პაბი, რესტორანი პაულანერის კოშკი

პაულანერის კოშკი

პაბი, რესტორანი

ჩვენ შესახებ

 ხეში გაწყობილი ინტერიერი, თბილი ფერები, ძველებური ნივთები, სასიამოვნო მუსიკა და რაც მთავარია, საუკეთესო გერმანული და ბელგიური ლუდი, პაულანერის კოშკს სიმყუდროვესა და მიმზიდველობას ანიჭებს.

ნატახტარში მდებარე პაბი 2010 წლის ოქტომბრიდან ემსახუბა ლუდის მოყვარეულებს და ხარისხიანი ლუდის ფართო ასორტიმენტთან ერთად უამრავ გემრიელ კერძს სათავაზობს. ქართული და ევროპული სამზარეულოს ნაზავი დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სად შეხვდებით უგემრიელეს ,,მწყრისა და კურდღლის ბალეტს", ,,ოკუნისა და ბარაბულკების ალერსს" თუ არა პაულანერის კოშკში.

ეს მხოლოდ მცირეა იმ დიდი და გემრიელი ჩამონათვლიდან, რომელსაც პაულანერის მენიუ გთავაზობთ. გვესტუმრეთ ყოველთვის, მეგობრული შეკრებების დროსა თუ გადამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, დაისვენეთ და თავად დააგემოვნეთ უნიკალური კულინარიული შედევრები და უგემრიელესი ლუდი. paulaner-pub.ge/index.php