შოფინგ ფესტივალი თ ბილისი მოლში - აქციის პირობები
შოფინგ ფესტივალი თ ბილისი მოლში - აქციის პირობები
აქციის პე რიოდი: 13.11.2015 -23.11.2015 (ჩათვლით)
აქციის შინ ა არს ი: აქციის პერიოდში თბილისი მოლის ნებისმიერ მაღაზიაში, ყოველ დახარჯულ 10
ლარზე უნიქარდზე გროვდება 1 ქულა (შემდგომში საბონუსე ქულა).
საბონუსე ქულის დარიცხვის სპეციფიკა:
დღეში დაგროვებული საბონუსე ქულების მაქსიმალური მოცულობა - 50 ქულა ბარათზე;
ბარათის მფლობელის მონაცემები უნდა იყოს რეგისტრირებული უნიქარდის სისტემაში 2015
წლის ბოლომდე;
ფესტივალის პერიოდში დარიცხული საბონუსე ქულების გააქტიურება მოხდება უნიქარდის
ნებისმიერი პარტნიორ კომპანიაში 10 ქულის დაგროვებისთანავე (თუ უნიქარდის ანგარიშზე
დაკავშირებულია რამოდენიმე ბარათი, რომლზეც განხორციელდა ფესტივალის საბონუსე
ქულების დარიცხვა, თითოეულ ბარათს დამოუკიდებლად სჭირდება პირობის
დაკმაყოფილება 2015 წლის ბოლომდე).
ს ა ბონუს ე ქულის დარიც ხვ ის პროცე ს ის ის აღწე რილობა :
საბონუსე ქულის დარიცხვა მოხდება თბილისი მოლში არსებულ ნებისმიერი (მათ შორის
მცირე ზომის სტენდის თუ სხვა სპეციფიური ობიექტის) მაღაზიის შენაძენზე;
ფესტივალის პერიოდში განხორციელებულ შენაძენზე მიღებული ჩეკის წარდგენა უნდა
მოხდეს თბილისი მოლში განთავსებულ უნიქარდის მომსახურების ცენტრებში (თბილისი
მოლის ცენტრალურ ფოიეში განთავსებულ უნიდესკთან);
საბონუსე ქულის დარიცხვა შესაძელბელია როგორც არსებულ, ისე ახლად გახსნილ ბარათზე;
ოპერატორი ამოწმებს ჩეკის ვალიდურობას - მიმდინარე თარიღი, თბილისი მოლის
მისამართი (დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კილომეტრი, თბილისი მოლი);
ერთი მომხმარებლის მიერ წარდგენილი ჩეკების რაოდენობა შეზღუდული არ არის;
თუ ბარათი რეგისტრირებულია უნიქარდის სისტემაში საბონუსე ქულების გააქტიურება
მოხდება ბარათზე 10 ქულის დაგროვებისთანავე, პირობის შესრულების მაქსიმალური ვადაა
─ 2015 წლის 31 დეკემბერი, 24:00 საათი. ქულის დაგროვება უნდა მოხდეს უნიქარდის
პარტიორ კომპანიებში;
არარეგისტრირებულ ბარათზე ქულების გააქტიურება განხორციელდება, თუ 2015 წლის
ბოლომდე მოხდება ბარათზე მონაცემების რეგისტრირება და დაფიქსირდება 10 ქულის
დაგროვება უნიქარდის პარტნიორებთან. საბონუსე ქულები გააქტიურდება ორივე პირობის
შესრულებისთანავე;
ბარათი დარეგისტრირებულად ითვლება თუ შევსებულია: სახელი და გვარი, მობ.
ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და საკონტაქტო მისამართი;
თუ ანგარიშის მფლობელი რეგისტრირებულია, ხოლო ბარათი, რომელზეც შესრულდა
საბონუსე ქულის დარიცხვა არ არის რეგისტრირებული, საბონუსე ქულის დარიცხვა ვერ
მოხდება;
თუ მომხმარებელს დაერიცხა საბონუსე ქულა რამოდენიმე განსხვავებულ დღეს, პირობის
დაკმაყოფილების შემდეგ გააქტიურდება მიმდინარე მომენტამდე დარიცხული ყველა
საბონუსე ქულა;
თუ მომხმარებელს გააქტიურებული საბონუსე ქულის შემდგომ კვლავ დაერიცხება საბონუსე
ქულა, მისი გააქტიურებისათვის საჭიროა ხელახლა პირობის დაკმაყოფილება.