აცტეკა

რესტორანი

ჩვენ შესახებ

 .

აცტეკები - ინდიელების ერთერთი ეროვნებაა, და კოლუმბის დრომდე არსებული ცივილიზაციაა, რომელიც არსებობდა ცენტრალური მექსიკის ტერიტორიაზე, მე 14-16 საუკუნეებში. ისინი თავს "მეშიკას" უწოდებდნენ (სხვა სახელებთან ერთად). გამომდინარე დასახლებიდან მისგან წარმოიშვა კერძოდ სიტყვა "მექსიკა". აცტეკების იმპერიის დედაქალაქი იყო ქალაქი ტენოჩტიტლანი, რომელიც აშენებული იყო ტბა ტესკოკოს რამოდენიმე კუნძულზე. მის ადგილზე არის განლაგებული დღეს მეხიკო. 
 
მექსიკური სამზარეულო ბევრ რამეში დაფუძნებულია აცტეკების სამზარეულოზე, რომლის ძირითადი პროდუქტიც იყო სიმინდი. კერძების უმეტესი წილი ინარჩუნებს თავდაპირველი დასახელების ნაუტალის ფორმას. 
 
დღეს ყოველ ადამიანს შეუძლია შეიგრძნოს მექსიკური კულტურის და ფოლკლორის სიმდიდრე, დატკბეს ტრადიციული საჭმელით აუტენტურ გარემოში მექსიკისგან შორს, ამის გაკეთება ჩვენს რესტორანშიც შეგიძლიათ. 
 
"აცტეკა" მიესალმება თავის სტუმრებს თბილ სტუმართმოყვარე ატმოსფეროში, დახვეწილ ინტერიერში, რომლის დიზაინიც შექმნილია კლასიკურ მექსიკურ სტილში. მეგობრული პერსონალი გააკეთებს ყოველივე შესაძლებელს იმისათვის რომ თქვენი ვიზიტი რესტორანში გახდეს სასიამოვნო. 
 
მექსიკური სამზარეულოს თაყვანისმცემლები ოდნავადაც არ იქნებიან იმედგაცრუებულნი, რადგან რესტორან "აცტეკას" მზარეულებს აქვთ მომზადების დიდი გამოცდილება. ცივი და ცხელი კერძები მზადდება საღი პროდუქტებისგან ორიგინალის რეცეპტების შესაბამისობაში. ტაკო, ბურიტო, ნაჩოსი, კესადილია, ენჩილადა... 
 
მექსიკური კერძები მდიდარია სანელებლებით, რაც შესაძლოა არ მოეწონოს ქართველებს. მაგრამ რესტორან "აცტეკაში" მომზადებული კერძები ძალიან მოსწონთ თბილისის სტუმრებს. ისისნი ხშირი სტუმრები არიან ჩვენს რესტორანში. 
 
"აცტეკა" ასევე გთავაზობთ დასალევების შესანიშნავ არჩეანს, და გემრიელ კოქტეილებს. უყურყდღებოდ არ დაგრჩებათ ასევე მექსიკური ლუდის ბრენდებიც. 
 
სურვილისამებრ "აცტეკაში" შეგიძლიათ დაბადების დღის გადახდა, ან კორპორატიული საღამოს მოწყობა. 
 
სტუმრების განკარგულებაში არის ორი სართული და მომხიბლავი შიდა ეზო.