საკურა (რესტორანი)
-
-
ვაკე, აბაშიძის, 31
-
- +995 32 230 30 30
-
12:00 მდე 02:00 (ბოლო სტუმრის გაცილებამდე) ორშაბათი-კვირა
-
-
მოწევაჩართულია
-
სამზარეულო
-
ფუნქციები მენიუდანსუში, ჩაის ნაირსახეობები, ღვინის ნაირსახეობები/და სხვა ალკოჰოლური სასმელების (არსებობს ბარი სრულ), ჩამოსასხმელი ლუდი, სადილის მენიუ (ბიზნეს ლანჩი (12:00 - 16:00)), საჭმლის, ზღვის პროდუქტები, საფირმო (ზღვის ტერიაკი)
-
კონდიციონერიარსებობს
-
relax.ge რეკომენდაციას
-
Wi-Fiარსებობს
-
გადახდა საკრედიტო ბარათითარსებობს
-
გასართობი
-
სამსახური ფუნქციები
-
სისტემის ფასდაკლებაარსებობს (15%–20% ფასდაკლება მუდმივი კლიენტებისთვის)
-
ჩვენ შესახებ
ტერიაკი - შეწვის ერთერთი პოპულარული ხერხი და იაპონიის ერთერთი ყველაზე ცნობილი «კულტურული ექსპორტი». მთელ მსოფლიოში ტერმინი «ტერიაკი» გამოიყენება გრილზე დამზადებული ხორცის ან თევზის აღსანიშნავად, შენელებული მარინადით, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ გლაზურირებული შესანიშნავი სოუსი ტერიაკით - რაც გულისხმობს სოიას სოუსის, მირინის, საკეს და შაქრის შენარევს. იაპონურ ენაზე «ტერი» - ნიშნავს «ბრჭყვიალს» («გლაზურს») - მადიანი ბრჭყვიალა სოუსის ზუსტი აღწერა; «იაკი» - ნიშნავს შემწვარს.
საჭმლის ნახშირზე დამზადება, არის ტერიაკის იაპონური კლასიკური დამზადების ხერხი (ტაფაზე შეწვა კი დამატებითი ხერხია). იაპონურ კულნარიაში ტკბილ სოიას სოუსს ფუნჯით უსმევენ ტერიაკის დამზადების დამასრულებელ ეტაპზე (ის მზადდება თევზის, საქონლის ხორცის, ღორის ხორცისა და ბოსტნეულისგან). მიზანი კი ემსახურება არა მხოლოდ იმას რომ საჭმელი გახდეს შეხედულად ბრჭყვიალა, არამედ არომატის მისაცემადაც.
იაპონიაში უპირატესობას ანიჭებენ ქაშაყს, ორაგულს, კალმახს, სკუმბრიას, მირინს და ზოლებიან თინუსს. ასევე უპირატესობა ენიჭება ზღვის პროდუქტებს (კალმარს, მოლუსკებს, კიბოსნაირებს). დასავლეთ ქვეყნებში კი ურჩევნიათ ხორცი (ქათმის, ცხვრის, ღორის, საქონლის). ტერიაკის მეთოდს გამოიყენებენ იაკიტორის დასამზადებლად - ეს არის კათმის ხორცის პატარად დაჭრილი ნაჭრები, აკინძული შამფურზე.
საფირმო კერძი «საკურა» - ტერიაკი ზღვის პროდუქტებისგან და კლასიკური ტერიაკი (იაპონურ სტილში). სხვა ფავორიტებს შორის არის სუში მთელს მის მრავალფეროვნებაში. სამართლისთვის უნდა ითქვას რომ უმეტესი კლიენტებისგან სწორედ მათ ხათრით მოდიან რესტორანში. მუდმივი კლიენტების უმრავლესობა კი თვლის რომ აქ თბილისში საუკეთესო სუშის ამზადებენ. საჭმელი საღი პროდუქტებისგან არის მომზადებული მაგრამ ნამდვილი იაპონური სამზარეულოს მცოდნეებს, ყველა კერძი როდი შეიძლება რომ შეეთავაზოს. რადგან ზოგი მათგანი არ არის სრული სიზუსტით დამზადებული, ასე ვთქვათ იაპონური სამზარეულოს კანონების თანახმად არ არის გაკეთებული, არამედ ადაპტირებული საკუთარი ჩვევების შესაბამისად. ამ ფაქტორს ვერ ჩავთვლით დამაკმაყოფილებლად.
რაც კი შეეხება ინტერიერის დიზაინს, უმეტესობაში ის არის შესრულებული იაპონურ, მინიმალისტურ სტილში, თანამედროვე დეკორაციების დამატებით, მაგრამ არ გააჩნია ზედმეტი პრეტენზიულობა. კლიენტების გარკვეული რაოდენობის დახასიათების თანახმად «საკურაში» არ არის ის განსხვავებული ატმოსფერო რომელიც ახასიათებს ყველა იაპონურ რესტორანს იაპონიის გარეთ. ამასთან «საკურაში» დიდ ყურადღებას აქცევენ სიუბრალოვეს, მაგრამ იაპონური თემა რჩება თითქოს დაუსრულებელი, რესტორანი კი ამ დროს თავს პოზიციონირებს როგორც იაპონურს. მაგიდები ძალიან ახლოს დგას ერთმანეთთან, და სკამები არ არის ძალიან მოხერხებული.
მომსახურება სათანადო დონისაა: თავაზიანი, მაგრამ დაუჩქარებელი. რესტორნის დიდი მინუსია ამაღლებული ფასები საჭმელზე და დასალევზე.
თუ გავითვალისწინებთ იმას რომ აბაშიძის ქუჩაზე განლაგებულია არანაკლებ ოცი რესტორნისა, რომლებიც სთავაზობენ გემრიელად დამზადებულ საჭმელებს საშუალო ფასებში, ნაწილი მათ შორის კი ნამდვილად იმსახურებს თქვენს იქ მისვლას, და ისინი საკმაოდ კონკურენტუნარიარნი არიან საკურასთვის, რესტორნის მფლობელებს მართებთ მინუსებზე ყურადღების მიქცევა.