აზარფეშა
რესტორანი და ღვინის ბარი
-
-
მთაწმინდა, ინგოროყვას, 2
-
- +995 322 982 346,
- +995 599 534 484,
- +995 598 466 663
-
11:00 მდე 23:00 ორშაბათი-კვირა
-
-
სამზარეულო
-
ფუნქციები მენიუდან
-
relax.ge რეკომენდაციას
-
კონდიციონერიარსებობს
-
Wi-Fiარსებობს
-
გადახდა საკრედიტო ბარათითარსებობს
-
სამსახური ფუნქციები
-
ჩვენ შესახებ
ღვინის ბარ-რესტორანი აზარფეშა იმყოფება თავისუფლების მოედანთან და ოტელ კორტიარდ მარიოტთან (Courtyard by Marriott) ორ ნაბიჯში. რესტორანის მმართველი, ფოლკლორისტი, ღვინის ისტორიკოსი და კოლექციონერი ლუარსაბ თოგონიძე ცდილობს თავის დაწესებულებაში არა მხოლოდ ძველი ქართული კულინარული ტრადიციების გაცხადებას მომსვლელებისთვის, არამედ საქართველოს კულტურული ტრადიციების განძებსაც, ამისთვის იმართება თემატური სადილები. მან თითქმის ყველაფერი იცის მეღვინეობაზე. დაკვეთილი ბანკეტის შემთხვევაში ის ხვდება სტუმრებს თავის რესტორანში ჩაცმული ნაციონალურ კოსტუმში.
რესტორანის ერთი კედლის გასწვრივ მოწყობილია ვიტრინები, რომელშიც დემონსტრირებულია შთამბეჭდავი ექსპონატები, ძველი ღვინის ჭურჭლები, როგორიც მაგალითად არის ხარის რქის ყანწი მოვერცხლილი მოჩუქურთმებული წვერით. აზარფეშას მთავარი იდეა არის კლასიკური ქართული სუფრის ჩვენება, და ასევე ღვინის მუსიკის და საჭმლის შორის არსებული ძალზე მნიშვნელოვანი და გაუწყვეტელი კავშირის დანახება. მუსიკა ხომ ორგანულად არის ჩაქსოვილი ქართული კულტურის ყოველ ცალკეულ ასპექტში.
იმ დროს სანამ სტუმრები სადილობენ, პოლიფონური სიმღერა სრულდება, და ხშირად თავად ლუარსაბ თოგონიძის შესრულებითაც კი. რესტორანში ხშირად შეგეძლებათ თავად კლიენტების შესრულებული სიმღერის მოსმენა. ხშირად ტარდება ბანკეტები სადაც თვითონ ლუარსაბ თოგონიძე არის თამადა. ის თავად წარმოთქვამს პოეტიკურ სადღეგრძელოებს მეგობრობაზე, მსოფლიოში სიმშვიდეზე, მშობლებზე, შვილებზე და ა შ. აზარფეშაში მთავარი აქცენტი გამახვილებულია საჭმლის დამზადებაზე ტრადიციული ტექნოლოგიების შესაბამისად. კერძების უმეტესობა მზადდება პატარა თიხის ქოთნებში. გადასარევი გემოსი არის შესანიშნავად მომზადებული სოკო ყველით, ქათამი ღვინის სოუსში, ოჯახური, ჩაქაფული... ცივი კერძებისგან - დაჭრილი ყველი, ბადრიჯანი გურულად. ღვინის ასორტიმენტი - ფრიად ფართოა, ის შეიცავს ღვინის პოპულარულ და ცნობილ სახეობებს, ცოლიკაური, რქაწითელი, საფერავი, ჩხავერი, ჩინური, შავკაპიტო, მწვანე და სხვა. ბარ-რესტორანი აზარფეშა თავისი შესანიშნავი საჭმელებით და ღვინის არაჩვეულებრივი არჩევნით, მათ შორის ქვევრის ღვინოებიც - იდეალური ადგილია თბილისში, მათთვის ვისაც სურც დატკბეს ჭეშმარიტად ტრადიციული კერძებით.
ყარაჩოღელების სასმისი იყო ჩინური ჯამი, თიხის ფიალა, აზარფეშა და ვერცხლით შეჭედილი ხის კულა.
კინტომ არც კი იცის ამ ჭურჭლის სახელები; იგი უარჰყოფს ქამრიან ჭიქებსაც კი და უცხოელ ბოჰემისტების მიბაძვით ღვინოს ქალის ტუფლიდანა სვამს: (იოსებ გრიშიაშვილი კინტო და ყარაჩოღელი)
აზარფეშა - (ძველი ბერძნულიდან - ჭურჭელი სუფთა ღვინისთვის). საშუალო ზომის ვერცხლის (იშვიათად ოქროსიც) სასმისი წვრილი სახელურით. გამოიყენება უშვალოდ საზეიმო სადილების დროს დასალევად. ხშირად ასევე მას იყენებენ როგორც ჩამჩას სხვა ჭურჭლების ასავსებად.