ტავერნა ძველებური რაჭული
რესტორანი
-
-
ჩუღურეთი, დ. აღმაშენებლის, 65
-
- +995 0790 503 305,
- 295 18 85,
- +995 599 11 24 80
-
-
სამზარეულოქართული (რაჭული სამზარეულო)
-
ფუნქციები მენიუდანკულინარია, ღვინის ნაირსახეობები/და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ახლად გამომცხვა, სადილის მენიუ, საჭმლის, მწვადი
-
კონდიციონერიარსებობს
-
relax.ge რეკომენდაციას
-
გადახდა საკრედიტო ბარათითარსებობს
-
სისტემის ფასდაკლებაარსებობს
-
სამსახური ფუნქციები
-
ჩვენ შესახებ
ტავერნა ძველებური რაჭული
დღესდღეობით თბილისში საკმარისად არის რესტორნები გურმანებისათვის, სადაც არის დახვეწილი ინტერიერი და მომსახურების ყველაზე მაღალი დონე. მაგრამ უმეტესობას ურჩევნია ის დაწესებულებები სადაც შეეძლებათ იგემონ ტრადიციული სამზარეულოს უბრალო და ნოყიერი კერძები. ისინი მომზადებულია ოჯახურად, ძალიან მადის მომგვრელია და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - აქვთ გონივრული ფასი.
ასეთ დაწესებულებებს შორის ნამდვილად თქვენი ყურადღების ღირსი არის ტავერნა "ძველებური რაჭული", რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ეს არის ძალიან მეგობრული ადგილი მყუდრო ინტერიერით, რომელიც გაფორმებულია ქართული ტრადიციული მოტივების შესაბამისად. მომსახურება ამ ადგილას არ არის მომაბეზრებელი, რაც სრულიად არ ნიშნავს უყურადღებობას, პირიქით. აქ ძალიან გესიამოვნებათ დროის გატარება მეგობრებთან ერთად, წარმოუდგენლად გემრიელი კერძებით, რომლებიც მომზადებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან.
ჩქმერული, წითელი მწვანილებიანი ლობიო (ქოთანში), ლობიანი სახლის ლორით, (ლობიანის შიგთავსი არის ლორი შერეული ლობიოსთან) ეს არის ყველაზე ცნობილი კერძი რაჭაში. რაჭა არის ისტორიული-გეოგრაფიული მხარე, რომელიც მდებარეობს მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. ზამთარი არის ღორის დაკლის დრო რაჭველი გლეხებისთვის. ლორს ისინი განსაკუთრებულად ამზადებენ, უმ ხორცში გულდასმით შეაზილავენ მარილს, შემდეგ ამ ხორცს ჩამოკიდებენ ღუმელთან, სამი ითხი დღის შემდეგ მას ათავსებენ სპეციალურ ოთახში რომელიც გაჟღენთილია კვამლით. ლორი მზად არის ორ კვირაში. არ არის რაიმე რაჭულ ხაჭაპურზე გემრიელი, რომელიც მზადდება რაჭის ძროხების რძიდან გაკეთებული ყველისგან. რაჭული ხაჭაპური არ არის ბევრისთვის ჩვეული მრგვალი ფორმის, ის ფორმით არის მართკუთხედი, რაჭული ყველით შიგნით შეზავებული უმ კვერცთან. ღუმელში შეტანის წინ ხაჭაპურის ზედა მხარეს უსმევენ კვერცხის გულს.
ტავერნაში "ძველებური-რაჭული" არსებობს სპეციალური შემოთავაზებები - ჩამოფასებული მენიუ.
რაჭული ხონჩა, ოთხი ადამიანისთვის, რომელიც შეიცავს რესტორანის საფირმო კერძებს: ლორს, ხბოს ნეკნებს აჯიკით, ლობიოს ქოთანში მჭადით, ჩქმერულს, იმერულ ყველს, მწვანილსა და მჟავეულობას და ასევე ვოდკას. სამოცი ლარი ოთხმოცდაათი ლარის მაგივრად.
დიდი პოპულარობით სარგებლობს მენიუ გათვალისწინებული ათ ადამიანზე. კიტრი პამიდორის სალათი (2 პორცია), იმერული ყველი (2 პორცია), მჟავის ასორტი (2 პორცია), ბადრიჯანი ნიგვზით (2 პორცია), ქათმის სალათი (2 პორცია), წიწილა (2 პორცია), ტყემალი (2 პორცია), პური (4 პორცია), რაჭული ხაჭაპური (2 პორცია), ოსტრი (2 პორცია), ქათმის გულღვიძლი (2 პორცია), ღორის მწვადი (4 პორცია), სოკო კეცში (2 პორცია), კარტოფილი ფრი (2 პორცია), ხილის ასორტი (2 პორცია), ლიმონათი (5 ბოთლი), ნაბეღლავი (5 ბოთლი), ვოდკა "ძველებური" (1 ბოთლი - 0,5). ამდაგვარი სუფრისთვის კლიენტები გადაიხდიან 175 ლარს 280 ლარის მაგივრად.