სსრკ
-
-
ვერა, ქიაჩელის, 28
-
- +995 32 298 69 88,
- +995 558 55 08 88,
- +995 595 74 70 74
-
12:00 მდე 00:00 (ბოლო სტუმრის წასვლამდე) ორშაბათი-კვირა
-
-
სამზარეულო
-
ფუნქციები მენიუდან
-
ცოცხალი მუსიკადიახ (პარასკევი და კვირა: 21:00 - 00:00)
-
relax.ge რეკომენდაციას
-
Wi-Fiარსებობს
-
გადახდა საკრედიტო ბარათითარსებობს
-
გასართობიკარაოკე (21:00-00:00)
-
სამსახური ფუნქციები
-
ჩვენ შესახებ
თემატური საბჭოთა ბარი „სსრკ", სახელწოდება რომელიც თავად ამბობს თავის თავზე. ყველას, ვინც მოესწრო ამ ისტორიის პერიოდს, სიმართლე ითქვას, უხარია იხილოს იმ ეპოქის ნივთები და შეაღწიოს წასული წლების ატმოსფეროში. კარაოკე-ბარი განთავსდა დედაქალაქის ცენტრში ვერას რაიონში.
დაწესებულება შედგება ორი დარბაზისაგან. პირველი მოიცავს ბარს მრგვალი ხის მაგიდებითა და სკამებით, როგორც ულიანოვის კაბინეტში. ძველი რუსული მარკები, რუბლები ბაბუა ლენინის გამოსახულებით, წითელი ალამი „კომუნისტური შრომის კოლექტივი", ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის დროშები, ძველი ფოტოსურათები, პროპაგანდისტული პლაკატები და სხვა სამახსოვრო საგნები იწვევს ღიმილს ნებისმიერი ასაკის სტუმარში. მეორე დარბაზი, აღჭურვილი მოსახერხებელი ტყავის სავარძლებით, გვაბრუნებს უკვე ხრუშოვის ეპოქაში. ორივე დარბაზის საერთო ტევადობა შეადგენს 80 ადამიანს.
დაწესებულების მენიუ მოიცავს წვნიანებს, სალათებს, თევზისა და ხორცის კერძებს, დასაყოლებელს.
შეფ-მზარეულს გააჩნია 12 წლის სამუშაო სტაჟი რუსეთში. ბარში აუცილებლად ღირს გასინჯოთ ცხელი თევზის კერძი სახელწოდებით „სსსრ", სოკოს მურაბა „პროლეტარიატი", „ბრეჟნევის ორაგული". საუკეთესო ტრაპეზის დასრულება იქნება ჩაი რაფინადით ან სახლის მურაბით, რომელსაც სთავაზობენ „შევარდნაძის ჭიქაში" (ჭიქა, მოთავსებული მეტალის კარკასში, სახელურით). საშუალო ჩეკი ერთ ადამიანზე შეადგენს 20 ლარს.
საღამოს დაწესულებაში შესაძლოა „ცოცხალი" მუსიკის მოსმენა: პარასკევობითა და შაბათობით 9-დან საღამოს 12-მდე აქ უკრავენ ფორტეპიანოზე, ოთხშაბათობით 9-დან საღამოს 10-მდე - ვიოლინოზე. დანარჩენ დროს დინამიკებიდან ისმის საუკეთესო ხიტები სამოციანი წლების. ყოველ საღამოს, საღამოს 9 საათიდან ღამის 12-მდე სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა აჩვენონ თავიანთი მუსიკალური ნიჭი კარაოკეში მეორე დარბაზში 20 ლარად, რომელიც შედის ანგარიშში.
დაწესებულება მუშაობს ყოველ დღე დღის 12 საათიდან ბოლო სტუმრამდე, ასევე ატარებს ბანკეტებსა და დაბადების დღეებს. იმისათვის, რომ მოხვდეთ აქ დასვენების დღეებში, აუცილებელია დაბრონოთ მაგიდა წინასწარ.