ევერგრინი
-
-
ვერა, ნ. ნიკოლაძის, 1
-
- +995 32 292 01 94,
- +995 555 575 593
-
10:00 მდე 00:00 (ბოლო სტუმრის წასვლამდე) ორშაბათი-კვირა
-
-
სამზარეულო
-
გადახდა საკრედიტო ბარათითარსებობს
-
Wi-Fiარსებობს
-
გასართობიკარაოკე (18:00-00:00)
-
სისტემის ფასდაკლებაარსებობს
-
სამსახური ფუნქციები
-
ჩვენ შესახებ
ჩვენს შესახებ
საშუალო ზომის და მყუდრო რესტორანი-ბარი «ევერგრინ» განლაგებულია ნიკო ნიკოლაძის ქუჩაზე. ის ითავსებს ორ დარბაზს, სადაც საერთო ჯამში შეიძლება დაეტიოს ორმოცდაათამდე ადამიანი. ის არც ისე დიდი ხნის წინ გაიხსნა მაგრამ მიუხედავად ამისა უქვე შეიძინა თავისი მუდმივი მომსვლელი. ამის მიზეზი შესაძლოა არის მყუდრო ათმოსფერო რომელიც იქ სუფევს. მაგრამ არის კიდევ ერთი საიდუმლო მიზეზი იმისა თუ როგორ შეიძინეს მუმივი კლიენტურა, ეს არის ყოველდღიური ათ პროცენტიანი ფასდაკლება და ოც პროცენტიანი ფასდაკლება ბანკეტების, კორპორათიული საღამოების, დღესასწაულების ორგანიზების და სხვა ევენთების შეკვეთის შემთხვევაში (ეს მხოლოდ მუდმივი კლიენტებისთვის მოქმედებს). მაგრამ კვირაობით შემთხვევით მოსულ სტუმრებსაც ელით თხუთმეტპროცენტიანი ფასდაკლება შეკვეთილ კერძებზე. აქ უნდა აღინიშნოს რომ საკრედიტო ბარათები არ მიიღება და ანგარიშსწორება მხოლოდ ნაღდი ფულით ხერხდება.
ინტერიერის დიზაინი შესრულებულია სტილიზებურ აღმოსავლურ სტილში, უფრო სწორად კი ერთგვარი ინდური აქცენტები არის წარმოდგენილი (იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ რესტორანი არის წარმოდგენილი როგორც ინდური სამზარეულოს რესტორანი), მაგალითად ლამპები, ნარგილეები, პეიზაჟური სურათები კედლებზე, ზოგი არქიტექტურული დეტალები მაგალითად თაღები. მაგრამ გარემოს შესაძლოა ეწოდოს უფრო თანამედროვე, მინიმალისტურიც კი, ხის პანელების გამო. რესტორანი არის სუფთა და კოხტა. თითქმის ყველა მაგიდა ჩასმულია ფსევდო-კაბინკებში, არის ერი კაბინეტიც.
«ევერგრინი» თავს პოზიციონირებს როგორც ინდური სამზარეულოს რესტორანს, მაგრამ სიმართლისთვის უნდა ითქვას რომ თუმცა ინდურ კერძებს კი ამზადებენ, მაგრამ ქართული განწყობით და გამოიყენებენ ქართულ სანელებლებს. გულწრფელად რომ ვთქვათ თბილისში ინდური რესტორნების მცირე არჩევანია, მაგრამ მათ ვინც ნამდვილად ინდური კერძების თაყვანისმცემელია სჯობს სხვა რესტორანი შესთავაზოთ. «პატარა ინდოეთი» კანდელაკის ქუჩაზე, საბურთალოზე, ან «მაჰარაჯა» ახვლედიანის ქუჩაზე.
«ევერგრინში» მოდიან კარაოკეს ხათრით რაც ძალზე პოპულარული გასართობია საქართველოში, იმის გათვალისწინებით რომ ქართველები ძალიან მუსიკალური ნაციაა. კარაოკე მუშაობს ყოველდღიურად 18:00 დან 00:00 სათამდე. თვითონ რესტორან-ბარი კი მუშაობას იწყებს დილის ათი საათიდან ბოლო კლიენტის წასვლამდე. დიდ პლიუსი არის იმაში რომ რესტორანს გააჩნია თავისი ავტომანქანების სადგომი და თავისუფალი WI-FI რესტორნის ტერიტორიაზე.