ბისიენ ჰისპანია
-
-
ძველი თბილისი, სამღებროს, 6
-
- +995 558 20 73 08
-
-
სამზარეულო
-
ფუნქციები მენიუდანყავის ნაირსახეობები, კოქტეილების ნაირსახეობები, ღვინის ნაირსახეობები/და სხვა ალკოჰოლური სასმელების, გრილი, ახლად გამომცხვა, დესერტები, სადილის მენიუ, საჭმლის
-
ცოცხალი მუსიკადიახ
-
საზაფხულო ტერასაარსებობს
-
კონდიციონერიარსებობს
-
relax.ge რეკომენდაციას
-
Wi-Fiარსებობს
-
გადახდა საკრედიტო ბარათითარსებობს
-
ჩვენ შესახებ
ესპანური კერძები თბილისში
საუკეთესო ხარისხის და პროდუქტების დიდი ნაირგვარობის წყალობით, ესპანური გასტრონომია უდავოდ არის ესპანეთის ერთ-ერთი უმთავრესი ტურისტული ღირსშესანიშნაობა. შეუძლებელია საუბარი რაიმე კონკრეტულ ესპანურ სამზარეულოს შესახებ, რამეთუ რეგიონებიდან გამომდინარე, სასოფლო რეგიონებიდან დაწყებული მისული ზღვისპირეთის რეგიონებამდე, კულინარული უპირატესობები იცვლება. გარდა ამისა ესპანეთი საუკუნეების განმავლობაში იმყოფებოდა სხვადასხვა კულტურების ზეგავლენის ქვეშ. ესპანური მიწა დაპყრობილი იყო, შემგომში კი ესპანეთი თავად გახდა მსოფლიოში უდიდესი კოლონიზატორი.
გასტრონომიული კონცეფცია იმდენად ნაირფეროვანია, რომ ბევრი ისტორიკოსი, ავტორი, რომელიც წერს კულინარიის შესახებ, საუბრობენ ესპანეთის სამზარეულოზე მრავლობით რიცხვში - ესპანური სამზარეულოები. დღესდღეობით ესპანური სამზარეულო ერთდროულად არსებობს ორ რეალობაში, კლასიკურში და პოპულარულში, დაფუძნებული ტრადიციებზე და თანამედროვეში, რომლის დამზადებისთვისაც იყენებენ ინოვაციურ მეთოდებს, რომელსაც ქმნიან მსფლიოში ცნობილი შეფ-მზარეულები.
კლასიკური სამზარეულოს ზოგიერთი კერძები რომლებსაც აქვს რელიგიური ფესვები, გახდა ინტერნაციონალური. იშვიათია რომ ვინმეს არ ეცოდინოს "ტაპასი".
ყველა რეგიონალური სამზარეულო დახასიათებულია განსაზღვრული საერთო "ნაკვთით", მაგალითად ზეითუნის ზეთი, რომელსაც უწოდებენ "თხევად ოქროს", ნიორი და ხახვი - მნიშვნელოვანი საკაზმია. ასევე ჭიქა ღვინო რომელიც აუცილებელი სატრაპეზო ატრიბუტია და აუცილებლად პურის საკმარისი რაოდენობის გამოყენება. ღვინოს სანიშნო ადგილი უკავია ესპანურ გასტრონომიაში, მაგრამ ზოგიერთ ჩრდილოეთის რეგიონებში პოპულარულია სხვა სასმელებიც, მაგალითად სიდრი.
მათ აქვთ კარგი ჩვევა, სალათების ჭამა, რომლებიც დამზადებულია საღი, ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულისგან, დესერტზე კი მიირთმევენ ხილეულსა და რძის ნაწარმს.
ესპანურ საფირმო კერძებში განსაკუთრებულ როლს მიუჩნევენ ტორტილია დე პატატასს, პაელიას, პისტოსს, მიგასს, გასპაჩოს, და ყველებს. (ყოველ რეგიონში აწარმოებენ საკუთარ ტრადიციულ ყველს). ძალიან ბევრი კერძი არის ბოსტნეულით (ოსპი, ბარდა ლობიო და სხვა), თუმცაღა ისევ და ისევ სხვადასხვა რეგიონებში მათ ამზადებენ სხვადასხვანაირად, ასევე განსხვავდება პურის და ფუნთუშების დამზადების რეცეპტები.
ესპანეთის მთელ ტერიტორიაზე ღვინის არჩევანი ფრიად დიდია. ყოველ ცალკეულ ავტონომიურ გაერთიანებას გააჩნია თავისი რამოდენიმე მეღვინეობის რეგიონი, რომლებიც აწარმოებენ საჩინო რეპუტაციის და უმაღლესი ხარისხის ღვინოს, რომელსაც გააჩნია საქონლის წარმოების ადგილის დასახელების სტატუსი.
რა თქმა უნდა ნუ დაგვავიწდება ტკბილი მომენტებიც - ესპანეთში ტორტები და ნამცხვრები უყვართ ძალიან. ყველაზე განთქმული ტკბილი ნამცხვარი არის ჩუროსი. საერთოდ ჩუროსს ტრადიციულად საუზმეზე მიირთმევენ.
ესპანური კერძებით თბილისში შეგიძლიათ დატკბეთ რესტორანში - BCN Hispañia. ის ყოველ ჯერზე სულ უფრო უკეთესი და უკეთესი ხდება, როგორც მომსახურეობის მხრივ ასევე საკვების მიმართებაშიც. თუ თავიდან იყო ზოგიერთი დამახასიათებელი ინგრედიენტების უკმარისობა, დღეს როდესაც შეფ-მზარეულმა გაიარა უშვალოდ ესპანეთში საკულინარიო ოსტატობის კურსები, შეიძლება დარწმუნებით ითქვას რომ ეს არის კარგი დაწესებულება სადაც ჩინებულად ამზადებენ ესპანური სამზარეულოს კერძებს. აუცილებლად უნდა გასინჯოთ ხამონ იბერიკო და სოლომილიო - ესპანეთის სამზარეულოს სიმბოლო და რესტორნის საფირმო კერძები.