პიცერია და სტეიკჰაუსი პომოდორისიმო

პომოდორისიმო

პიცერია და სტეიკჰაუსი

ჩვენ შესახებ

 2012 წლის ივლისში გახსნილმა: "პომოდორისომომ" მალევე მოიპოვა პოპულარობა ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ქალაქის სტუმრებს შორის მისაღები ფასებით, სასიამოვნო ატმოსფეროთი და კერძების ფართო არჩევანით იტალიური და ამერიკული სამზარეულოდან. დაწესებულება განთავსდა ვაკის რაიონში თბილისში თურქეთის საელჩოდან 100 მეტრში.


სტუმრებს შეუძლიათ განთავსდნენ კაფის ორ კარგად გაფორმებულ სართულზე. პირველ სართულზე განთავსებულია იტალიური კაფე ტრადიციული სუფრებით თეთრ-წითელ უჯრედებში, ხის იატაკით, ღია აგურის კედლით და ხის ღუმელით დარბაზის კუთხეში. მეორე სართული პირველზე გაცილებით დიდია და გაფორმებულია თანამედროვე სტილში. მაღლა განთავსებულია ბარი. გარდა ამისა, დაწესებულებაში არის ორი VIP დარბაზი (დიდი და მცირე). კაფეს მთლიანი ტევადობა შეადგებს 118 ადამიანს.

დაწესებულების გაყიდვების ხიტებად ითვლება ამერიკული სტეიკები, იტალიური პიცა და პასტა. სალათები წარმოდგენილია ორი სახის პორციებით - დიდი და საშუალო. პიცის ფართო არჩევანი გაახარებს ნებისმიერ გურმანს. კერძების მირთმევა ხდება ძალიან სწრაფად, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი გამოდის ძალიან ცხიმიანი. ადგილი ითვლება ყველაზე ხელსაყრელ იტალიურ რესტორნად ქალაქში. პიცა, საშუალოდ ჯდება 10-20 ლარი. სალათებს გააჩნიათ თითქმის იგივე ფასი, თუმცა სტეიკები უფრო ძვირია.

დაწესებულება მუშაობს ღია სამზარეულოს პრინციპით, ანუ სტუმრებს შეუძლიათ უყურონ კერძების მომზადების პროცესს. ასე შესაძლებელია თვალყური ადევნოთ სტეიკის მომზადებას, რომელიც იქცევა ნამდვილ შოუდ. მენიუში წარმოდგენილია 20-ზე მეტი სხვადასხვა სახის სტეიკი, რომელიც მზადდება შერჩეული ხორცით სამი სახის წიწაკით, თაფლითა და როზმარინით ღვინოში. სტეიკის ზომა შეადგენს დაახლოებით 3-5 სმ-ს.

საღამოს 8 საათზე, ხუთშაბათიდან კვირამდე აქ შეგიძლიათ მოუსმინოთ „ცოცხალ" ფორტეპიანოს მუსიკას. სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო Wi-Fi-ითა და პარკირებით, ასევე გადაიხადონ უნაღდო ანგარიშსწორებით. გარდა ამისა, კაფე ასრულებს პიცების მიტანას სახლებში, ატარებს საღამოებსა და ფურშეტებს. „პომოდორისიმო" იღებს სტუმრებს ყოველ დღე დილის 11 საათიდან ღამის 12 საათამდე.