რეტრო კაფე ლე კაბერნე

ლე კაბერნე

რეტრო კაფე

ჩვენ შესახებ

საუცხოო საღამოს გვპირდებიან საოცარ კაფეში Le Cabernet. ადგილი, სადაც სტუმრები ტკბებიან უბრალო მაგრამ სანდომიანი სიხარულით, აგემოვნებენ კლასიკურ ფრანგულ სამზარეულოს, რომელიც საღი პროდუქტებისგან არის მომზადებული. სასიამოვნო საუბარი მიმდინარეობს საფონო მშვიდი მუსიკის თანხლებით (უპირატესობა ჯაზს ენიჭება). უკვე ათ წელზე მეტია რაც კაფე Le Cabernet გვთვაზობს მყუდრო ატმოსფეროს და აუტენტურ ფრანგულ სამზარეულოს. რესტორანი დიდ ხანია რაც თბილის ბომონდის საყვარელი ადგილია, აქ მოსვლა უყვართ პოლიტიკოსებს, დიპლომატიურ კორპუსს, ბიზნესის ხალხს და ხელოვნების მოღვაწეებს. სივრცის ინტერიერი არის მოწყობილი დიდი სითბოთი და გემოვნებით: ბუხარი, ბარი, სანთლები, პარიზის და პარიზელების შავ-თეთრი სურათები კედლებზე, შექმნილი 20 საუკუნის ცნობილი ფოტოგრაფების მიერ, საინტერესო ძველი აქსესუარები - დიზაინის ერთგვარი გასაკუთრებულობანია. ინტერიერის ფერის პალიტრა შესრულებულია ყვითელ, სტაფილოს და შავ ფერებში. რესტორანი აერთებს ორ პატარა დარბაზს, საშუალოდ 30 ადამიანის ტევადობით. ერთერთ მათგანში არის ბუხარი. ეს არის იდეალური ადგილი საქმიანი სადილისა ან რომანტიული შეხვედრის ჩასატარებლად. Le Cabernet - ის სპეციალური კერძებია: ქათმის ღვიძლის სალათი, სთეიქი, დესერტები ტარტ ტატენ და ნუგის გლიასე. სადილის მენიუ შეიცავს რამოდენიმე სალათს და ცხელი კერძების ფართო არჩევანი. ფასები გონივრულია.