ლინვილი

კაფე

ჩვენ შესახებ

თბილისში არის რამოდენიმე რესტორანი ძველებურ სტილში, მაგრამ ლინვილი არის ერთ ერთი ყველაზე პოპულარული მათ შორის, თავისი მოხერხებული ადგილმდებარეობის, მისაწვდომი ფასებისა და მშვენირეი ატმოსფეროს წყალობით. ეს არ არის რაღაც ზებუნებრივი ადგილი მაგრამ ძალიან მყუდრო კაფეა, სიყვარილით და გემოვნებით მოწყობილი სარკეებით და ნახატებით, ორიგინალური დეკორატიული ობიექტებით არ-დეკოს სტილში, მოწყობილი კარგი ავეჯით.

იმის შემდგომ რაც შიგ ფეხს შეადგამთ, ხვდებით თბილ და კომფორტულ თავშესაფარში, რომელიც შორს არის ყოველგვარი საზრუნავისგან და ქალაქის ფუსფუსისგან. იქ მშვენიერ დროს გაატარებთ მეგობრებთან ერთად, გემრიელად ივახშმებთ და მიირთმევთ შესანიშნავ ღვინოს, ან შეძლებთ ახალდაფქვეული ყავის მირთმევას რაიმე ტკბილეულთან დუეტში.

ფორტეპიანოს მუსიკა არ უშლის ხელს მეგობრულ საუბარს, პირიქით, ქმნის განტვირთვის და სიმშვიდის ატმოსფეროს. თბილ დღეებში ძალიან სასიამოვნოა აივანზე სხდომა და თვალისდევნა გამვლელებზე ზემოდან.