Factory 27

კაფე რესტორანი

ჩვენ შესახებ

Factory 27 - არის დაწესებულება ავანგარდულ სტილში. ადგილობრივების კომენტარებს თუ შევხედავთ სოციალურ ჯგუფებში, საკმარისია ამის გაკეთება ფეისბუკში, უმეტესობა მათგანი ასახელებს ამ დაწესებულებას როგორც ერთერთ საუკეთესოს ქალაქში. ისინი ამბობენ რომ ნამდვილად ღირს ამ ადგილას მისვლა, საკუთარ თავს ერთხელ მაინც უნდა მიანიჭოთ ეს სიამოვნება.

მისი ადგილმდებარეიობის ნახვაში ზანდუკელის ქუჩაზე დაგეხმარებათ გრაფიტის ნახატები ორსართულიანი შენობის კედელზე, რომელიც შექმნილია თბილისის გრაფიტის მხატვარის TamOonz მიერ.

ინტერიერის დიზაინი ასახავს ოთხმოცდაათიანების ქუჩების კულტურის და საერთაშორისო პოპ არტის მიქსს. ზოგადად როი ლიხტენშტეინის სახით: მისი ცნობილი ნაწარმოების რეპროდუქციები Spray, Kiss II. გრაფიტი, Factory 27 - ის სტილიანი ვითარება, ფასონური სკამები და მაგიდები მყუდრო ეზოში, საინტერესო აუდიტორია, არაორაზროვანია რომ ისინი არიან ტექნოს და ჰიპ-ჰოპის მოყვარულნი - ეს ყველაფერი იმის შეგრძნებას გაძლევს თითქოს თბილისში კი არა სადღაც ბერლინში იმყოფები,რომელიც ცნობილია თავისი ანდერგრაუნდის ხელოვნებით, თანაც რესტორნის მიწის ქვეშ განლაგებას თუ გავითვალისწინებთ. მაგრამ აქ ნამდვილად კარგად იგრძნობთ თავს და თავისუფლად.

ატმოსფეროს გარდა Factory 27 - არის შესანიშნავი ადგილი რომლის რეკომენდაციის გაწევა შეიძლება მენიუს ხათრითაც. ზოგ ადგილებს ირჩევენ კარგი ალქოჰოლური სასმელების გამო, მეორეებს მხოლოდ კარგი სამზარეულოსთვის. Factory 27 ში კი ეს ორი რამ შეთავსებულია. კერძები რომლებსაც აქ ამზადებენ უბრალოდ საოცრად გემრიელია. ინტერნაციონალური სამზარეულო მდიდარი ახალდამზადებული ქონებით, გემრიელი სუპებით, სოუსებით და ბუტერბროდებით. ტაკო, ფალაფელი სალსათი, კესადილია, გუამაკოლე და ჰუმუსი.

მენიუ იცვლება განსაზღვრულ დღეებში როდესაც შეფ-მზარეული წარმოადგენს იტალიურ კვირეულს ან მექსიკურ კვირეულს თბილისში. სასმელები მკაფიო ფერებისაა (წითელი, ყვითელი, მწვანე) და "იმეორებენ" Factory 27 - ის კედლებზე არსებულ ხელობნებას. დასვენების დღეებში რესტორანი პატჟებს განსაკუთრებულ სტუმრებსб რომლებიც აცოცხლებენ ატმოსფეროს დაუნტემპოს მუსიკით, ისეთებს როგორც DJ TROTSKY.