან ჰაერის გამტარე და რბილი ქსოვილი. ეს ქსოვილი ყველაზე მოთხოვნადია დღევანდელ დღეს ტანსაცმლის და თეთრეულის სფეროში. ტაში ან ბამბა იზრდება თბილ რეგიონებში (სუბტროპიკებში და ტროპიკებში, ჩინეთი, ავსტრალია, ამერიკის შეერთებული შტატები და პაკისტანი). ნაყოფი 3-5 ბუდიანი კოლოფია, რომელშიც ბოჭკოთი დაფარული 20-40 თესლია მოთავსებული. მომწიფებული კოლოფის საგდულების გადაღუნვის შემდეგ გამოჩნდება ბამბის ბოჭკო. ბამბას ან ტაშს გამოზრდიან დამუშავებული მიწის 2,5 პროცენტზე. 

 ყველაზე საუკეთესო ბამბა
   
ბამბასთან დაკავშირებით ხშირად ისმის ტერმინი «Extra Long Staple» (ELS). ეს არის დაწესებული საწარმოო სტანდარტი, ექსტრაორდინალური გრძელბოჭკოვანი ბამბისთვის, უმაღლესი ხარისხის ბამბა, რომლის მინიმალური სიგრძეც არის 1,38 დუიმი, ან 3,5 სანტიმეტრი. ELS -ს მინიმუმი გაცილებით გრძელია ვიდრე ბამბის ტრადიციული ვარიანტები, რომლებიც ცნობილია როგორც მთის ბამბები (Gossypium hirsutum), რომლის ბოჭკოს სიგრძე არის საშუალოდ 2,6-2,7 სანტიმეტრი.

 
 გრძელბოჭკოვანი ბამბა - პიმის ბამბა (Gossypium barbadense)-პ ტროპიკების ბინადარია ძალზე მგრძნობიარე ცივ ტემპერატურებისადმი. ბამბის ამ სახეობას მიეცა დასახელება ინდოელებ  პიმის ტომის სასახელოდ, რომლებიც მუშაობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სამეურნეო სამინისტროს ექსპერიმენტალურ ფაბრიკებში, შტატ არიზონაში, 1990 წლებში. ბამბის წარმოშობა მიეკუთვნება პერუში ამ მცენარის კულტივირების ძველ დროებს. უკვე 1000 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერუანული ბამბის სათესლე კოლოფები არ განსხვავდებოდნენ ამ მცენარის თანამედროული კულტურული სორტებისგან. კულტივირების  პირველი მცდელობის  მკვეთრი  მაგალითი აღმოჩენილია პერუს ზღვისპირეთზე, ანკონში (ლიმასთან ახლოს), აღმოჩენილი ბამბის სათესლე კოლოფები მიეკუთვნება 4200 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე. 

 
 პიმის ბამბა შეადგენს ხუთზე ნაკლებ პროცენტს, ამერიკის ბამბის მთლიან წარმოებისგან. მას გამოზრდიან კალიფორნიაში, ნიუ მექსიკოში, არიზონაში და ტეხასის დასავლეთში, ძალზე პატარა ფართობებზე. 

 ყველაზე საუკეთესო ბამბა
 
1954 წელს ამერიკაში იყო დაარსებული არაკომერციული ორგანიზაცია «Supima», მისი დირექტორების შემადგენლობაში შედიან პიმის ბამბის მეწარმეები. Supima Cotton, სავაჭრო მარკაა, რომელიც გარანტირებს მაღალი ხარისხის ნაწარმს, გრძელბოჭკოვანი ბამბისგან. Supima - ს ოთხმოცდაათი პროცენტი ექსპორტირდება უცხოეთში ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ქსოვილის, ტანსაცმლის, თეთრეულის და პირსახოცების წარმოებისთვის. შემდეგ პროდუქცია რეექსპორტირდება აშშ -ში გასაყიდად. ბამბის საუკეთესო იმპორტიორები არიან ჩინეთი, პაკისტანი, ინდოეთი, იაპონია და ინდონეზია. Supima ლიცენზირებს 300 მეტს გამორჩეულ მაღალხარისხოვან ბამბის მცენარეებს, ქსობილების მწარმოებლებს, ტანსაცმლის მწარმოებლებს და რითეილერებს. 
 
 
პიმის ბამბისგან აწარმოებენ საქონლის დიდ ნაირფერობას. პირსახოცებს, თეთრეულს, ტანსაცმელს, განსაკუთრებით კაცების და ქალების პერანგებს. ძალზე პოპულარულია ბამბისგან მოქსოვილი სვიტრები, მსუბუქები თბილები და გამძლეები. მამაკაცებს ძალიან უყვართ პიმის ბამბის წინდები, სირბილესთან და გამძლეობასთან დამატებით, ისინი დიდ ხანს არ იცვითება. ამიტომაც არ არის გასაკვირი რომ პიმას ბამბისგან გაკეთებული საქონელი საკმაოდ ძვირია. 
 
 ყველაზე საუკეთესო ბამბა  
   შედარებით არც ისე დიდი ხნის წინ, როდესაც მომხმარებელი ხედავდა ლებლზე "ზღვის კუნძულის ბამბას"  (sea island cotton), მან იცოდა რომ მისი არჩევანი საკმაოდ ძვირფასიანია, თუმცა არც ისე გარკვევით ესმოდა თუ რას ნიშნავს სიტყვები - "sea island cotton". მაგრამ იმასთან რომ ნებისმიერ მეწარმეს შეუძლია დაარქვას თავის ბამბის პროდუქციას "sea island cotton", დღესდღეობით არ არსებობს ნაწარმი რომელიც დამზადებულია ნამდვილი sea island cotton - ისგან. 

   
მეოცე საუკუნამდე ყველაზე სასურველი ბამბა ითვლებოდა ის ბამბა, რომლის წარმოებისთვის ძირითადი პროდუქტი იყო ზღვის კუნძულის ბამბა (სახეობა - Gossypium Barbadense). ამ ბამბის კულტივიზაცია იწყებოდა ბრიტანულ ჩრდილოეთ ამერიკულ კოლონიებში სამხრეთ კაროლინის  ზღვის კუნძულებზე და ჯორჯიაში, დაახლოვებით 1786 წელს, ბარბადოსელი ბამბის პლანტატორების მიერ. ბარბადოსი იყო პირველი ბრიტანული კოლონია ვესტ-ინდოეთში, საიდანაც ექსპორტირებდნენ ბამბას. 

    ყველაზე საუკეთესო ბამბა
 
 ეს იყო ფრიად ძვირფასი ბამბა, აბრეშუმისებრი სტრუქტურისა და ძალიან გრძელი ბოჭკოებით, როგორც ძირითადი პროდუქტი (3,5-6 სანტიმეტრამდე) და შრომატევადი წარმოების გამო. ხშირად ბამბას ურევდნენ აბრეშუმს, ბამბას ასევე გამოზრდიდნენ ჯორჯიას მთებში, თუმცა ხარისხი არ იყო იმდენად კარგი. მოგვიანებით ის იყო შეცვლილი მთის ბამბის სხვა სახეობით (Gossypium hirsutum). ეს იყო მექსიკური ბამბა, რომელმაც გაიმარჯვა კომერციულ წარმოებაში. დღეს ამერიკის ბამბის მთელი წარმოებიდან, მექსიკური ბამბა შეადგენს 90 პროცენტს.

 
 შესანიშნავი და ძალიან ხარისხიანი ზღვის კუნძულის ბამბის წარმოება, სამწუხაროდ გაჩერდა, იმის შემდგომ რაც მცენარე იყო დაავადებული ცხვირგრძელებით 1920 წელს. და მიუხედავად იმისა რომ სპორადული მცდელობები იყო განხორციელებული ოცი წლის განმავლობაში იმისათვის რომ აღდგენილი ყოფილიყო წარმოება, მაგრამ ვერ გადაარჩინეს ვერცერთი ორიგინალის თესლი.  ამასთან დამატებით კლიმატის ცვლილებებმა შეიტანა თავისი წილი ამ მცენარის განსაკუთრებულებების დანგრევაში, რომელიც ახასიათებდა ზღვის კუნძულის ბამბას. 

 ყველაზე საუკეთესო ბამბა
 
 ეგვიპთური ბამბა... ის ისევე ცნობილია როგორც დიდი სფინქსი ან გიზას პირამიდები. 

   
პიმას ბამბას რაღაც მსგავსება აქვს ეგვიპტეს ბამბის ბევრ სახეობასთან, მაგრამ ის უფრო მოკლეა ვიდრე ეგვიპტური ბამბა, თუმცა მისგან წარმოვდება ისეთი ძაფი, რომლის გამოყენებაც შეიძლება ქსოვის დროს ბევრჯერ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეგვიპტური ბამბა არის პიმის ბამბის ერთერთი სახეობა (Gossypium barbadense), მას აქვს ბევრად უფრო გრძელი ბოჭკოები ვიდრე პიმას ბამბას, 3,81-5,08 სანტიმეტრი. მზა ნაწარმი არის დიდებული თეთრეული, შესანიშნავი პირსახოცები რომლებიც მყისვე ისრუტავს ტენს სხეულისგან. ეგვიპტეს ბამბისგან გაკეთებული ტანსაცმელი გვანებივრებს თავისი დიდებულებით, მაღალი კომფორტით. მმართველი პრინციპები - არის მომხმარებელის პრინციპები მთელს მსოფლიოში, და მათ შესაბამისად  ითვლება რომ ეგვიპტის ბამბა მსოფლიოში საუკეთესო ბამბაა. გრძელი ბოჭოებიდან აკეთებენ ძაფებს ან ნართებს, რომელიც დიამეტრით არის სხვა დანარჩენი ბაბმის ძაფზე ნაკლები. კვადრატულ სანტიმეტრზე ქსოვილის წარმოებისას მიდის უფრო ბევრი ნართი, რაც იმას ადასტურებს რომ, მზა ქსოვილი მსუბუქიცაა და გამძლეც. 

    ყველაზე საუკეთესო ბამბა
 
ჩრდილოეთ ამერიკიდან  ეგვიპტეში მეცხრამეტე საუკუნეში შეტანილი  ეგვიპტური ბამბა, თანდათან ვითარდებოდა და დღესდღეობით ის არის  მთელ მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ქსოვილი ტანსაცმლის გაკეთებისთვის. 

   ეგვიპტურ ბამბას სამართლიანად განიხილავენ როგორც ბამბის მეფეს, და მომავალშიც უდავოდ ეგვიპტე შეინარჩუნებს ამ გვირგვინს, ბუნებრივი შესაძლებლობების წყალობით ბამბის კულტივირებისთვის.