Coffeesta - ს ქსელის პირველი კაფე თბილისში
პირველი ივნისიდან ოფიციალურად გაიხსნა თბილისში Coffeesta -ს ქსელის პირველი კაფე რუსთაველის პოსპექტის 52 ში. კომპანია გეგმავს აქტიურ განვითარებას ქართულ ბაზარზე და აპირებს კიდევ ხუთი ობიექტის გახსნას. Coffeesta სთავაზობს კლიენტებს ვრცელ, კარგად აღჭურვილ სივრცეებს, და ფოკუსირებულია სწრაფ მომსახურებაზე. ყავას ამზადებენ ასი პროცენტიანი არაბიკისგან (ექსკლუზიური ბრენდი!), ძირითადად მოგართმევენ 200 მლ ფინჯნებში, სხვა სასმელები კი მათ შორის სხვადასხვაგვარი ყავა, შეესაბამება 400მლ-500მლ პროპორციებს.
არჩევანზე შემოთავაზებულია ცივი და ცხელი სასმელების 40 სორტი, ნაირგვარი საკონდიტრო ნაწარმი, ნამცხვრები და ცივი კერძები.
ყავა არ არის უბრალოდ სასმელი, ეს მთელი რიტუალია, რომელსაც მოაქვს სიხარული ადამიანებისთვის მთელს მსოფლიოში. Coffeesta -ში თვლიან რომ ყველასთვის უნდა იყოს მისაწვდომი მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ყავა (ამის მტკიცებულება არის ის რომ ყავის პროდუქციაზე არის დაბალი ფასები).
Coffeesta -ში არის კომფორტული და მყუდრო თითქმის ოჯახური ატმოსფერო, და ეს უზრუნველყოფს სასიამოვნო და ქეთილსასურველ გარემოს ყველასათვის ნებისმიერ დროს, როგორც მარტოხელა ადამიანებს ასევე მათ ვინც მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად მოდის.
დასახელება Coffeesta წარმოიქმნა "ის ვისაც ყავა უყვარს და მათი მიმდევრები" (ეს არის მინიშნება რომელსაც კომპანიის მმართველობა გვთავაზობს).
კაფეში პირდებიან სტუმრების სპეციალური შემოთავაზებებით განებივრებას (რაც უკვე ბევრჯერ გაკეთდა).