ავალონი
-
-
დიდუბე, ა. ბაქრაძის, 40
-
- +995 32 252 30 20,
- +995 32 252 00 00
-
12:00 მდე 03:00 ორშაბათი-კვირა
-
-
სამზარეულო
-
ფუნქციები მენიუდან
-
ცოცხალი მუსიკადიახ
-
relax.ge რეკომენდაციას
-
გადახდა საკრედიტო ბარათითარსებობს
-
Wi-Fiარსებობს
-
გასართობი
-
სისტემის ფასდაკლებაარსებობს
-
სამსახური ფუნქციები
-
ჩვენ შესახებ
ჩვენს დროში, ქალაქის ხმაურისა და ქაოსისაგან შორს - სტუმართმოყვარე ციხე ა ვ ა ლ ო ნ ი განთავსდა. ჩვენ საგულდაგულოდ შევეცადეთ შუასაუკუნეობრივი ციხის ატმოსფერო განგვეახლებინა. ასწლეულებისა და ისტორიის მიღმა, ციხე ავალონი თქვენ ზღაპრულ ნადიმზე დასწრების საშუალებას გაძლევთ. მოინახულეთ ავალონის არაჩვეულებრივი დარბაზები, აღფრთოვანდით ვიტრაჟული ფანჯრების მზის ანარეკლითა და კედლის პანოს დახვეწილი სილამაზით. დააგემოვნეთ შეფ-მზარეულის გამორჩეული კერძები და დატკბით ჩვენი სარდაფის შესანიშნავი ღვინოებით. ავალონი - ეს ის ადგილია, სადაც წარსულსა და მომავალს შორის საზღვარი უხილავი ხდება; აქ ლეგენდები ცოცხლობს და მეფეები პოულობენ მოსასვენებელს.
რესტორანი-ციხე ა ვ ა ლ ო ნ ი - ეს არაჩვეულებრივი ადგილია ძველ მეგობართა შეხვედრის ან რომანტიკული პაემნისათვის. საქმიანი შეხვედრებისა და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისათვის სრულ მზადყოფნაში გელით მკაცრი კაბინეტები. ხოლო თუკი დიდებული სუფრის გამართვას გეგმავთ მასშტაბურ კამპანიაში, მაშინ ჩვენ დიდ დარბაზში განთავსებას შემოგთავაზებთ, სადაც ყველა სტუმარი კომფორტულად მოკალათდება. თუ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად ემზადებით და გსურთ ის დაუვიწყარად აქციოთ, რა შეიძლება იმაზე უფრო მეტად რომანტიკული იყოს, ვიდრე შუა საუკუნეების ციხის კოშკში თქვენი მეორე ნახევრისათვის გულისა და ხელის შეთავაზება!