სენსაციური პროექტი!
ასი მილიონი საქართველოს მოსახლეობას ახალი ტექნიკის შესაძენად ”სმაილისგან“ და ვითიბი ბანკის უპრეცედენტო შეთავაზება !!!
მაღაზიათა ქსელი "სმაილი" და "ვითიბი ბანკი“, 29 მაისიდან, საზოგადოებას განვადების ახალ აქციას სთავაზობს. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ მათთვის სასურველი ნებისმიერი საოჯახო ტექნიკა და სულ რაღაც ერთი წუთის განმავლობაში მიიღონ ვითიბი ბანკის უპროცენტო განვადება, განსხვავებული და საგრძნობლად გამარტივებული პირობებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ აქციის ფარგლებში, განვადება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდება, პირობების თანახმად, შევსებული 10 განაცხადიდან 9 დამტკიცდება და ამდენად განვადებით სარგებლობა უმრავლეს შემთხევაში იქნება შესაძლებელი. ამისთვის მხოლოდ 150 ლარიანი შემოსავალია საკმარისი. აქციის ფარგლებში მომხამრებელს არ მოუწევს გაცემის საკომისიოს გადახდა და არ მოითხოვება თანამონაწილეობა.
კომპანია "სმაილის" მმართველმა პარტნიორმა ტარიელ მაჭავარიანმა განაცხადა:
ახალი პროექტის ფარგლებში, კომპანია "სმაილი", 100 მილიონი ლარის ღირებულების ტექნიკას ყველაზე ხელსაყრელი პირობებით გასცემს. ყველა მომხმარებელმა, რომელსაც აინტერესებს წამყვანი ბრენდების - SAMSUNG, PANASONIC, HOTPOINT/ARISTON, INDESIT ტექნიკის შეძენა და არ სურს დაკარგოს დრო ან გადაიხადოს ზედმეტი, უნდა მიმართოს "სმაილის" ფილიალებს თბილისში, რუსთავში, ბათუმში და მარტივად, 1 წუთში მიიღებს უპროცენტო განვადებას. ასე რომ, ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანს უკვე შესაძლებლობა ექნება შეიძინოს სასურველი ნივთი დაფიქრების გარეშე, თუნდაც მას იმ მომენტისათვის ტექნიკის შესაძენად არანაირი თანხა გათვალისწინებული არ ჰქონდეს.
ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის განვითერების სამმართველოს უფროსმა გივი ვადაჭკორიამ განაცხადა:
ვითიბი ბანკი მომხარებელს განვადების უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს, რომელიც პირობების მაქსიმალური გამარტივების შედეგად, ერთი წუთის განმავლობაში, ათიდან ცხრა მომხმარებელს დაუმტკიცდება. აქციის ფარგლებში, მომხარებელს შეეძლება სასურველი ნივთი, ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე, შეიძინოს, რადგან არ მოითხოვება არც საკომისიო და არც თანამონაწილეობა.