კიოტო
იაპონური რესტორანი
-
-
მთაწმინდა, რუსთაველის, 16
-
- +995 32 292 00 11
-
10:00 მდე 24:00 ორშაბათი-კვირა
-
-
ფუნქციები მენიუდანჩაის ნაირსახეობები, ყავის ნაირსახეობები, ღვინის ნაირსახეობები/და სხვა ალკოჰოლური სასმელების (ბარი), დესერტები, სუში, სადილის მენიუ (ლანჩი: 12.00 - 17.00), საჭმლის, ზღვის პროდუქტები
-
სამზარეულო
-
relax.ge რეკომენდაციასდაისვენოთ მეგობართა ჯგუფის, საქმიანი შეხვედრის მოწყობა, გოგონას დაპატიჟება, მშვიდი ადგილი, იმისათვის, საკვები სახლში მიტანის
-
კონდიციონერიარსებობს
-
Wi-Fiარსებობს
-
გადახდა საკრედიტო ბარათითარსებობს
-
გასართობი
-
სამსახური ფუნქციები
-
ჩვენ შესახებ
ბოლო ათი წლის განმავლობაში ანიმე და კარაოკეს თანაბრად საკვები არის იაპონიის უდიდესი კულტურული ექსპორტი. ეს არის გლობალიზაციის ერთერთი უპირატესობა, იაპონური სამზარეულოს თაყვყნისმცემლებს არ მართებთ დღეს ძვირადღირებული რეისის შეკვეთა იაპონიაში, იმისათვის რომ იგემონ სუში, ატრია - უდონი ნნ ვაგიუ (კობეს მარმარილოსებური ძროხის ხორცი).
ბოლო ათი წლის განმავლობაში მთელს მსოფლიოში გაიხსნა ათასობით იაპონური რესტორანი. იაპონიის სასოფლო-სამეურნეო და მეთევზეობის სამინისტროს მონაცემების შესაბამისად 24 000 დაწესებულება. ამ კაფებსა და რესტორნებში ამზადებენ იაპონური სამზარეულოს ბევრნაირ კერძებს, სუშიდან დაწყებული. თუმცაღა სამართალისთვის უნდა აღვნიშნოთ რომ, დღეს მთელს მსოფლიოში პოპულარული სუში (თითქმის იმ დონეზე რაც იტალიური პიცა), იაპონური სამზარეულოს ძირითადი მოთამაშე როდი არის.
სუშის სავალი იწყებოდა ქუჩის სასაუზმედან ფეოდალურ იაპონიაში. დღეს თუ ნებისმიერ იაპონელს შეეკითხებით ნაციონალური სამზარეულოს კერძების შესახებ, დიდი ალბათობა არსებობს იმისა რომ გაიგონებთ სიტყვას "ტემპურა" (კერძის დასახელება სხვათაშორის როგორც მომზადების წესი არის პორტუგალური წარმოშობის). და ასევე შესაძლოა გაიგონებთ დასახელებას - სუკიაკი (კლასიკურად ითვლება ზამთრის კერძი).
რა თქმა უნდა არ უნდა ველოდოთ სათითაოდ ყველა იაპონური რესტორნისთვის მოწონება, ყოველ შემთხვევაში "ბოროტი" გურმანებისგან იაპონიიდან. ზოგი ადგილობრივი ინტერპრიტაციები უბრალოდ ვერ შეესაბამება ამ სახელმწიფოს სამზარეულოს მაღალ სტანდარტებს. და ეს არა მხოლოდ გემოვნების საფუძვლებს ეხება (ხშირად იაპონური კერძები ევროპული გემოვნებისადმი ადაპტირებას ითხოვს), არამედ მზარეულის სათანადო მომზადებას.
გიორგი ჭინჭარაშვილი - "კიოტო" ს შეფ მზარეული და ასევე მისი მფლობელი - არის ერთერთი ყველაზე გამოცდილი იტამაე. ის არის ერთერთი ყველაზე იდუმალი შეფ-მზარეული - იაპონური სამზარეულოს სენსეი საქართველოში. შეუდარებელი ექსპერტი, რომელსაც ძალუძს სტუმრების გაოცება განსაკუთრებული იმპროვიზაციის ოსტატობით. ის იყო თბილისში პირველი იაპონური რესტორნის "ტოკიო" შშეფ-მზარეული, შემდეგ მუშაობდა რესტორანში "საკურა". იაპონური სამზარეულოს კულინარული საიდუმლოებანი მან შეისწავლა ამომავალი მზის ქვეყანაში, და მისი მასწავლებელი იყო იაპონიაში ცნობილი შეფ-მზარეული.
გიორგიმ მოგვიყვა რომ მან მისგან ისწავლა არა მხოლოდ სუშის დამზადება არამედ ბევრი შეიცნო სამზარეულოში ურთიერთობების კულტურის შესახებ, რაც მოგვიანებით გამოიყენა როდესაც რესტორანის "საკურა" შეფ-მზარეული გახდა. ის არის მზარეულებს შორის მეგობრული ურთიერთობების მომხრე დაფუძნებული ურთიერთ პატივისცემაზე.
რათა იყო განსჭვალული იაპონური სამზარეულოს საიდუმლოებებით, არ უნდა შევადაროთ ის სხვა ქვეყნების სამზარეულოს, თუმცა იაპონური კერძები ბევრ შემთხვევაში იქმნებოდა სხვა ერების ტრადიციების გასტრონომული გავლენის ქვეშ. მაგრამ ღებულობდნენ რა ამ გავლენას ისინი იმპროვიზირებდნენ, რათა შეექმნათ თავისი საკუთარი უნიკალური მომზადების სტილი და კვების კულტურა.
უპირველეს ყოვლისა იაპონური სამზარეულო ითვლება ერთერთ ჯანმრთელ საკვებად მსოფლიოში. იაპონელები დიდ ხანს ცოცხლობენ სწორედ თავისი ჯანმრთელი კვების გამო. კერძის დამზადებისთვის ისინი იყენებენ მხოლოდ ახალ პროდუქტებს, უპირატესობას სეზონურ პროდუქტებს აძლევენ (ისინი პროდუქტებს კერძის დამზადების დღეს ყიდულობენ). იაპონური სამზარეულოს უმნიშვნელოვანესი განსაკუთრება არის მისი ესთეთიკური მხარე - კერძის ორგანიზება ისეთნაირად რომ ის გამოიყურებოდეს კოხტად, დახვეწილად.
გიორგი, როგორც ოსტატი მზარეული თვლის რომ სამზარეულოს იმპროვიზაცია უყვარს. ის თავს აძლევს უფლებას შეიტანოს იაპონურ კერძებში ცოტაოდენი ქართული გემო, რაც ძალიან მოსწონთ იაპონიიდან ჩამოსულ სტუმრებს. ყველა კულინარული შემოქმედება არის სილამაზის და გემოვნების ზეიმი. "კიოტო" ს შეფ მზარეული დიდი სიამოვნებით უზიარებს სტუმრებს თავის კულინარულ გამოცდილებას. ხსნის თავის გასტრონომულ საიდუმლოებებს ყოველ დაინტერესებულ სტუმართან მის რესტორანში.
"კიოტო" - არის ადგილი, სადაც ყოველი იქ მომსვლელი ხდება მეგობრულ ოჯახში. მომსახურე პერსონალი აკეთებს მაქსიმალურად ყველაფერს რაც კი შესაძლებელია, იმისათვის რომ სტუმრების რასტორანში ყოფნა გახადონ მათთვის სასიამოვნო, გემრიელი და ლამაზი.